ქალი სარკით

ნიღაბი ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაოჭებისთვის: მარტივი რეცეპტი

194
(განახლებულია 17:21 07.04.2021)
ალბათ ყველსათვის ცნობილია, რომ სახის კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას კოლაგენი განაპირობებს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის უჯრედები შეიცავს.

მაგრამ დროთა განმავლობაში მისი გამომუშავება მცირდება, რის შედეგადაც კანი ტონუსს კარგავს და ჩნდება ნაოჭები.

ქვემოთ გთავაზობთ, როგორც ამბობენ, უნიკალურ ნიღაბს, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი „აიძულებს“ თქვენს ორგანიზმს, მეტი რაოდენობით გამოიმუშავოს კოლაგენი და ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაოჭებიც კი გაასწოროს.

ეს ინგრედიენტი სპირულინაა — მტკნარი წყლის მწვანე წყალმცენარე, რომელიც შეიცავს ნატურალურ პიგმენტ ქლოროფილს და ძალიან დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას. ის 3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა პლანეტაზე და მის სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობდნენ აცტეკები, მაიას ტომები, ასევე აფრიკისა და აზიის ხალხები.

ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სპირულინა — 4 აბი (იყიდება აფთიაქებში);
  • ჟელატინი — 2 ჩაის კოვზი;
  • ლიმონის წვენი — 0,5 ჩაის კოვზი;
  • ვიტამინი А — 2 წვეთი.

მომზადების წესი:

დაასხით ჟელატინს ¼ ჭიქა გადადუღებული თბილი წყალი და დატოვეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი ჭურჭლიანად ოდნავ შეათბეთ ორთქლზე;

სპირულინას აბებს დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად დასრისეთ;

ამის შემდეგ დაამატეთ მას ლიმონის წვენი და ვიტამინი А - თხევადი;

მერე ეს ყველაფერი შეურიეთ ჟელატინს, კარგად აურიეთ და წაისვით ცხვირ-ტუჩის ნაოჭზე.

გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით.

ეს ნიღაბი მთელ სახეზე შეგიძლიათ წაისვათ, თუმცა აუცილებლად უნდა მოარიდოთ თვალის გარშემო არეს.

ამბობენ, რომ ეფექტი ძალიან სწრაფია და არაჩვეულებრივი: კანი იჭიმება, ხდება საოცრად გლუვი და უბრუნდება ელასტიურობა.

ვფიქრობთ, ცდად ღირს!
194
თემები:
სასარგებლო რჩევები (500)
მედიკამენტები

მედიკამენტები და პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება არ შეიძლება

662
(განახლებულია 08:58 10.04.2021)
ყველამ ვიცით, რომ წამლის მიღებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს. ეს შეეხება როგორც დოზირებასა და მიღების სისტემას, ისე კვების რაციონს მკურნალობის პერიოდში.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრეპარატისა და პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღება რეკომენდებული არ არის და ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულიცაა.

გახსოვდეთ: ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და ამიტომ მკურნალობის მეთოდიც შესაძლოა ინდივიდუალური დაგჭირდეთ. ამიტომაც ვერც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევა, რომელიც ზოგად ხასიათს ატარებს, ვერ შეგიცვლით ექიმის კონსულტაციას. 

662
წნევის გაზომვა

არტერიული წნევა ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და დარეგულირების უეფექტურესი რეცეპტი

124756
(განახლებულია 08:51 10.04.2021)
არსებობს კიდევ ერთი, წარმოუდგენლად მარტივი და ეფექტური რეცეპტი, რომელიც არტერიულ წნევას, სულ ცოტა, ორიოდე წლით მაინც დაგირეგულირებთ. ჰო, და კიდევ: ერთი თეთრიც არ დაგიჯდებათ.

წნევის ნორმალურ დონედ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მაჩვენებელი მიიჩნევა.

ქვემოთ გაგაცნობთ, რომელი წნევაა ნორმალური ამა თუ იმ წლოვანების ადამიანისთვის.

•    ახალშობილისთვის 80/50

•    1 წლის ბავშვისთვის: ბიჭები — 96/66, გოგონები — 95/65

ერთი წლის ბიჭუნას ნორმალური წნევა იმავე ასაკის გოგონას წნევისგან თითქმის არ განსხვავდება
ერთი წლის ბიჭუნას ნორმალური წნევა იმავე ასაკის გოგონას წნევისგან თითქმის არ განსხვავდება

•    10 წლის ბავშვისთვის: ბიჭები — 103/69, გოგონები — 103/70

•    20 წლის ახალგაზრდისთვის: ბიჭები — 123/76, გოგონები — 116/72

•    30 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 126/79, ქალები — 120/75

•    40 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 129/81, ქალები — 127/80

•    50 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 135/83, ქალები — 137/84

•    60 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 142/85, ქალები — 144/85

•    70 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 145/82, ქალებისთვის — 159/85

•    80 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 147/82, ქალები — 157/83

•    90 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 145/78, ქალები —150/79

მაღალი წნევის სამკურნალოდ უამრავი ხალხური რეცეპტი არსებობს
მაღალი წნევის სამკურნალოდ უამრავი ხალხური რეცეპტი არსებობს

მაღალი წნევა — მკურნალობის ხალხური მეთოდები

1. მაღალი წნევისას ცხელ წყალში ფეხების ჩაწყობა რომ ეფექტური მეთოდია, ეს ყველამ იცის. მაგრამ ის თუ იცით, რომ თუ ადამიანს ფეხებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება აქვს, ასეთ შემთხვევაში ცხელ, 37-40°-იან წყალში იდაყვები შეუძლია ჩაუშვას.

2. კამის თესლი ასევე დაბლა სწევს წნევას. 2 სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე. დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ნაყენი, თუ წნევა 200 მმ-ს აღწევს, და 3-4 ჩაის კოვზი — თუ წნევა კიდევ უფრო მაღალია.

3. სამი თვის განმავლობაში ყოველ დილით მიირთვით ერთი ჭიქა კეფირი, რომელშიც 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გექნებათ ჩამატებული. ეს მეთოდი, როგორც წესი, ასტაბილურებს წნევას.

არსებობს კიდევ ერთი, წარმოუდგენლად მარტივი და ეფექტური რეცეპტი ძველი, ხალხური მედიცინიდან. ეს რეცეპტი არტერიულ წნევას, სულ ცოტა, ორიოდე წლით მაინც დაგირეგულირებთ. ჰო, და კიდევ: ერთი თეთრიც არ დაგიჯდებათ. 

• აიღეთ ფიჭვის წიწვი — 5 სუფრის კოვზი, 2 სუფრის კოვზი ასკილი (ნაყოფი) და 2 სუფრის კოვზი ხახვის ჩენჩო. დაასხით 1 ლ ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში ხარშეთ. მერე გადმოდგით და ცოტა ხანს ასე დააყოვნეთ, ბოლოს კი გაწურეთ. შეგიძლიათ ცოტა წყალი კიდევ დაამატოთ. ეს ნაყენი ორ დღეში ბოლომდე უნდა დალიოთ. მკურნალობის კურსი 4 თვეს შეადგენს.

უკეთესობა ხუთ დღეში დაგეტყობათ — თავის ტკივილი გაგივლით. ერთი თვის შემდეგ კი შეგიძლიათ ჰიპოტენზიური პრეპარატებისთვის თავის დანებებაც სცადოთ.

გარდა ამისა, ნაყენს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

• აძლიერებს იმუნურ სისტემას

• არის გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება

• კარგი შარდმდენი თვისებები აქვს

• კურნავს ღრძილებს სისხლდენის დროს.

124756
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

0
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

0