პაციენტი სტომატოლოგთან

რა საშიშ დაავადებებს გვამცნობს კბილის ტკივილი: ექიმის განმარტება

135
(განახლებულია 20:11 07.04.2021)
როგორც ირკვევა, კბილის ტკივილი თუ უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება საერთოდაც არაფერ კავშირში არ იყოს უშუალოდ კბილებთან.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. კბილების დისკომფორტი ან ტკივილი შეიძლება სხვადასხვა სერიოზულ დაავადებას გვამცნობდეს, აცხადებს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სტომატოლოგი ოლეგ იანუშევიჩი.

მისი თქმით, კბილებში დისკომფორტი შეიძლება ჰაიმორიტის ბრალი იყოს.

„ეს იმის გამო ხდება, რომ კბილები ძალიან ახლოსაა განლაგებული ჰაიმორის ღრუებთან. და თუ ჰაიმორიტი ჩნდება, ამას შეუძლია უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს კბილებში“, — განმარტა სტომატოლოგმა.

გარდა ამისა, ზედა ყბის დისკომფორტი ასევე შეიძლება იყო ონკოლოგიური დაავადებების მაცნე. სპეციალისტის თქმით, ზოგჯერ ჰაიმორის ღრუებში უსიამოვნო შეგრძნება ორგანიზმში სიმსივნური პროცესის დაწყებითაა გამოწვეული.

ამასთან, როგორც იანუშევიჩი ამბობს, ამინდისა და ატმოსფერული წნევის ცვლილებები, ასევე ანომალიური ტემპერატურები არანაირად არ უნდა ისახებოდეს კბილებში შეგრძნებებზე. ერთადერთი, რაც შეიძლება ხდებოდეს, ეს ცივ ამინდში პირის ღრუს ზოგი დაავადების სიმპტომების გაძლიერებაა.

  • „მაგალითად, მწვავე და ქრონიკული პულპიტისას ცივი ჰაერის ჩასუნთქვა ზოგჯერ ტკივილის პროვოცირებას ახდენს. მაგრამ ეს თავად დაავადებაზე კი არ ზემოქმედებს, არამედ უბრალოდ აძლიერებს სიმპტომის ძალას“, — ამბობს ექიმი.

მანამდე გამოცემა Express თერაპევტ ალკა პატელზე დაყრდნობით წერდა, რომ კბილის ტკივილი შეიძლება მოსალოდნელ გულის შეტევაზე მიანიშნებდეს.

135
თემები:
ექიმი გირჩევთ (142)
სახსრების ვარჯიში

სახსრების ტკივილი: ოთხი საუკეთესო დანამატი სამკურნალოდ და ტკივილების მოსახსნელად

41
(განახლებულია 15:51 24.06.2021)
ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, ამ დანამატმა კვლევებისას ისეთი ძლიერი ეფექტი გამოავლინა, რომ პაციენტებმა ტკივილგამაყუჩებლების მიღება შეწყვიტეს

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. სახსრები სხვადასხვა დაავადებისა და ასაკის მატების ფონზე ნაკლებად მოქნილი ხდება და ამასთან იმატებს ანთებითი პროცესები, თუმცა ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ტკივილი მოითმინოთ, წერს Express-ი.

გამოცემის ინფორმაციით, გარდა სამკურნალო პროცედურებისა, არსებობს არაერთი დანამატი, რომელთა ხანგრძლივი ეფექტი სახსრების მკურნალობაში უკვე დადასტურებულია.

ასე მაგალითად, როგორც მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, გლუკოზამინის სულფატის ყოველდღიური მიღება სახსრებში ოსტეოართრიტის განვითარებას ამუხრუჭებს და ასევე ამცირებს დაავადებით გამოწვეულ ტკივილს.

ამასთან აღინიშნება, რომ გლუკოზამინი სახსრების გარშემო ხრტილოვანი ქსოვილის საკვანძო კომპონენტია.

გარდა ამისა, სახსრების მდგომარეობაზე შესანიშნავ გავლენას ახდენს ომეგა-3, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ფექტი აქვს და კარგი საშუალებაა სახსრებში ტკივილების მოსახსნელად.

„2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ომეგა-3-ის რეგულარული მიღება ამცირებს სახსრებში დისკომფორტსა და „შებოჭილობას“.  ამასთან ზოგ შემთხვევაში ეფექტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პაციენტებმა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება შეწყვიტეს“, - ნათქვამია Express-ის სტატიაში.

ექიმები სახსრების ტკივილის შემთხვევაში ასევე გვირჩევენ კურკუმისა და ჯანჯაფილის გამოყენებას. თუმცა განმარტავენ, რომ კვლევებისას კურკუმამ მხოლოდ ხანმოკლე ანთებები შეამცირა, ხოლო ჯანჯაფილის ექსტრატმა, რომელსაც ჩვეულებრივი დანამატების სახით ვიღებთ, მაინცდამაინც ძლიერი ეფექტი ვერ გამოავლინა.

 

41
თემები:
ექიმი გირჩევთ (142)
ექიმი

ღვიძლის აღდგენა წამლების გარეშე: ექიმი ასახელებს ბოსტნეულის წვენებს

116
(განახლებულია 17:37 24.06.2021)
ექიმი ასახელებს რამდენიმე წვენსა და სასმელს, რომლებიც ღვიძლს ფუნქციის აღდგენასა და უჯრედების გაახალგაზრდავებაში ეხმარება.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. ღვიძლის მუშაობის აღდგენა წამლების გარეშე, გარკვეული წვენებითაც არის შესაძლებელი, აცხადებს გასტროენტეროლოგი ალინა ბუდაკოვსკაია.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო − სტაფილოს წვენია. სტაფილოში, ისევე, როგორც ყველა ყვითელ და ნარინჯისფერ ბოსტნეულში, დიდი რაოდენობით კარატინოიდები შედის, რომლებიც ტოქსინების გამანადგურებელ ზემოქმედებას ასუსტებს.

ექიმის თქმით, სტაფილოს წვენის დღიური ნორმა 250 მილილიტრია.

გარდა ამისა, სპეციალისტი განმარტავს, რომ ღვიძლის ფუნქციაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჭარხლის წვენიც. ჭარხალი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც, გარდა იმისა, რომ ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ღვიძლის უჯრედებს გაახალგაზრდავებაში ეხმარება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჭარხლის სუფთა წვენის დალევა საკმაოდ ძნელია, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ მას სხვა წვენებში გაურევთ“, − გირჩევთ ექიმი.

ამასთან გასტროენტეროლოგი ამბობს, რომ ღვიძლის აღსადგენად საკმაოდ სასარგებლოა ისეთი მინერალური წყალიც, რომელიც კალციუმის ჰიდროკარბონატს შეიცავს.

„ის ხელს უწყობს ღვიძლში ანთებითი პროცესებისა და ნაღვლის ბუშტის დაძაბულობის დაქვეითებას, ასევე აუმჯობესებს ნაღვლის გადინებას, არეგულირებს საჭმლის მონელებას და აღადგენს ღვიძლში ყველა გაცვლით პროცესს“, − ხაზს უსვამს გასტროენტეროლოგი.

ამასთან ექიმი განმარტავს, რომ ჯანმრთელმა ადამიანებმა მინერალური წყალი დღეში ერთი ჭიქის ოდენობით შეიძლება მიირთვან ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ხოლო მათთვის, ვისაც ღვიძლის ფუნქცია დარღვეული აქვს, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს სამი ჭიქისა.

მარტივად მოსამზადებელი ნაყენი, რომელიც წმენდს ღვიძლს, წვავს ცხიმებს და ამაღლებს იმუნიტეტს

ამასთან ბუდაკოვსკაია ამბობს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ყავა, ვინაიდან კოფეინი ღვიძლის ფერმენტების გამოყოფას ააქტიურებს, რომლებიც მეტაბოლიზმზე ახდენს გავლენას. ექიმი გვირჩევს, რომ ყავა უნდა იყოს ნატურალური და არა ხსნადი, ამასთან დღეში მხოლოდ ორის-სამი ფინჯანი უნდა მიირთვათ, შეგიძლიათ დაბალი ცხიმიანობის (არაუმეტეს 2,5%) რძის დამატებით.

ღვიძლის მუშაობის გასაუმჯობესებლად ასევე რეკომენდებულია თავად რძეც, ოღონდ აუცილებლად დაბალცხიმიანი. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ცხიმოვანი ჰიპოთოზი აწუხებს.

116
თემები:
ექიმი გირჩევთ (142)
პოლიციის ლენტი

გარდაბანში არსებულ წყალსაცავში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

0
ხელოვნური წყალსაცავი გარდაბანში არსებულ „თბილსრესთან“ მდებარეობს. მაშველები მოზარდებს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მკვიდრი  მოზარდები წყალსაცავში საბანაოდ ჩავიდნენ. 15 წლის მოზარდი წყლიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მის დახმარებას 17 წლის მოზარდი შეეცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დაიხრჩო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები. ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

0