როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ნახევარფაბრიკატი: ისწავლეთ მარტივი წესი

© Sputnik / Alexander Imedashviliხინკალი
ხინკალი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
ექიმის თქმით, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ნახევარფაბრიკატები საზიანოა ჯანრთელობისთვის, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება სულაც არ იყოს ასე

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ნახევარფაბრიკატებზე სრული უარის თქმა სულაც არ არის საჭირო, თუ მათ სწორად შერჩევას ისწავლით, აცხადებს თერაპევტი და დიეტოლოგი მარია ჩერნიაევა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

ბოსტნეული სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2018
რას ვჭამთ: როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული პროდუქტები

დიეტოლოგის თქმით, თანამედროვე ცხოვრების დაძაბულ რიტმში ბევრ ადამიანს არ ჰყოფნის დრო საიმისოდ, რომ თავად მოამზადოს გემრიელი და სასარგებლო საკვები. ასეთ დროს ნახევარფაბრიკატები მნიშვნელოვნად აჩქარებს და ამარტივებს პროცესს.  

ხოლო გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველანაირი ნახევარფაბრიკატი მხოლოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის, შეიძლება სულაც არ იყოს მართებული ზოგი პროდუქტის შემთხვევაში.  

იმისათვის, რომ „სწორი ნახევარფაბრიკატი“ შეარჩიოთ, საჭიროა კარგად ამოიკითხოთ მისი შემადგენლობა.

„რაც ნაკლებია ინგრედიენტი, მით უფრო ხარისხიანია პროდუქტი. მაგალითად, ხორცის იდეალური ნახევარფაბრიკატი არ უნდა შეიცავდეს არაფერს, გარდა ხორცისა, მარილისა და სანელებლებლებისა. მასში არ უნდა შედიოდეს არანაირი E–ინდექსის დანამატი, საღებავი და ანტიოქსიდანტი“, - აცხადებს სპეციალისტი. 

ექიმი განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ მთავარია პროდუქტი არ შეიცავდეს გლუტამატს, რომელიც გემოს აუმჯობესებს, მაგრამ იწვევს დამოკიდებულებას.

ყველა ახალი ამბავი
0