აბებისა და ექიმის გარეშე: როგორ დავწიოთ მაღალი არტერიული წნევა

CC BY-SA 2.0 / Quinn Dombrowski / Disposable blood pressure cuffწნევის გაზომვა
წნევის გაზომვა  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
მეცნიერები უკვე კარგა ხანია ამტკიცებენ, რომ მაღალი არტერიული წნევის დაწევა სამკურნალო პრეპარატების გარეშეცაა შესაძლებელი.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. არსებობს გზა, რომლის მეშვეობითაც სისხლის მაღალი წნევის დაწევა აბებისა და ექიმთან რეგულარული ვიზიტების გარეშეა შესაძლებელი, წერს ამერიკელი კარდიოლოგი ჯერალდ ფლეტჩერი პორტალზე Health.

წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2020
მარტივი და ხელმისაწვდომი: მეცნიერებმა მაღალი წნევის დაწევის იოლ გზას მიაგნეს

მისი თქმით, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ფიზიკური აქტივობის გაზრდა — ფეხით მეტი სიარული, სირბილი, ცურვა თუ ველოსიპედით სეირნობა. ამგვარი დატვირთა ყოველდღიური უნდა იყოს და ნახევარი საათის განმავლობაში მაინც გრძელდებოდეს.

ექიმის დაკვირვებით, მსგავსი „ფიზიკური თერაპიის“ შემდეგ ბევრი ჰიპერტონიკი თანდათან წყვეტს წნევის საწინააღმდეგო წამლების მიღებას.

გარდა ამისა, კარდიოლოგი ამბობს, რომ საჭიროა მარილისა და კოფეინის შემცირება, რომლებიც არტერიული წნევის ხანმოკლე აწევას იწვევს. ექსპერტი ირწმუნება, რომ ჰიპერტონიკებმა დღეში მაქსიმუმ ორი ჭიქა ყავა შეიძლება დალიონ.

ამასთან, მაღალწნევიანების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს კალიუმით მდიდარი პროდუქტები: ბანანი (დღეში დაახლოებით 422 გ), კანიანად გამომცხვარი კარტოფილი (738 გ), ფორთოხლის წვენი (დაახლოებით 500 მლ) და უცხიმო იოგურტი (დაახლოებით 550 გ).

როგორ დავწიოთ მაღალი არტერიული წნევა წამლის გარეშე: გერმანელი კარდიოლოგის რჩევები>>

ჯერალდ ფლეტჩერი ჰიპერტონიკებს ასევე ურჩევს ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმას და ჭარბი წონის დაკლებას. მისი თქმით, ერთი-ორი კილოგრამის დაკლებაც კი მნიშვნელოვნად შეამცირებს დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც დადებითად აისახება არტერიულ წნევაზე.

მანამდე მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღალი არტერიული წნევის დაწევა მედიკამენტების გარეშე იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი ყოველდღე გამოიყენებს ზეითუნის ზეთს.

ყველა ახალი ამბავი
0