ნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს

არასდროს არავისთან თქვათ...

785
(განახლებულია 17:01 06.04.2021)
რაზე არ ღირს საუბარი სხვებთან, რატომ უნდა შეინახოთ საიდუმლოდ ის, რაც თქვენ ოჯახში ხდება, ან სამომავლო გეგმებს უკავშირდება, ან რატომ არ უნდა გათქვათ ქუჩაში მოსმენილი...

ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, არასდროს არავისთან ვისაუბროთ და არ გავთქვათ:

1. საკუთარი შორეული გეგმები. დადუმდით, სანამ გეგმა არ შესრულდება. ნებისმიერი ჩვენი გეგმა არა მხოლოდ იდეალური არ არის, არამედ მასში მრავალი სუსტი ადგილია, რომლებზეც დარტყმა და ყველაფრის დანგრევა იოლია.

2. არ გაამჟღავნოთ საკუთარი ქველმოქმედება. კეთილი საქმე დიდი იშვიათობაა ამ სამყაროში. არ შეიქოთ თავი კარგი საქმეებისთვის. სიამაყე მაშინვე დაინახავს და ჩამოგართმევთ ყველა წყალობას, რომელიც სწორედ ამ ქველმოქმედებისთვის გერგოთ.

3. არ ისაუბროთ საკუთარ ასკეტურობაზე. არ ილაპარაკოთ თქვენ შეზღუდვებზე კვებაში, სიზმრებზე, სექსუალურ ურთიერთობებზე და ა. შ. ასკეტიზმს მაშინ მოაქვს სარგებელი, როცა ის ემოციურ შემადგენელთან ჰარმონიაშია.

4. არ უნდა ილაპარაკოთ საკუთარ მამაცობაზე, გმირობაზე. ვიღაც გარეგან ცხოვრებისეულ გამოცდას აბარებს, ვიღაც კი — შინაგანს. გარეგანი გამოცდა ჩანს, ამიტომ ამისთვის ადამიანები იღებენ ჯილდოებს, მაგრამ შინაგანი განცდების გადატანას ვერავინ ამჩნევს, ამიტომ ამისთვის არავინ არავის არანაირ ჯილდოს არ ანიჭებს.

5. არ ისაუბროთ სულიერ ცოდნაზე. სულიერ ცოდნას სხვადასხვა დონე აქვს და მხოლოდ შემეცნების სიწმინდის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ შეიძლება გაიხსნას. დამწყები სულიერი ცოდნის შეძენის მსურველის მთავარი შეცდომა სწორედ ძალზე მაღალი სულიერი ცოდნის გაზიარების სურვილია, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ ადამიანს სიკეთე მოუტანოს, მხოლოდ კიდევ უფრო აბნევს და აფრთხობს.

6. კიდევ, რაზეც არ ღირს სხვებთან საუბარი — ესაა კონფლიქტები სახლში და ზოგადად, ოჯახზე ლაპარაკი. გახსოვდეთ, რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ საკუთარი ოჯახის პრობლემებზე, მით უფრო მტკიცე და სტაბილური იქნება თქვენი ოჯახი. კამათი — ეს ურთიერთობების დროს დაგროვებული ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაა.

7. ასევე არ უნდა ისაუბროთ იმ ნეგატიურ სიტყვებზე, რომლებიც ვინმესგან მოისმინეთ. შეიძლება ქუჩაში ფეხსაცმელი დაისვაროთ და შეიძლება — ცნობიერება. როდესაც ადამიანი სახლში შედის და ლაპარაკობს ყველაფერს, რაც მოისმინა, არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელმაც დასვრილი ფეხსაცმელი შინ შესვლისას არ გაიხადა.

 

785
თემები:
სასარგებლო რჩევები (500)
მედიკამენტები

მედიკამენტები და პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება არ შეიძლება

666
(განახლებულია 08:58 10.04.2021)
ყველამ ვიცით, რომ წამლის მიღებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს. ეს შეეხება როგორც დოზირებასა და მიღების სისტემას, ისე კვების რაციონს მკურნალობის პერიოდში.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრეპარატისა და პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღება რეკომენდებული არ არის და ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულიცაა.

გახსოვდეთ: ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და ამიტომ მკურნალობის მეთოდიც შესაძლოა ინდივიდუალური დაგჭირდეთ. ამიტომაც ვერც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევა, რომელიც ზოგად ხასიათს ატარებს, ვერ შეგიცვლით ექიმის კონსულტაციას. 

666
წნევის გაზომვა

არტერიული წნევა ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და დარეგულირების უეფექტურესი რეცეპტი

124757
(განახლებულია 08:51 10.04.2021)
არსებობს კიდევ ერთი, წარმოუდგენლად მარტივი და ეფექტური რეცეპტი, რომელიც არტერიულ წნევას, სულ ცოტა, ორიოდე წლით მაინც დაგირეგულირებთ. ჰო, და კიდევ: ერთი თეთრიც არ დაგიჯდებათ.

წნევის ნორმალურ დონედ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მაჩვენებელი მიიჩნევა.

ქვემოთ გაგაცნობთ, რომელი წნევაა ნორმალური ამა თუ იმ წლოვანების ადამიანისთვის.

•    ახალშობილისთვის 80/50

•    1 წლის ბავშვისთვის: ბიჭები — 96/66, გოგონები — 95/65

ერთი წლის ბიჭუნას ნორმალური წნევა იმავე ასაკის გოგონას წნევისგან თითქმის არ განსხვავდება
ერთი წლის ბიჭუნას ნორმალური წნევა იმავე ასაკის გოგონას წნევისგან თითქმის არ განსხვავდება

•    10 წლის ბავშვისთვის: ბიჭები — 103/69, გოგონები — 103/70

•    20 წლის ახალგაზრდისთვის: ბიჭები — 123/76, გოგონები — 116/72

•    30 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 126/79, ქალები — 120/75

•    40 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 129/81, ქალები — 127/80

•    50 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 135/83, ქალები — 137/84

•    60 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 142/85, ქალები — 144/85

•    70 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 145/82, ქალებისთვის — 159/85

•    80 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 147/82, ქალები — 157/83

•    90 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 145/78, ქალები —150/79

მაღალი წნევის სამკურნალოდ უამრავი ხალხური რეცეპტი არსებობს
მაღალი წნევის სამკურნალოდ უამრავი ხალხური რეცეპტი არსებობს

მაღალი წნევა — მკურნალობის ხალხური მეთოდები

1. მაღალი წნევისას ცხელ წყალში ფეხების ჩაწყობა რომ ეფექტური მეთოდია, ეს ყველამ იცის. მაგრამ ის თუ იცით, რომ თუ ადამიანს ფეხებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება აქვს, ასეთ შემთხვევაში ცხელ, 37-40°-იან წყალში იდაყვები შეუძლია ჩაუშვას.

2. კამის თესლი ასევე დაბლა სწევს წნევას. 2 სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე. დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ნაყენი, თუ წნევა 200 მმ-ს აღწევს, და 3-4 ჩაის კოვზი — თუ წნევა კიდევ უფრო მაღალია.

3. სამი თვის განმავლობაში ყოველ დილით მიირთვით ერთი ჭიქა კეფირი, რომელშიც 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გექნებათ ჩამატებული. ეს მეთოდი, როგორც წესი, ასტაბილურებს წნევას.

არსებობს კიდევ ერთი, წარმოუდგენლად მარტივი და ეფექტური რეცეპტი ძველი, ხალხური მედიცინიდან. ეს რეცეპტი არტერიულ წნევას, სულ ცოტა, ორიოდე წლით მაინც დაგირეგულირებთ. ჰო, და კიდევ: ერთი თეთრიც არ დაგიჯდებათ. 

• აიღეთ ფიჭვის წიწვი — 5 სუფრის კოვზი, 2 სუფრის კოვზი ასკილი (ნაყოფი) და 2 სუფრის კოვზი ხახვის ჩენჩო. დაასხით 1 ლ ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში ხარშეთ. მერე გადმოდგით და ცოტა ხანს ასე დააყოვნეთ, ბოლოს კი გაწურეთ. შეგიძლიათ ცოტა წყალი კიდევ დაამატოთ. ეს ნაყენი ორ დღეში ბოლომდე უნდა დალიოთ. მკურნალობის კურსი 4 თვეს შეადგენს.

უკეთესობა ხუთ დღეში დაგეტყობათ — თავის ტკივილი გაგივლით. ერთი თვის შემდეგ კი შეგიძლიათ ჰიპოტენზიური პრეპარატებისთვის თავის დანებებაც სცადოთ.

გარდა ამისა, ნაყენს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

• აძლიერებს იმუნურ სისტემას

• არის გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება

• კარგი შარდმდენი თვისებები აქვს

• კურნავს ღრძილებს სისხლდენის დროს.

124757
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

0
(განახლებულია 00:55 12.04.2021)
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

0