თუ ხელ-ფეხი მუდმივად ცივი გაქვთ: დასახელდა მიზეზები და საფრთხეები

© Pixabay / andreas160578ხელები
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
ექიმების თქმით, მუდმივად ცივი კიდურების მიზეზი ყოველთვის სისხლის ცუდი ცირკულაცია არ არის, ეს შესაძლოა სერიოზულ დაავადებაზე მეტყველებდეს.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბევრს მიაჩნია, რომ გამუდმებით გაყინული ხელებისა და ფეხების მიზეზი სისხლის ცუდი მიმოქცევაა, მაგრამ სინამდვილეში სისხლის ცუდი ცირკულაცია მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის ვითარებას, აცხადებენ სპეციალისტები. 

Витамины в ложке - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
რატომაა აუცილებელი ეს ნაკლებად პოპულარული ვიტამინი: ექიმი გირჩევთ

მათი თქმით, მუდმივად გაყინული კიდურების მიზეზი შესაძლოა რამდენიმე სერიოზული დაავადება იყოს: სისხლძარღვოვანი დისტონია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რკინის დეფიციტური ანემია და სხვ.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევების თანახმად, მსგავსი რამ ყველაზე ხშირად ქალებს ემართებათ, ვინაიდან მათი ჰორმონები — ესტროგენები გამუდმებით მერყეობს. ამიტომაც ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან სიცივის მიმართ, ვიდრე მამაკაცები. 

სპეციალისტების განმარტებით, სიცივისადმი მაღალი მგრძნობელობა ასევე მეტყველებს დაავადებაზე, რომელიც რეინოს სინდრომის სახელითაა ცნობილი. ეს დაავადება ყველაზე ხშირად თითებსა და ტერფებს ერევა, ხანდახან კი ცხვირსა და ყურებსაც. რეინოს დროს კიდურები უბრალოდ კი არ იყინება, არამედ თეთრ ან ცისფერ შეფერილობას იღებს სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო. ამას ზოგჯერ უბრალოდ თბილი წინდებისა და ხელთათმანების ჩაცმა შველის (თუ დაავადება მსუბუქი ფორმისაა), ზოგჯერ კი მისი მკურნალობა სპეციალური პრეპარატებითაა აუცილებელი, რათა სისხლძარღვები გაფართოვდეს.

მუდმივად ცივ ხელებს ასევე შესაძლოა სხვა დაავადებებიც განაპირობებდეს. მაგალითად, ჰიპოტირეოზი, წითელი მგლურა ან შაქრიანი დიაბეტი. სხვათა შორის, სისხლში რკინისა და ვიტამინ В12-ის დაბალ დონეს ასევე აქვს მსგავსი სიმპტომები.

ოფთალმოლოგი სინჯავს პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
რა დაავადებებს გვამცნობს თვალები: კონკრეტული განმარტებები ექიმისგან

გაყინული კიდურების კიდევ ერთი მიზეზია დაბალკალორიული საკვები. ყველაზე ხშირად ამის გამო პრობლემა ექმნებათ ქალებს, რომლებიც გახდომას ცდილობენ. დიეტაზე მყოფი ქალბატონები არ იღებენ საკმარისი რაოდენობის ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ცილებსა თუ სხვა მიკროელემენტებს, რის გამოც გამუდმებით სცივათ.

ხელ-ფეხი გაგეყინებათ, თუ მოჭერილ ნივთებს ატარებთ: სამაჯურებს, ბეჭდებს, საათს... ამ დროს სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ორგანიზმს სცივა. სხვათა შორის, სისხლის ცირკულაციაზე ნეგატიურად მოქმედებს სტრესები და ძლიერი ფსიქიკური მღელვარებაც. 

როგორ მოვიქცეთ, თუ ხელები და ფეხები მუდმივად გაყინული გვაქვს?

  • უპირველესად, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე გამორიცხეთ, რომ არანაირი სერიოზული დაავადება არ გჭირთ;
  • შეიცვალეთ ცხოვრების წესი: მეტი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ. კარგი მეთოდია აბანო, რომელიც კიდეც ათბობს, კიდეც აახალგაზრდავებს და კიდეც კურნავს. აბანოს შემდეგ ორგანიზმის ყველა სისტემა გაორმაგებული ძალით იწყებს მუშაობას და გაყინული კიდურებიც თბება;
  • ყურადღება მიაქციეთ კვებას: მიიღეთ სრულფასოვანი საკვები, სვით ბალახეული ჩაი. განსაკუთრებით კარგია ჯანჯაფილის ჩაი (ჯინჯერი). დაივიწყეთ ყველა მავნე ჩვევა: მოწევა და ალკოჰოლი. განსაკუთრებით ცუდ გავლენას კიდურების სიცივეზე ნიკოტინი ახდენს, რომელიც სისხლძარღვების სპაზმსა და სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს;
  • უარი თქვით ტანზე მოტკეცილ-მოჭერილ სამოსზე, მაგალითად, წინდებზე, ბანდაჟზე... ასევე ფეხსაცმელზე;
  • არ დაგავიწყდეთ თბილად ჩაცმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გადაჭარბებულად. ზედმეტად „მძიმე“ ჩაცმა სისხლის მიმოქცევისთვის ხელშემწყობი ფაქტორი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0