როგორ გავიყუჩოთ თავის ტკივილი წამლების გარეშე, ბუნებრივი მეთოდებით

© unsplash/ Nik Shuliahin თავის ტკივილი
თავის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
თავის ტკივილი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფიზიკური პრობლემაა. მას თან ახლავს ყურადღების გაფანტვა, კონცენტრაციის დაკარგვა, გაღიზიანება და ა.შ.

ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია თავის ტკივილის დროს წამლის დალევას. როგორ უნდა მოვიცქეთ მაშინ, როდესაც წამალი არ გვაქვს, ან უბრალოდ არ გვსურს ქიმიური საშუალებების გამოყენება? არაერთი უსაფრთხო და ეფექტური, ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომელიც თავის ტკივილის დაძლევაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

ქვემოთ მოცემული ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები დაგეხმარებათ ტკივილის დაძლევაში და, რაც მთავარია, სახიფათო გვერდით ეფექტებს არ გამოიწვევს.

ბავშვი  - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
ბავშვი, რომელიც ყველაფერს გიჯერებთ, პიროვნება ვერ გახდება

წყალი

თუ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება – დღის განმავლობაში რა რაოდენობის წყალს სვამთ. თავის ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული გაუწყლოება. ამიტომ თუ თავის ტკივილები ხშირად გაწუხებთ, დღის განმავლობაში ორსაათიანი შუალედის დაცვით 1.5 ლიტრამდე წყალი მიიღეთ. თუ თავის ტკივილი დეჰიდრატაციასთან არის დაკავშირებული, ის დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ ნელ-ნელა გაქრება.

კოფეინი

კოფეინი ბუნებრივი მატონიზირებელი საშუალებაა. იგი ასტიმულირებს ტვინის ნერვულ უჯრედებს, აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ ძალებს, ამცირებს დაღლილობას.

ზოგადად, კოფეინი  არ არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მაგრამ იგი აჩქარებს თავის ტკივილის სამკურნალო პრეპარატების ათვისებას და ამცირებს ტკივილს. კოფეინი შედის თავის ტკივილის მრავალი კომბინირებული საშუალების შემადგენლობაში და შეიძლება ჩაითვალოს თავის ტკივილის გამაყუჩებელ დამხმარე საშუალებად.

ბავშვის თვალები - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
რა იწვევს ქვედა ქუთუთოების ჩამუქებას ბავშვებში და  როგორ ვებრძოლოთ მას

მიხაკი

მიხაკი არის სანელებელი, რომელიც თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ, თუ მას საკვების სახით მიიღებთ, ან საფეთქლებს მიხაკის ზეთით დაიზელთ. მიხაკი შეგიძლიათ მთლიანად, ფხვნილის ან ნაყენის სახით გამოიყენოთ. ის ანთებას არა მხოლოდ ამცირებს, არამედ ტკივილგამაყუჩებელ ნაერთს, ეუგენოლს შეიცავს. ეუგენოლს ბევრ ტკივილგამაყუჩებელ, ურეცეპტო მალამოში იპოვით.

ჭარხალი

ახალი ჭარხლის ნაჭრების შუბლზე და საფეთქლებზე დადება დამამშვიდებელ მოქმედებას ახდენს თავის ტვინის სისხლძარღვებზე და ხსნის ტკივილს. ჭარხალი თავის შემადგენლობის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და, ამავდროულად ხელმისაწვდომი ბოსტნეულია. ჭარხალი შეიცავს: ვიტამინებს - A, B1, B2, B5, B6, B9, C, PP; ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს - კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, იოდი და სხვ.

კარანტინი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
​უქმნის თუ არა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს პირბადის ტარება: რეკომენდაცია მშობლებს

ორეგანოს ყვავილი

თავის ტკივილს აყუჩებს გამომშრალი და დაფქული ორეგანოს ყვავილის და ფოთლების ყნოსვა. ზოგადად, ძველი ხალხების გადმოცემით, ორეგანო ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და მრავალი დაავადების სამკურნალო უებარი მცენარეა, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ნაღველმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდაც.

ცივი კომპრესი

ცივ კომპრესებს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ამცირებს ანთებას, ავიწროებს სისხლძარღვებს და ანელებს ნერვულ გამტარობას, რაც იწვევს ტკივილის შემცირებას. თავის ტკივილის დასამშვიდებლად მხოლოდ მისი გამოყენება საკმარისია, მაგრამ შეგიძლიათ სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებასთან ერთადაც გამოიყენოთ.

პირსახოცში გაახვიეთ ყინულის კუბიკები და 15-20 წუთის განმავლობაში პერიოდულად დაიდეთ მტკივან ადგილზე.

თავის ტკივილის წარმოშობის ასობით მიზეზი არსებობს. შესაძლოა ის შინაგანი ორგანოების პრობლემით, ან უბრალოდ გაუწყლოებით და სტრესით იყოს გამოწვეული. ჯობს პირველ რიგში ბუნებრივი, უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებლებით იმკურნალოთ, ხოლო თუ ტკივილი გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0