ინფარქტი თუ პანიკური შეტევა: იცოდეთ მსგავსება და განსხვავება

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
ირკვევა, რომ მიოკარდიუმის ინფარქტისა და პანიკური შეტევის წინმსწრები ნიშნები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ექიმები განმარტავენ, როგორ უნდა განვასხვავოთ ისინი.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. მოუსვენრობისა და შფოთვის შეგრძნება შესაძლოა მოახლოებული გულის შეტევის ნიშნები იყოს, იუწყება გამოცემა Express დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით.

გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
ინფარქტის სიმპტომი, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ: ექიმი გაფრთხილებთ

„ადამიანებს განგაშის მსგავსი ზოგადი შფოთვა ხშირად ერევათ პანიკურ შეტევაში მაშინ, როდესაც ეს შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის წინმსწრები ნიშანი იყოს“, — აცხადებენ სპეციალისტები.

ექიმების თქმით, პანიკური შეტევისა და ინფარქტის მსგავსი სიმპტომებია: პულსის გახშირება, ძლიერი გულისცემა, სისუსტე, თავბრუსხვევა. ადამიანი ამ დროს შეიძლება განიცდიდეს ციებ-ცხელებას, კანკალებდეს, ჰქონდეს გულისრევის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ან მუცლის არეებში.

გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ გონებას კარგავს და ვერ აკონტროლებს საკუთარ სხეულს, ან ეჩვენება, რომ იგუდება.

ბრიტანელი მედიკოსების თქმით, აუცილებელია, რომ ასეთი ნიშნების პირველი გამოვლინებისთანავე დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. ექიმების მოსვლამდე კი მდგომარეობა შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ ასპირინით და შეეცადოთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

ტკივილის შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!

მანამდე MedicalXpress წერდა, როგორ უნდა განვასხვავოთ მოახლოებული ინფარქტისა და პანიკური შეტევების ნიშნები ერთმანეთისგან.

ირკვევა, რომ პანიკური შეტევა 5-დან 20 წუთამდე გრძელდება (იშვიათად — ერთი საათი) და შემდეგ თავისთავად ქრება, ხოლო გულის შეტევის სიმპტომები სამედიცინო დახმარების მიღებამდე არ ლაგდება.

გარდა ამისა, ინფარქტის შემთხვევაში პაციენტი გამაფრთხილებელ ნიშნებს შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე გრძნობს, და ამასთან შეტევა უშუალოდ ფიზიკური აქტივობის დროს იწყება. რაც შეეხება პანიკურ შეტევას, ის ფიზიკური აქტივობისგან დამოუკიდებლად ვითარდება.

ყველა ახალი ამბავი
0