როგორ დავაჩქაროთ თმების ზრდა: ეს იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

CC BY 2.0 / tommerton2010 / beautiful facesგრძელთმიანი ქალი
გრძელთმიანი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
თუ გსურთ თმის სწრაფად ზრდას ხელი შეუწყოთ, შეიძინეთ აბრეშუმის ბალიშის პირები, ასეთია თმის მოვლის საშუალებების სახელგანთქმული ბრენდის სპეციალსტების ერთ-ერთი რეკომენდაცია

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თმის სწრაფი ზრდა დამოკიდებულია გენეტიკაზე, თუმცა ამ პროცესისთვის ხელის შეწყობა და დაჩქარება იმაზე იოლია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, აცხადებენ თმის მოვლის სახელგანთქმული ბრენდის, Joico–ს წაყვანი სტილისტ–ტექნოლოგები.

როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გადაივლეთ თმებზე ძმარი და არა ბალზამ-კონდიციონერები: ექიმ-ტრიქოლოგის რჩევა

როგორც  სპეციალისტები წერენ, თმის სწრაფად გაზრდასთან დაკავშირებით არაერთი მითი არსებობს, რომელთაგან ერთ–ერთი თმების ხშირად ან იშვიათად დაბანას უკავშირდება: ზოგს მიაჩნია, რომ, რაც უფრო იშვიათად იბან თავს, მით უფრო სწრაფად იზრდება იგი, ვინაიდან ხშირი დაბანა თმების ბოლქვებს აზიანებს. კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება ისაა, რომ თავსაბურავის ტარება თმების ფოლიკულების რაოდენობას ამცირებს.

რეალურად კი ეს ყველაფერი მოგონილია და სიმართლეს არ შეესაბამება. იმისათვის, რომ თმების ზრდა დაჩქარდეს საჭიროა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.

„თმები 85–90%-ით კერატინისგან შედგება. კერატინი — ეს არის ცილა, რომელიც თმის ღერში გრძელ, მკვრივად ჩახვეულ ძაფებს წარმოქმნის. თუ გინდათ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს, შეიტანეთ კვების რაციონში მეტი რაოდენობით ცილოვანი საკვები“, — ასეთია Joico–ს სპეციალისტების პირველი რჩევა.

ამასთან თმებს აუცილებლად ესაჭიროება В–ჯგუფის ვიტამინები, ასევე კალციუმი, მაგნიუმი, თუთია და სპილენძი. სხვათა შორის, მათი უმეტესობა შედის შავი შოკოლადის შემადგენლობაში, ამიტომ შეგიძლიათ ისიც შეიტანოთ მენიუში.

თმის ღებვა სილამაზის სალონში  - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
თუ შეღებილი თმის ფერი არ მოგწონთ: „ჩამორეცხვის“ ხერხები

გარდა ამისა, თმების სწრაფად ზრდას ხელს უწყობს კერატინიანი შამპუნის რეგულარული გამოყენება, რაც ასევე გააჯანსაღებს დაზიანებულ ღერებს.

ზრდის კიდევ ერთი ხელშემწყობია ბოლოების რეგულარული შეჭრა. თუ გრძელ და ჯანსაღ თმებზე ოცნებობთ, დაახლოებით 3–5 თვეში ერთხელ 5–10 მმ–ით უნდა დაიმოკლოთ თმა.  

საამისოდ ასევე ძალიან კარგია თავის მასაჟის გაკეთება ყოველი დაბანისას. თითების წვერებით მსუბუქი მოძრაობები ზრდის სისხლის ნაკადის მიდინებას ფოლიკულებში და ხელს უწყობს თმის ზრდას.

  • ყველაზე უცნაურად გამოიყურება სტილისტების რჩევა, რომ, თუ თმის სწრაფად გაზრდა გვსურს, ბალიშს აბრეშუმის პირი უნდა გადავაკრათ. ირკვევა, რომ ბამბისგან დამზადებული ბალიშის პირი „ხორკლიანია“, რაც გარკვეულწლად აზიანებს თმას.

დაბოლოს, Joico–ს სპეციალისტები გვირჩევენ, არასდროს გამოვიყენოთ იაფფასიანი სტაილინგური საშუალებები (გელები, სპრეები, მუსები და სხვა). საქმე ისაა, რომ იაფი საშუალებები შეიცავს აკრილატებს, რომლებიც სწრაფად გროვდება თავის კანზე, ფენებად ედება ფოლიკულებს და ხელს უშლის მათ ჟანგბადით მომარაგებას. ეს კი ძალიან მავნებელია თმისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0