რატომაა ოსპის სუპი ყველაზე სასარგებლო: ნუტრიციოლოგი განმარტავს

© photo : Pixabay / mygraphxოსპის სუპი
ოსპის სუპი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
ნუტრიციოლოგი განმარტავს, რატომაა ამ პროდუქტისგან მომზადებული სუპი ყველაზე მეტად სასარგებლო ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ყველაზე სასარგებლო წვნიანებში პირველ ადგილზე ოსპის სუპია, ვინაიდან ის მდიდარია ცილებით, აცხადებს ნუტრიციოლოგი ოლგა დეკერი.

„მართალია, ეს მცენარეული ცილებია, სულ 12 ამინომჟავით, მაგრამ სუპი ცხოველური ცილების წყაროს — ხორცის დამატებითაც შეგვიძლია მოვამზადოთ“, — განმარტა დეკერმა.
ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
მეტს სარგებელი არ მოაქვს: დადგინდა ხილ-ბოსტნეულის ყოველდღიური ეფექტური ულუფა

სპეციალისტის თქმით, ოსპის წვნიანის ცხოველური ცილებით გასამდიდრებლად შებოლილი ხორცის გამოყენებაც შეიძლება, თუ ის ნატურალურია და დამატებების გარეშეა დამზადებული.

ნუტრიციოლოგის თქმით, ოსპის წვნიანი მდიდარია უჯრედისით და ნებისმიერი ადამიანისთვისაა სასარგებლო, ვინაიდან კარგად აძლიერებს იმუნიტეტს.

სასარგებლო წვნიანების რეიტინგში მეორე ადგილზე ექსპერტმა ხორცის ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის სუპი განათავსა.

  • „ასეთ კერძში მე დავამატებდი მწვანე ლობიოს, ყაბაყს, ნიახურს (ან ნიახურის ძირებს)“, — ამბობს ექიმი.

გარდა ხორცისა, მათ, ვისაც აღნაგობის შენარჩუნება სურთ, შეუძლიათ ხორცის ნაცვლად სუპში თევზი გამოიყენონ — მათ შორის, საკუთარ წვენში კონსერვირებულიც კი.

ყველა ახალი ამბავი
0