რატომ უნდა მიირთვათ შოკოლადი კვირაში ერთხელ მაინც: ამერიკელი მეცნიერების განმარტება

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიშოკოლადის კანფეტები
შოკოლადის კანფეტები - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
დადგენილია, რომ ეს ტკბილეული ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლის ნაკადის ზრდასა და ჟანგბადით გაჯერებას, რითიც ნეიროდეგენერაციული დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარება.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. შოკოლადს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ბეილორის სამედიცინო სკოლის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში European Journal of Preventive Cardiology.

წნევის გაზომვა  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2020
მიირთვით ყოველდღე: დასახელდა ნუგბარი, რომელიც ჰიპერტონიისგან დაგიცავთ

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა 300 ათასი პაციენტის მონაცემები გააანალიზეს და შოკოლადის მიღებასა და კორონარულ დაავადებებს შორის კავშირი დაადგინეს.

გაირკვა, რომ მათ, ვინც შოკოლადს კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს, გულის იშემიური დაავადებების რისკი 8%-ით ნაკლები აქვთ სხვებთან შედარებით.

მკვლევარები შოკოლადის სასარგებლო თვისებებს მასში შემავალი ნივთიერებებით — სტეარნის მჟავით, ფლავონოიდებითა და პოლიფენოლებით ხსნიან. ეს არის ელემენტები, რომლებიც ამაგრებს გულს და ხელს უწყობს ორგანიზმში „კარგი“ ქოლესტერინის დონის ზრდას.

ამასთან მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ შოკოლადი მცირე ოდენობებით უნდა მიირთვათ, რათა მისმა ჭარბმა მოხმარებამ გაცხიმოვნება და მეორე ტიპის დიაბეტი არ გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0