მიაქციეთ ყურადღება: როგორია მეორე ტიპის დიაბეტის პირველი ნიშნები

© Pixabay / stevepbდიაბეტი
დიაბეტი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
თუ ჩამოთვლილ ნიშნებს დროულად მიაქცევთ ყურადღებას, ამით თავიდან აიცილებთ სერიოზულ გართულებებს, რომლებსაც ეს დაავადება იწვევს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. არსებობს ადრეული ნიშნები, რომლებიც მეორე ტიპის დიაბეტის ამოცნობაშიც დაგეხმარებათ და ინსულტის რისკის, გულის, თირკმლებისა და თვალების დაავადებების მინიმუმამდე დაყვანაშიც, აცხადებს ექიმი–ენდოკრინოლოგი მარია პრელიპსინი.

ექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
ექიმები გვაფრთხილებენ: თუ მოულოდნელად სმენა გაგიუარესდათ, აიღეთ სისხლის ანალიზი

გამოცემა Medical News Today-ში სპეციალისტმა ყველაზე „მეტყველი“ რამდენიმე ნიშანი აღწერა. ესენია:

ხშირი შარდვა — როდესაც სისხლში შაქრის დონე მაღალია, თირკმელები ცდილობს, გამოდევნოს ზედმეტი შაქარი. სწორედ ამიტომ ხშირდება შარდვის სურვილი, განსაკუთრებით ღამით.

ძლიერი წყურვილი — ხშირი შარდვის შედეგად ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რაც დროთა განმავლობაში გაუწყლოებას იწვევს. ამიტომაც ჩნდება იმაზე ძლიერი წყურვილის შეგრძნება, ვიდრე ეს მანამდე იყო.

გამუდმებული შიმშილი, ძლიერი დაღლილობა, მუქი ლაქები კისერზე, იღლიებსა და საზარდულზე — ეს ყველაფერი ასევე შეიძლება მიანიშნებდეს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებაზე.

ბუნდოვანი მხედველობა — სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს თვალის უმცირეს სისხლძარღვებს, რაც იწვევს კიდეც მხედველობის გაბუნდოვნებას.

ტესტი სისხლში შაქრის შემცველობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
მეორე ტიპის დიაბეტის დამარცხება თავადაც შეგიძლიათ: ექიმები მარტივ გზას ასახელებენ

ჭრილობების ნელი შეხორცება — შაქრის მაღალი დონე აზიანებს ნერვებსა და სისხლძარღვებს, რის გამოც უარესდება სისხლის მიმოქცევა. შედეგად, ჭრილობისა თუ ნაკაწრის შეხორცებას უფრო მეტი დრო სჭირდება — შესაძლოა ორი კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდიც კი.

სპეციალისტის თქმით, მეორე ტიპის დიაბეტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც კიდევ მეტად ზრდის დაავადების განვითარების რისკებს. ესენია:

  • 45 წელზე მეტი ასაკი;
  • ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი;
  • ზედმეტი წონა ან გაცხიმოვნება;
  • არაჯანსაღი კვება;
  • დიაბეტის ოჯახური ისტორია (ანუ ახლო ნათესავებში დიაბეტით დაავადებულის ყოლა);
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და სხვ.

მარია პრელიპსინის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიაბეტის სიმპტომებს შენიშნავს საკუთარ თავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. მეორე ტიპის დიაბეტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას და თავიდან აარიდებს სერიოზულ გართულებებს.

ყველა ახალი ამბავი
0