ეს ყველაფერი კარგია და ეფექტური, მაგრამ, როგორც მთელი რიგი კვლევები აჩვენებს, ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად ყოველდღიურად ფეხით სიარული მეტად თუ არა, ნაკლებად ეფექტური ნამდვილად არ არის.
ქვემოთ გთავაზობთ სეირნობის წესებს, რომლებიც ფიზიკური ვარჯიშებისა თუ დიეტების კომპლექსს შეგიცვლით.
გავლილი მანძილი, სიარულის სიჩქარე და თქვენი წონა — ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც სიარულისას კალორიების წვაზე ახდენს გავლენას.
იმისათვის, რომ შედეგი მიიღოთ, კარგი იქნება, თუ რეგულარულად ივლით და ნაბიჯების მზომით აღიჭურვებით, რომელიც მარტივად შეგიძლიათ გადმოწეროთ სმარტფონზე.
ეს მიახლოებითი გამოთვლები დაგეხმარებათ, შეადგინოთ დატვირთვის საკუთარი გეგმა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული ორგანიზმის თავისებურებებზე, ცხოვრების პირობებზე, კვებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მაშ ასე, უნდა იცოდეთ, რომ:
ფეხით მეტი სიარულისთვის:
გაითვალისწინეთ:
ადამიანებს სხვადასხვა ზომის ნაბიჯები აქვთ — ისინი 40-დან 100 სმ-მდე მერყეობს. იმისათვის, რომ საკუთარი ნაბიჯის სიგრძე დაადგინოთ, გაიარეთ დაახლოებით 20 მეტრი საშუალო სიჩქარით და დაითვალეთ ნაბიჯები. ამის შემდეგ გადაიყვანეთ გავლილი მანძილი სანტიმეტრებში და გაყავით ნაბიჯების რაოდენობაზე. მიღებული პასუხი არის კიდეც თქვენი ნაბიჯის სიგრძე.
წუთში 70 ნაბიჯი — ჯანმრთელ ადამიანებზე ასეთი სიჩქარე პრაქტიკულად არ ახდენს ეფექტს. ის რეკომენდებულია სტენოკარდიით დაავადებულებისთვის ან მათთვის, ვისაც ინფარქტი აქვს გადატანილი;
წუთში 71−90 ნაბიჯი, ანუ საათში 3−4 კმ — ასეთი სისწრაფე რეკომედებულია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მქონეებისთვის;
წუთში 91−110 ნაბიჯი, ანუ საათში 4−5 კმ — ასეთი „სეირნობა“ საგრძნობი დატვირთვაა ორგანიზმისთვის და რეკომენდებულია ყველა ჯანმრთელი ადამიანისთვის;
წუთში 111−130 ნაბიჯი — არაჩვეულებრივი ვარჯიშია, მაგრამ ასეთი სიჩქარის გაძლება დიდი ხნის განმავლობაში ჯანმრთელ ადამიანებსაც კი უჭირთ.
დაიწყეთ სიარული მცირე დატვირთვით და თანდათან მოუმატეთ სიჩქარესაც და სეირნობის ხანგრძლივობასაც. თავდაპირველად ჯობს დატვირთვა მანძილის, უკვე მერე კი სიჩქარის ხარჯზეც გაზარდოთ. დატვირთვა უნდა იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური.
უნდა იაროთ რეგულარულად. კვირაში ერთი დღე სიარული არანაირი ეფექტის მომტანი არ არის. თუ ყოველდღე ვერა, კვირაში 2-3 დღე მაინც იარეთ ფეხით, დღის ნებისმიერ დროს, ოღონდ ჭამიდან 1–1,5 საათის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ სიარულის დროს მხრები გამართული, ხოლო მუცელი დაჭიმული უნდა გქონდეთ.
ზოგი კი საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.
საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.
ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის "ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.
ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე ოცი წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.
ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.
ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.
მართალია, შეფუთვაზე მცირე ინფორმაცია კია დატანილი, მაგრამ რას ნიშნავს ლათინური მარკირება BB, CC, DD და PP ბევრმა არ იცის.
გთავაზობთ აღნიშნული მარკირებების განმარტებას:
BB-კრემი: იშიფრება როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“.
BB-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
გახსოვდეთ: მიუხედავად ყველა ამ ღირსებისა, BB-კრემი ვერ შეგიცვლით ძირითად მოსავლელ საშუალებას და ამიტომაც არ გირჩევთ სახის კანის მოვლის სხვა საშუალებებზე უარის თქმას.
СС-კრემი: პრინციპულად განსხვავდება ВВ-კრემისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ტონალური საშუალებების გაუმჯობესებული ვერსიაა, ხოლო პირველი — მატონიზირებელი ეფექტის მქონე კორექტორი.
СС იშიფრება როგორც сolor сontrol, ანუ „ფერის კონტროლი“ და მისი ამოცანა უშუალოდ ფერის კორექციაა.
СС-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
გახსოვდეთ: CC-კრემი არ უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს.
DD-კრემი: იშიფრება როგორც daily defence, ანუ „ყოველდღიური დაცვა“. ამ საშუალებების მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას სახის კანი გარემოს ისეთი დამანგრეველი ზემოქმედებისგან, როგორებიცაა სმოგი, გამონაბოლქვი გაზები, მზის რადიაცია და ტოქსიკური ნივთიერებები.
DD-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
EE-კრემი: იშიფრება როგორც extra еxfoliation, ანუ „ექსტრა აქერცვლა“.
EE-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
გახსოვდეთ: EE-კრემის ხშირად გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაზი და მგრძნობიარე კანი აქვს.
PP-კრემი: იშიფრება როგორც Pink рerfect, ანუ „ვარდისფერი სრულყოფილება“. გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ ბაზად. მასში შემავალი სილიკონის ნაწილაკები ავსებს და ათანაბრებს სახის კანს, ანიჭებს სიგლუვეს ნაოჭებსა და ნაიარევებს, ავიწროებს ფორებს. რა ფერისაც უნდა იყოს კრემი, კანზე ის გამჭვირვალედ და შეუმჩნევლად „ჯდება“.
PP-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.
აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.
აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.