ბავშვის თვალები

რა იწვევს ქვედა ქუთუთოების ჩამუქებას ბავშვებში და  როგორ ვებრძოლოთ მას

296
(განახლებულია 15:27 17.02.2021)
ბავშვებში ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები ხშირად გენეტიკური განწყობითაა გამოწვეული - ამიტომ, სანამ პანიკას ატეხთ და ექიმთან გაიქცევით, ჯერ სარკეში საკუთარი ქუთუთოები შეამოწმეთ.

შავი წრეების მეორე მიზეზი ბავშვის თხელი კანი და მისი სისხლძარღვებთან  სიახლოვეა. ვერც ამ მოვლენას უშველით, თქვენი პატარა ასეთია და მორჩა.

თუმცა არა ერთი პათოლოგია არსებობს, რაც თვალის ქვემოთ სიშავეს იწვევს. რა არის სიშავის უხშირესი მიზეზები და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ამის შესახებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- ბავშვებში ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები ხშირად გენეტიკურია. თუმცა მნიშვნელოვანია პათოლოგიებზე გავამახვილოთ ყურადღება და თვალების ქვემოთ სიშავის უხშირესი მიზეზები განვიხილოთ.

თუ თქვენი პატარა დღის დიდ ნაწილს ეკრანთან ატარებს, თვალების ირგვლივ მუქი წრეების მიზეზს სხვაგან ძებნას ნუ დაუწყებთ. ამასთან, თუ ბავშვი სისტემატურად იძინებს გვიან, დღის მანძილზე თვალების ირგვლივ მუქი წრეები და დაღლილი სახე აუცილებელად მიიქცევს ყურადღებას. მოუწესრიგებელი, არაბალანსირებული კვება, საკვებში ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, ასევე შესაძლოა გახდეს თვალების ირგვლივ შავი წრეების მიზეზი.

არ გამოგრჩეთ ტრავმები - ბავშვები ხანდახან ტრავმას არ ამხელენ. თვალებს ქვემოთ საეჭვო სიწითლე ან სილურჯე შესაძლოა ტრავმაზე მიგვითითებდეს. თვალების ირგვლივ მუქი წრეები შესალებელია რკინადეფიციტური  ანემიით იყოს გამოწვეული. ამ დროს ბავშვს დაღლილი სახე, მკრთალი კანი და ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები აქვს. ასეთივე ცვლილებების გამოწვევა გულს-სიხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი და შეძენილ დაავადებებს  შეუძლია.

ორგანიზმის ნებისმიერმა მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ქვედა ქუთუთოების ჩამუქება. ეს შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებება, ან სულაც ვირუსების ან ბაქტერიების შხამები. ალბათ შენიშნავდით, ნებისმიერი ინფექციური ავადმყოფობის დროს, პატარას სახე დაღლილი, ფერდაკარგული აქვს, თვალებს ირგვლივ კი მუქი წრეები ვლინდება.

თუ პატარას ჭიები ჰყავს, მათი ცხოველქმედების პროდუქტების ტოქსიკურობის გამო ბავშვს სხვა მოვლენებთან ერთად თვალების უპეების სიშავეც უჩნდება. ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობისას შესაძლებელია თავბრუსხვევასთან, გულისცემის პერიოდულ აჩქარებასთან, ოფლიანობასთან და ძილის დარღვევებთან ერთად თვალების ჩამუქებაც შენიშნოთ.

თვალების ირგვლივ შეშუპება და მუქი წრეები შესაძლოა   საშარდე გზების დაავადებაზე მიუთითებდეს, ხოლო შეშუპება და სიწითლე ალერგიულ დაავადებებს ახასიათებს.

ქვედა ქუთუთოების ჩამუქება შესაძლოა ადენოიდების გადიდების, ქრონიკული ტონზილიტის ან სინუსიტების დროს (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) შენიშნოთ.

ნებისმიერი მწვავე დაავადება, სასუნთქი გზების სულ უბრალო ინფექციაც კი, განსაკუთრებით, თუ მას ცხელებაც ახლავს, შესალებელია თვალების ჩამუქების მიზეზი გახდეს. ეს მდგომარეობა გამოჯანმრთელებიდან სულ რამდენიმე დღეში გაივლის.

თვალის უპეების მკვეთრი გამუქება და თვალების ჩავარდნა შესაძლოა ნაწლავთა აშლილობით იყოს გამოწვეული, ღებინების ან დიარეის დროს, როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყალი და ელექტროლიტები იკარგება,  გაუწყლოება ვითარდება, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება ქუთუთოების ჩამუქება და თვალების ჩავარდნაა.

ახლა კი, როცა მიზეზები იცით, ებრძოლეთ მუქ წრეებს თვალების გარშემო.

პირველ რიგში მოაწესრიგეთ ბავშვის ძილი. ძილის წინ გაანიავეთ მისი საძინებელი ოთახი. ბავშვის საძინებელში არ უნდა იყოს კომპიუტერი და ტელევიზორი. დაეხმარეთ დროის სწორად განაწილებაში. შემცირეთ საეკრანო დრო. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე, იქ, სადაც ბევრი ჟანგბადია - ქალაქგარეთ ან რეკარეაციულ ზონებში.

შეარჩიეთ ბავშვთან ერთად სპორტის ისეთი სახეობა, რომელიც მას განსაკუთრებულად მოსწონს. მაქსიმალურად შეეცადეთ, ბავშვის საკვებ რაციონში შეზღუდოთ სწრაფი კვების პროდუქტები, გაზიანი ტკბილი და ენერგეტიკული სასმელებები.

უპირატესობა ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, ბურღულეულს, ხორცეულს, რძის პროდუქტებს მიანიჭეთ, რომელთა განაწილება საკვებ რაციონში ბალანსირებულად უნდა მოხდეს.

თუ თვალებს ქვემოთ შეშუპება ან სიმუქე ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს ქრონიკული დაავადებების, ინფექციების, ჭიით ინვაზიის, ანემიის გამოსარიცხად.

და ბოლოს, თუ თავად გაიღვიძეთ დილას ჩამუქებული თვალებით ან თქვენს მოზარდ გოგონას მნიშვნელოვანი დღის წინ ძალიან აწუხებს ეს ცვლილება სახეზე, ყინულის კუბები დაიხმარეთ. მათი 5-10 წუთის მანძილზე დადება თვალებს ქვემოთ მნიშვნელოვნად ახალისებს კანს და ამცირებს მუქ წრეებს. ასეთივე თვისება უმი კარტოფილის ან კიტრის ნაჭრებსაც აქვთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

296
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (85)
ჩვილი ბავშვი საფენში

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

151
(განახლებულია 21:34 26.02.2021)
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შეეცვალა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“

ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:

„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს.

დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.

ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.

  • პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.

დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.

  • მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადაც ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ტენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.

ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი“.

151
თემები:
ექიმი გირჩევთ
მზის ჩასვლა

მოემზადეთ უმაღლესი დონის მაგნიტური ქარიშხლებისთვის: მარტის სახიფათო დღეები

415
(განახლებულია 17:54 26.02.2021)
გაზაფხულის პირველი თვე ძალიან დატვირთულია ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებით, რის გამოც აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მაგნიტური ქარიშხლების კალენდრის თანახმად, მარტი ამ კუთხით მეტად რთული თვეა.

მომდევნო თვეში დედამიწას ერთბაშად ექვსი გეომაგნიტური შეტევა დაატყდება თავს.

მარტის გეომაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:

1–3 მარტი — მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5-ბალიანი შეტევა, რაც უკვე რამდენიმე თვეა არ მომხდარა. ამიტომ მის გავლენას ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანებიც კი იგრძნობენ.

ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვევს შაკიკს, ტაქიკარდიას, ქოშინს, გამწვავდება ქრონიკული დაავადებები, გასაკუთრებით, გულთან, თირკმელებთან და ტვინთან დაკავშირებული პრობლემები.

6 მარტი — მოსალოდნელია 4-ბალიანი მაგნიტური რყევები, რაც გამოიწვევს: თავის ტკივილებს, წნევის ცვალებადობას, აღგზნებადობას.

12–13 მარტი — ეს საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი იქნება, თუმცა მეტეოდამოკიდებული ადამიანები მაინც იგრძნობენ მის ზემოქმედებას ძილის პრობლემების, სისუსტისა და აპათიის სახით.

15 მარტი — ეს კიდევ ერთი საშუალო ძალის მაგნიტური ქარიშხალი იქნება. ადამიანები იგრძნობენ: ძილის დარღვევებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, თავის ტკივილებს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

18-21 მარტი — მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი. NASA-ს მონაცემებით, ის პიკს 19 მარტს მიაღწევს, რა დროსაც პლანეტარული ინდექსი 20-მდე აიწევს. შედარებისათვის: ჩვეულებრივ დღეებში ინდექსის ნიშნული 5-ია.  

ამასთან 1–3 მარტის ხუთბალიანი ქარიშხლისგან ის იმით განსხვავდება, რომ თვის დასაწყისში პლანეტარული ინდექსი „მხოლოდ“ 15–18 იქნება.

შესაბამისად, მის გავლენას იგრძნობენ ისეთებიც კი, ვინც მეტეოდამოკიდებული არ არის. ამ დღეებში განსაკუთრებით საგრძნობი იქნება არტერიული წნევის ცვალებადობა, გულისა და თავის ტკივილები, ძლიერი სისუსტე (ერთგვარი „დაბზარულობა“).  

28–29 მარტი — ეს თვის ფინალური მაგნიტური ქარიშხალია და ის საშუალო სიმძლავრისა იქნება. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
415
თემები:
სასარგებლო რჩევები
ნანა ჩაჩუა

ნანა ჩაჩუა: თუკი წარსულს გამოცდილებად არ იტოვებ, მაშინ ის უბრალო თარიღებია

0
(განახლებულია 09:51 28.02.2021)
ნანა ჩაჩუა საუბრობს წარსულზე, ცხოვრებისგან მიღებულ გამოცდილებაზე, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ნანა ჩაჩუა: თუკი წარსულს გამოცდილებად არ იტოვებ, მაშინ ის უბრალო თარიღებია
„ეკლესიასტეში წერია: „ნურავინ იტყვის აწმყო წარსულს რად სჯობიაო, რადგან ამ სიტყვას სიბრძნე არ ახლავს“. მე ბევრჯერ მიფიქრია ამ ფრაზაზე. რატომ უნდა ვიფიქრო ამ ასაკის ადამიანმა, რომ ჩემი აწმყო ჯობია იმ წარსულს, როცა მე ოცის, ოცდაათის ან თუნდაც ორმოცი წლის რომ ვიყავი?! იმიტომ, რომ ჩემს ასაკში ოციცაა, ოცდააათიც, ორმოციც ანუ იმ წლებისგან დაგროვილი გამოცდილებაა“- ამბობს ნანა ჩაჩუა.

ნანა ჩაჩუა: „ჩემს ასაკს აქვს ყველა ის გამოცდილება, თუკი გამოცდილებად მაქვს დატოვებული, რაც აქამდე მქონდა, ყველა ის გამოცდილება ჩემს ასაკში თავსდება. თუმცა აქ ერთი რამაა საგულისხმო, რომ ინდივიდის დონეზე წარსული გამოცდილებად რჩება. თუკი არ რჩება გამოცდილება, მაშინ გამოდის, რომ შენ წარსულში არ გიცხოვრია.“

0