ჩაი

ვის ეკრძალება ჩაის სმა: ექიმი რისკ-ჯგუფებს ასახელებს

179
(განახლებულია 20:19 17.02.2021)
ექიმის თქმით, ჩაი უარყოფითად მოქმედებს გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებზე, რის გამოც მისი სმა მათთვის რეკომენდებული არ არის.

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. ადამიანების გარკვეულმა კატეგორიამ ჩაის სმა უნდა შეზღუდოს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიხაილ გინზბურგი.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება კუჭის პრობლემების მქონეებს და ჰიპერტონიკებს.

„მათთვის, ვისაც კუჭი აწუხებს, ჩაის სმა არასასურველია, ვინაიდან ამით კუჭის წვენის სეკრეცია იმატებს და დაავადება შეიძლება გამწვავდეს“, — ამბობს ექიმი.

მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზმი ნეგატიურად რეაგირებს შავ ჩაიზე, მწვანეს კი, პირიქით, კარგად ითვისებს. ეს იმის გამო ხდება, რომ შავ ჩაის გამოკვეთილი მატონიზირებელი მოქმედება ახასიათებს, მწვანეს კი — ანთების საწინააღმდეგო.

კომბოსტო: ვისთვის არის სასარგებლო და ვის ეკრძალება მისი ჭამა>>

მიუხედავად ამისა, გინზბურგის თქმით, როდესაც კუჭში ანთებითი პროცესები მკაფიოდაა გამოხატული, ნეგატიური შედეგების გამოწვევა ორივენაირ ჩაის შეუძლია.

გარდა ამისა, ჩაი შეიძლება გახდეს წნევის მატების მიზეზიც ჰიპერტონიკებში. ამიტომ ექიმი მაღალი წნევის მქონეებს ურჩევს, დააკვირდნენ საკუთარ შეგრძნებებს და ისე შეიტანონ ჩაი რაციონში — განაგრძონ სმა, ან უარი თქვან მასზე.

 

179
თემები:
ექიმი გირჩევთ (69)
ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული

მეტს სარგებელი არ მოაქვს: დადგინდა ხილ-ბოსტნეულის ყოველდღიური ეფექტური ულუფა

43
(განახლებულია 16:06 01.03.2021)
მასშტაბურმა ანალიზმა, რა დროსაც 2 000 000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ ამაზე მეტი დოზა არანაირ დამატებით სარგებელს არ იძლევა ჯანმრთელობისთვის

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ადამიანმა დღეში ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული უნდა მიირთვას, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომლეთა კვლევაც ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია Circulation–ის ჟურნალშია გამოქვეყნებული.

როგორც ირკვევა, კვლევის ავტორებმა 1984–2014 წლებში ჩატარებული ორი კოჰორტული კვლევის მონაცემები გაანალიზეს, რომლებშიც 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მათ ასევე შეისწავლეს 29 ქვეყნიდან მიღებული მონაცემები ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებისა და ასევე სიკვდილიანობის შესახებ. საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.

ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ხილ–ბოსტნეულის ხუთი ულუფის (ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული) მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობის რისკს. ამასთან გაირკვა ისიც, რომ ამ დოზის გაზრდას არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოჰქონდა.

„ეს კომბინაცია დიდ სარგებელს იძლევა სერიოზული ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ჰარვადრის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი დონ ვანა.

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა ხილი და ბოსტნეული თანაბრად სასარგებლო არ არის. მაგალითად, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორებიცაა კარტოფილი, ბარდა და სიმინდი, ასევე ხილის წვენები არ ამცირებს ქრონიკული დაავადებებითა თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობის რისკს. ამ მხრივ ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს: ისპანახს, სალათსა და კომბოსტოს, და ასევე ბეტა–კაროტინებისა და C ვიტამინის შემცველ სხვა ხილსა და ბოსტნეულს: ციტრუსებს, კენკროვნებსა და სტაფილოს.

43
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
შოკოლადის კანფეტები

რატომ უნდა მიირთვათ შოკოლადი კვირაში ერთხელ მაინც: ამერიკელი მეცნიერების განმარტება

103
(განახლებულია 17:08 01.03.2021)
დადგენილია, რომ ეს ტკბილეული ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლის ნაკადის ზრდასა და ჟანგბადით გაჯერებას, რითიც ნეიროდეგენერაციული დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარება.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. შოკოლადს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ბეილორის სამედიცინო სკოლის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში European Journal of Preventive Cardiology.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა 300 ათასი პაციენტის მონაცემები გააანალიზეს და შოკოლადის მიღებასა და კორონარულ დაავადებებს შორის კავშირი დაადგინეს.

გაირკვა, რომ მათ, ვინც შოკოლადს კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს, გულის იშემიური დაავადებების რისკი 8%-ით ნაკლები აქვთ სხვებთან შედარებით.

მკვლევარები შოკოლადის სასარგებლო თვისებებს მასში შემავალი ნივთიერებებით — სტეარნის მჟავით, ფლავონოიდებითა და პოლიფენოლებით ხსნიან. ეს არის ელემენტები, რომლებიც ამაგრებს გულს და ხელს უწყობს ორგანიზმში „კარგი“ ქოლესტერინის დონის ზრდას.

ამასთან მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ შოკოლადი მცირე ოდენობებით უნდა მიირთვათ, რათა მისმა ჭარბმა მოხმარებამ გაცხიმოვნება და მეორე ტიპის დიაბეტი არ გამოიწვიოს.

103
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ლევან გორგაძე

ტოჩინოშინი დაქვეითდა - ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე მე-7 მაეგაშირა იქნება

0
ტოჩინოშინისთვის მარტის სუპერტურნირი მის კარიერაში რიგით 90-ე ბაშო იქნება. ბაშო ტოკიოში გაიმართება და მას მაყურებელიც დაესწრება.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დაქვეითდა, ამას იაპონიის სუმოს ასოციაციის მარტის რეიტინგი ცხადყოფს.

ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი ბაშო უარყოფითი ბალანსით (4-11) დაასრულა, რაც განახლებულ რეიტინგზეც აისახა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა, ახლა კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა.

მარტის ბაშოზე იოკუძუნას სტატუსით ორი სუმოისტი, ჰაკუჰო და კაკურიო იასპარეზებენ. ოძეკის რანგში შოდაი, ასანოიამა და ტაკაკეიშო გამოვლენ, ხოლო ტერუნოფუჯი და ტაკანოშო სეკივაკეს რანგში იქნებიან.

ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდან გამოდის. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. რაც შეეხება მიღწევებს, ქართველ სუმოისტს იმპერატორის თასი ერთხელ აქვს მოგებული. ლევან გორგაძე კარიერის განმავლობაში შვიდჯერ იყო ოძეკის რანგში წარდგენილი. ქართველისთვის მარტის სუპერტურნირი 90-ე ბაშო იქნება.

მარტის (ჰარუ) ბაშო მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ტოკიოში 14-28 მარტს გაიმართება. ჩვეულებრივ ჰარუ ბაშოს იაპონიის ქალაქი ოსაკა მასპინძლობს ხოლმე.

0