მითები კვების შესახებ: საჭიროა თუ არა დეტოქსიკაცია?

© Pixabay / Bru-nOვიტამინები თეფშზე
ვიტამინები თეფშზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით დავამსხვრიოთ მითები დეტოქსიკაციის შესახებ და აგიხსნათ, არის თუ არა ის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის.

შაქარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
შაქრის საიდუმლოებები: რა სახელებით მალავენ შაქარს პროდუქტებში

ბოლო პერიოდში სიტყვა „დეტოქსიკაცია“ ძალიან პოპულარული გახდა. ის ასოცირდება ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებასთან, ზედმეტი წონის კლებასთან, სასიცოცხლო ძალების აღდგენასა და გაახალგაზრდავებასთან. მოკლედ, ბევრისთვის ის პანაცეაა.

დღევანდელი სამყარო სავსეა დეტოქს-დიეტებით, დეტოქს-პროგრამებით, დეტოქს-საკვებით, დეტოქს-სასმელებით, თქვენ წარმოიდგენით, დეტოქს-კრემებით, დეტოქს-შამპუნებით და .ა.შ.

გვჭირდება კი დეტოქსიკაცია?

ბევრს სჯერა, რომ ჩვენს ორგანიზმს მუდმივად სჭირდება „წმენდა“ ტოქსინების მოსაშორებლად. ეს ტოქსინები შეიძლება, ადამიანის მიერ შექმნილ შხამებსაც შეიცავდეს, მაგალითად, პესტიციდებს, კონსერვანტებს ან მძიმე მეტალებს. დეტოქს-დიეტა ჩვეულებისამებრ ნიშნავს მხოლოდ მცენარეული წვენების, ან სპეციალური დანამატების მიღებას რამდენიმე დღის განმავლობაში.

ჯანმრთელი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2021
დეტოქს პროდუქტები, რომელიც სადღესასწაულო სუფრის შემდეგ ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ

თუმცა, მეცნიერები დაჟინებით გვირჩევენ, რომ ორგანიზმს „ხელოვნური“ დეტოქსიკაცია არანაირად არ სჭირდება! ის მხოლოდ მითია, რადგან ჩვენი თირკმლები, ღვიძლი, ფილტვები და სხვა ორგანოები განუწყვეტლივ მუშაობენ სხეულიდან მავნე ნივთიერებების მოსაშორებლად და ნარჩენების გამოსაყოფად. მოკლედ, თუ თქვენს ორგანიზმს თავად არ შეუძლია დაგროვილი ტოქსინების გამოდევნა, ან უკვე მკვდარი ხართ, ან სერიოზული სამედიცინო ჩარევა გჭირდებათ. არ არსებობს არანაირი საშუალება, რომელიც ჯანმრთელ სხეულს დაეხმარება უკეთესად გააკეთოს ის, რასაც ისედაც კარგად აკეთებს.

დღესდღეობით ძალიან რთულია,  „დეტოქსიკაციის ინდუსტრიამ“ არ ჩაგვითრიოს, თუმცა, სანამ კარადიდან წვენსაწურს გამოიღებდეთ და შემოთავაზებული რეცეპტით დეტოქს-წვენს მოიმზადებდეთ, გაიხსნეთ, რომ ეს უბრალოდ თაღლითობაა და გათვლილია გარკვეული პროდუქციის კარგად „გასაღებაზე“.

სალა  - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2021
რა სიმპტომები ახასიათებს ალკოჰოლით ინტოქსიკაციას და როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს

დეტოქს-დიეტამ შეიძლება გაართულოს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. ისინი ყოველთვის უსაფრთხო არ არის - იყო შემთხვევები დეტოქს-წვენებისგან ღვიძლის უკმარისობის, ან თირკმლების დაზიანებისაც.

ამის ნაცვლად,  ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველდღიურად ნოყიერი საკვების მიღებას, რომელიც გაჯერებული იქნება საკმარისი რაოდენობის ცილებით, მწვანილებით, ვიტამინებით,  მინერალებით და ა.შ. ეს ყველაფერი სავსებით საკმარისია ჩვენი სხეულისა და იმუნური სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის.

ასე, რომ დაივიწყეთ დეტოქსიკაცია. სამედიცინო მიდგომით, ის სისულელეა. რეალური „დეტოქსიკაცია“ მოწევისგან თავის შეკავებას, ვარჯიშსა და ჯანსაღი საკვების მიღებას ნიშნავს. დანარჩენს ჩვენი ორგანიზმი თავად გააკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0