თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მუცლის შებერილობა შეიძლება ნაწლავის კიბოს მიმანიშნებელი სიმპტომი იყოს — ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანეთის ონკოლოგიური ასოციაციის მეცნიერები.
როგორც გამოცემა Express წერს, ჩვეულებრივ, მუცლის შებერილობის მიზეზი არის პროდუქტები, რომლებიც იწვევს გაზების გამომუშავების გაზრდას ან ასციტს — მუცელში სითხის დაგროვებას. ეს უკანასკნელი კი შეიძლება ონკოლოგიის განვითარებაზე მიუთითებდეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მუცლის შებერილობის უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს. კერძოდ, დაავადება გვხვდება გასტროპარეზის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, გლუტენური დაავადებისა და ყაბზობის დროს.
ენის სიწითლე შეიძლება საშიში დაავადების ნიშანი იყოს: სახელდება საფრთხეები>>
შებერილობის ზუსტი მიზეზის დასადგენად სპეციალისტები გვირჩევენ მივმართოთ ექიმს, რათა დადგინდეს შებერილობის ზუსტი მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობა.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შეეცვალა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“
ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:
„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.
დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.
ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.
ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.
დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.
ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი“.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მაგნიტური ქარიშხლების კალენდრის თანახმად, მარტი ამ კუთხით მეტად რთული თვეა.
მომდევნო თვეში დედამიწას ერთბაშად ექვსი გეომაგნიტური შეტევა დაატყდება თავს.
მარტის გეომაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:
1–3 მარტი — მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5-ბალიანი შეტევა, რაც უკვე რამდენიმე თვეა არ მომხდარა. ამიტომ მის გავლენას ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანებიც კი იგრძნობენ.
ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვევს შაკიკს, ტაქიკარდიას, ქოშინს, გამწვავდება ქრონიკული დაავადებები, გასაკუთრებით, გულთან, თირკმელებთან და ტვინთან დაკავშირებული პრობლემები.
6 მარტი — მოსალოდნელია 4-ბალიანი მაგნიტური რყევები, რაც გამოიწვევს: თავის ტკივილებს, წნევის ცვალებადობას, აღგზნებადობას.
12–13 მარტი — ეს საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი იქნება, თუმცა მეტეოდამოკიდებული ადამიანები მაინც იგრძნობენ მის ზემოქმედებას ძილის პრობლემების, სისუსტისა და აპათიის სახით.
15 მარტი — ეს კიდევ ერთი საშუალო ძალის მაგნიტური ქარიშხალი იქნება. ადამიანები იგრძნობენ: ძილის დარღვევებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, თავის ტკივილებს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.
18-21 მარტი — მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი. NASA-ს მონაცემებით, ის პიკს 19 მარტს მიაღწევს, რა დროსაც პლანეტარული ინდექსი 20-მდე აიწევს. შედარებისათვის: ჩვეულებრივ დღეებში ინდექსის ნიშნული 5-ია.
ამასთან 1–3 მარტის ხუთბალიანი ქარიშხლისგან ის იმით განსხვავდება, რომ თვის დასაწყისში პლანეტარული ინდექსი „მხოლოდ“ 15–18 იქნება.
შესაბამისად, მის გავლენას იგრძნობენ ისეთებიც კი, ვინც მეტეოდამოკიდებული არ არის. ამ დღეებში განსაკუთრებით საგრძნობი იქნება არტერიული წნევის ცვალებადობა, გულისა და თავის ტკივილები, ძლიერი სისუსტე (ერთგვარი „დაბზარულობა“).
28–29 მარტი — ეს თვის ფინალური მაგნიტური ქარიშხალია და ის საშუალო სიმძლავრისა იქნება. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. იმუნიტეტის ამაღლების ყველაზე არაეფექტური და ეფექტური მეთოდები - ამის შესახებ ექიმმა ევგენი კომაროვსკიმ თავის Instagram-ზე ისაუბრა.
მედიკოსის თქმით, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ყველაზე არაეფექტური მეთოდებია ბიოაქტიური საკვები დანამატების, ასევე ელეუთეროკოკის და ექინაცეის მიღება, ხახვის და ნივრის მირთმევა, ვირუსის საწინააღმდეგო ამულეტები, იმუნომოდულატორები და ჰომეოპათია.
კომაროვსკი განმარტავს, რომ იმუნიტეტის ამაღლების ყველაზე ეფექტური მეთოდებია - სრულფასოვანი ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვები, უარი მავნე ჩვევებზე (თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება), ვაქცინაცია, სრულფასოვანი კვება და დადებითი ემოციები.