თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვეთ ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომი, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში პულმონოლოგმა სერგეი პურიასევმა.
კერძოდ, მისი თქმით, ფილტვები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ აღდგეს, რაც იწვევს ქოშინსა და სუნთქვის გაძნელებას მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, ბევრი განკურნებული ცდილობს, ეს პრობლემა ინჰალატორების ან ჟანგბადის ბალონების მეშვეობით მოაგვაროს სახლის პირობებში, მაგრამ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. პულმონოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მეთოდია.
„ჟანგბადის ინჰალატორის დანიშვნის კრიტერიუმი, მით უმეტეს, ბალონისა, სატურაციის დაბალი მაჩვენებელი, ანუ ჟანგბადით სისხლის გაჯერების დაბალი დონეა. ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოთ გადაუდებელ შემთხვევებში, რათა საავადმყოფომდე მიასწროთ“, — განმარტა სპეციალისტმა.
პურიასევის თქმით, ქოშინის მოსახსნელად სასუნთქი აპარატიდან სუფთა ჟანგბადის სუნთქვა უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ორგანიზმს, ვიდრე სარგებელს.
„უნდა გაფრთხილდეთ. სუფთა ჟანგბადი, უხეშად რომ ვთქვათ, წვავს ფილტვებს, რადგან ის ძლიერი დამჟანგველია. ეს არის დროებითი საგანგებო მეთოდი და მისი მუდმივად გამოყენება დაუშვებელია“, — აღნიშნა სპეციალისტმა.
მისი თქმით, იმ პაციენტებს, რომლებსაც სტაციონარული მკურნალობა არა, მაგრამ პოსტკოვიდური სინდრომის მოსახსნელად სახლის პირობებში სუფთა ჟანგბადით სუნთქვა აუცილებლად ესაჭიროებათ, როგორც წესი, ექიმები სპეციალურ ჟანგბადის კონცენტრატორს აძლევენ დროებით სარგებლობისათვის. საქმე ისაა, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული მოწყობილობაა და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ–ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.
მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის ფავრცელებული სიმპტომია.
გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.
ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.
როგორც დერმატოლოგი ამბობს, სჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.
ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ ბავშვის დაწყნარება და დაძინება.
მათ დასახმარებლად პედიატრის რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც მეტად საჭირო და ეფექტურ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს.
თუმცა მანამდე იმ სავარაუდო მიზეზებს გაგაცნობთ, როს გამოც შესაძლოა არ იძინებდეს ბავშვი.
ესენია:
პედიატრის მეთოდი ორი ბოლო პუნქტის სწრაფად განეიტრალება-აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სცადეთ და დარწმუნდებით.
ბავშვის დაძინების ვიეტნამური მეთოდი pic.twitter.com/B2VPIAF2Xk
— dada (@dadababako1966) April 13, 2021
ამისათვის აიღეთ პირსახოცი, ზომით 120X60 სმ და დაახვიეთ რულონივით;
შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა მხარეზე და შემოახვიეთ რულონი ისე, რომ პირსახოცი ბავშვის ფეხებშუა გატარდეს და ორივე ბოლო კისრისა და თავქვეშ მოექცეს (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები);
ამის მერე უსვით ხელი ბავშვს ზურგზე, რათა თქვენი შეხება იგრძნოს... და ორიოდე წუთში პატარა ფშვინვას ამოუშვებს.
საქმე ისაა, რომ პირსახოცის „ბუდე“ დედის მკერდში ჩახუტების იმიტაციას ქმნის, სადაც პატარა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ „მოწყობილობაში“ ბავშვი სწრაფად იძინებს.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წამომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მათ მიერვე შეთავაზებული რეფორმების განსახილველად მიიწვია.
პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ შვიდი მოთხოვნა წამოაყენა და მათგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადაა საქართველოს პარლამენტში შევიდეს. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინალური გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრული ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.
„მათ შვიდი პუნქტიც, და შესაძლოა მეტიც აქვთ ასეთი. ეს არის „გირჩის“ დღის წესრიგი, „გირჩის“, როგორც პოლიტიკური პარტიის პროგრამა და ამ პროგრამით ისინი გამოვიდნენ არჩევნებში. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა ამას მხარი. ამიტომ, ერთადერთი შესაძლებლობა, „გირჩმა“ იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, არის პარლამენტში ყოფნა და პარლამენტში დისკუსია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
„გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.
„ვფიქრობ, უპირველესად, დასაფასებელია პოზიცია, რომელიც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მზად იყვნენ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რაც ვფიქრობ, იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღესდღეობით პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“. დანარჩენი პარტიები უარს აცხადებენ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.
იმ შემთხვევაში, თუ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ პარლამენტში შევა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, რომელთაგანაც 9 ოპოზიციონერი იქნება.