Пандемия коронавируса COVID 19 - реаниматологи во Франции

ექიმი კატეგორიულად გაფრთხილებთ: აუცილებლად გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება, თუ...

141
(განახლებულია 21:12 26.01.2021)
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც არტერიული წნევის მატება ლამის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული და ამიტომ სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც არტერიული წნევის მატების გამო პაციენტები სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, აცხადებს კარდიოლოგი სერგეი ივანოვი.

მისი თქმით, არსებობს პირობები, როდესაც ექიმის დახმარება წნევის პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაუდებლად აუცილებელია.

კარდილოგის განმარტებით, სასწრაფო უნდა გამოიძახოთ, თუ მედიკამენტების მიღებიდან საათ-ნახევრის გასვლის შემდეგაც კი წნევა კი არ მცირდება, არამედ, პირიქით, მისი გაზრდის ტენდენცია შეინიშნება.

„ამ სიტუაციაში საჭიროა სწრაფი ჩარევა და არტერიული წნევის შესამცირებლად უფრო აგრესიული თერაპია“, — აღნიშნავს ივანოვი.

გარდა ამისა, ექიმი მოგიწოდებთ, გამოიძახოთ სამედიცინო დახმარება, თუ გულის არეში ტკივილი მედიკამენტების მიღებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში არ გაქრება.

  • „ამ დროს ყოველთვის არის ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზე, ამიტომაც მოქმედებს „ოქროს ნახევარი საათის“ წესი“, — აღნიშნავს ის.

ექიმი გაფრთხილებთ, რომ ლოდინის ზედმეტი ოცდაათი წუთი მნიშვნელოვნად გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

 

141
თემები:
ექიმი გირჩევთ (70)
მსუქანი ადამიანები

როგორ მოვიშოროთ მუცლიდან ცხიმი: სპეციალისტები გირჩევენ

185
(განახლებულია 12:35 02.03.2021)
ჰარვარდელმა მეცნიერებმა დაადგინეს კომბინაცია, რომელიც მუცლის ცხიმების სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. არსებობს მუცელზე ზედმეტი ცხიმის მოშორების გზა, რომელიც არცთუ ისე რთულია, აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერები.

მათი თქმით, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა უარი თქვათ გაზირებულ ტკბილ წყლებზე.

მეცნიერებმა 2 500 ადამიანი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ასეთი სასმელი, გარდა იმისა, რომ ვისცერალური (მუცლის) ცხიმის დონეს 10%-ით ზრდის, ასევე ხელს უწყობს წონაში ზოგად მატებასაც.

სწავლულები მუცლის არეში გახდომის მსურველებს ასევე ურჩევენ ტკბილ ჩაიზე უარის თქმას, რაციონში უჯრედისით მდიდარი საკვებისა და მთელმარცვლოვანი პროდუქტების შეტანას.

ამასთან მუცლის ცხიმების მოშორებაში საუკეთესო დამხმარე არის ფიზიკური დატვირთვაც — ნებისმიერი თქვენთვის ხელსაყრელი ფორმა. ოღონდ რეგულარულად და სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში მაინც.

  • „თუ სწორ კვებასა და ფიზიკურ დატვირთვას ერთმანეთს შეუთავსებთ, შედეგები დიდხანს არ გალოდინებთ“, — აცხადებენ ჰარვარდელი მეცნიერები.

მანამდე ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზედმეტი წონის მოსაშორებლად არსებობს უმარტივესი გზა: თუ ვარჯიშის წინ ერთ ფინჯან ყავას დალევთ, ზედმეტი კილოგრამები ბევრად სწრაფად „დაიწვება“.

185
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ოსპის სუპი

რატომაა ოსპის სუპი ყველაზე სასარგებლო: ნუტრიციოლოგი განმარტავს

101
(განახლებულია 12:08 02.03.2021)
ნუტრიციოლოგი განმარტავს, რატომაა ამ პროდუქტისგან მომზადებული სუპი ყველაზე მეტად სასარგებლო ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ყველაზე სასარგებლო წვნიანებში პირველ ადგილზე ოსპის სუპია, ვინაიდან ის მდიდარია ცილებით, აცხადებს ნუტრიციოლოგი ოლგა დეკერი.

„მართალია, ეს მცენარეული ცილებია, სულ 12 ამინომჟავით, მაგრამ სუპი ცხოველური ცილების წყაროს — ხორცის დამატებითაც შეგვიძლია მოვამზადოთ“, — განმარტა დეკერმა.

სპეციალისტის თქმით, ოსპის წვნიანის ცხოველური ცილებით გასამდიდრებლად შებოლილი ხორცის გამოყენებაც შეიძლება, თუ ის ნატურალურია და დამატებების გარეშეა დამზადებული.

ნუტრიციოლოგის თქმით, ოსპის წვნიანი მდიდარია უჯრედისით და ნებისმიერი ადამიანისთვისაა სასარგებლო, ვინაიდან კარგად აძლიერებს იმუნიტეტს.

სასარგებლო წვნიანების რეიტინგში მეორე ადგილზე ექსპერტმა ხორცის ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის სუპი განათავსა.

  • „ასეთ კერძში მე დავამატებდი მწვანე ლობიოს, ყაბაყს, ნიახურს (ან ნიახურის ძირებს)“, — ამბობს ექიმი.

გარდა ხორცისა, მათ, ვისაც აღნაგობის შენარჩუნება სურთ, შეუძლიათ ხორცის ნაცვლად სუპში თევზი გამოიყენონ — მათ შორის, საკუთარ წვენში კონსერვირებულიც კი.

101
თემები:
ექიმი გირჩევთ (70)
საქართველოში ბაზრობები ამუშავდა

საქართველოში ფასების ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

0
(განახლებულია 23:13 02.03.2021)
თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის თებერვალი – 2020 წლის თებერვალი) 3,6% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“

2021 წლის თებერვალში, 2021 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა.

რუსული ხორბლის გაძვირება ქართველ მეწარმეებს ალტერნატივის ძებნას აიძულებს >>

„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.

როგორ იცვლებოდა ინფლაციის დონე გასულ წელს

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. 

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8% და ამ დონეზე სამი თვე შენარჩუნდა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2021 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებაზე (21,2%).

ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,2%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 6,4%-ით, მზესუმზირის ზეთი – 34,3%-ით, ყავა და ჩაი – 12,4%-ით, პურპროდუქტები – 8,7%-ით. ხილი კი გაიაფდა 4,8%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

რა მოქმედებს საქართველოში ფასების დინამიკაზე

ბოლო ორ თვეში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირებასთან, რაც დროებით ხასიათს ატარებს. 

პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

„როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მიმდინარე პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

 სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, რაც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა შენარჩუნებულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და ლარის გაუფასურებული კურსის გამო.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, რჩება გაურკვევლობის მაღალი დონე როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის თვალსაზრისით.

0