​​მიიღოს თუ არა მეძუძურმა დედამ ყავა და როგორ ვიკვებოთ სწორად: სპეციალისტის რჩევები

CC BY-SA 2.0 / Aurimas Mikalauskas / Mano!დედა ძუძუს აჭმევს ბავშვს
დედა ძუძუს აჭმევს ბავშვს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა სარგებლობა მოაქვს ძუძუთი კვებას როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის, როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ყარამან ფაღავამ საჯარო ლექციაზე ისაუბრა.

ფაღავა საუბრობს სწორი კვების მნიშვნელოვაზე და რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი საკვები.

© photo: courtesy of Givi Tukhashviliყარამან ფაღავა
​​მიიღოს თუ არა მეძუძურმა დედამ ყავა და როგორ ვიკვებოთ სწორად: სპეციალისტის რჩევები - Sputnik საქართველო
ყარამან ფაღავა

- მინდა საუბარი დავიწყო ბუნებრივი კვებით. დღემდე უამრავი ფორმულა და ნარევი იქმნება, მაგრამ ბუნებრივ კვებაზე უკეთესი პატარებისთვის არაფერი არ არსებობს. ადამიანი ცოტა თავკერძა და ეგოისტიც არის. ქალბატონების საყურადღებოდ ვიტყოდი, რომ ბუნებრივი კვება მარტო ბავშვისთვის არ არის კარგი. დედისთვისაც ძალიან სასარგებლოა. რამხელა მუშტიც აქვს ქალბატონს, დაახლოებით იმხელა საშვილოსნო აქვს. საშვილოსნო ეს არის ქალისთვის მეორე გული. როდესაც დედა შვილს ძუძუს აძლევს, გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი, ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოსაც შეკუმშავს. მოგეხსენებათ, ტონუსში მყოფი საშვილოსნო ეს არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი კრიტერიუმი.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აკრძალულია ორსულობა: რუსული ვაქცინის ტესტირების მონაწილეებს რეკომენდაციები მისცეს

- ბავშვისთვის რატომ არის კარგი ბუნებრივი კვება?

- დედის რძე საუკეთესო საკვები რომ არის, ამაზე აღარაფერს ვამბობ. არის მეორე მომენტიც: პატარა ბავშვს დამცველობითი უნარი, ვგულისხმობ იმუნოლოგიურ რეაქტიულობას, შედარებით დაქვეითებული აქვს და იგი დედის მეშვეობით იღებს იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს, ინტერფერონებს, და ეს იცავს მას ინფექციისგან. ამიტომაც არის, რომ ექვს თვემდე ჩვილი ბავშვი, როგორც წესი, არ ხდება ავად. თუ გარეთ ყინვაში შიშველს გაიყვანთ, ან უცხო ადამიანები სახეზე კოცნიან, შესაძლოა დაემართოს ინფექცია, მაგრამ დედის რძის საშუალებით გადასული დამცველობითი ნივთიერებები შესანიშნავად იცავს ბავშვს ასეთი ინფექციებისგან.

როცა დედა შვილს ძუძუს აძლევს, მათ შორის უხილავი სიმები იბმება. ეს არის სიმები ურთიერთსიყვარულის, ურთიერთსითბოსი და პატივისცემის. მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა, დედასა და ბავშვს შორის კი ისეთი კავშირებია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დედას და შვილს შორის ამ კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია.

შემწვარი სიმინდი - Sputnik საქართველო
სიმინდი – მივცეთ თუ არა ბავშვს ცხელი პლაჟების ყველაზე პოპულარული პროდუქტი

- როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა?

- ერთხელ ჩემმა პაციენტმა მითხრა, შვილოსნობა დასჯა ხომ არ არის, რატომ უნდა ავკრძალო საკვებიო? აბსოლუტურად მართალია. არაფრის აკრძალვა არ გვინდა, ყველაფრის მიღება შეიძლება, ოღონდ საღი აზრიდან გამომდინარე. ერთი აკრძალვა კი არის მაინც – დაუშვებელია მეძუძურმა დედამ მიიღოს ალკოჰოლი. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ნიუანსები. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს მეტეორიზმი, ამ დროს არის საკვები, რომელიც დედამ ნაკლებად უნდა მიიღოს. ეს არის ლობიო, კომბოსტო, შაქარი. მე ამას კი არ გიკრძალავთ, უბრალოდ გეუბნებით, თუ ძალიან შეაწუხებს ბავშვს მეტეორიზმი, ეს პროდუქტები მიიღეთ ნაკლები რაოდნობით. თუ ძალიან შეკრულია, მოერიდეთ ბრინჯს. მესამე მომენტია ფაღარათი, ამ დროს დედამ ნაკლებად უნდა მიიღოს ზეთიანი, ქონიანი, კრემიანი საკვები და, თქვენ წარმოიდგინეთ, შავი ქლიავიც. თუმცა კიდევ ვიმეორებ, თუ ბავშვს ყველაფერი წესრიგში აქვს, შესაძლოა დედამ მიიღოს ყველაფერი.

დედა ძუძუს აჭმევს ბავშვს - Sputnik საქართველო
მეძუძურ დედას ყველაფერი შეუძლია მიირთვას: კომაროვსკი პოპულარულ მითს ამსხვრევს

არის ზოგიერთი საკვები, სითხე, რომელიც ზოგჯერ ბავშვს ცოტათი აღაგზნებს. ეს არის ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა, ზოგჯერ შოკოლადიც კი. მეუღლეების საყურადღებოდ ვამბობ, დედას არაფერს ვუკრძალავთ. მეძუძურმა დედამ რაც არ უნდა მოინდომოს, უნდა უშოვნო და მიუტანო. მაგრამ თუ ბავშვი ნამეტანი აღგზნებულია, ნუ დალევს დედა ხუთ ფინჯან ყავას და დალიოს ერთი. ყველაზე კარგი საზომი არის ბავშვის მდგომარეობა. თუ დალია ერთი, ორი, სამი ფინჯანი და ბავშვი კარგად არის, დედას აქვს უფლება მიიღოს ყავა, თუ ასე ძალიან უყვარს.

- რაც შეეხება უკვე მოზრდილი ადამიანის კვებას, როგორ უნდა იკვებოს მოზრდილი?

- რასაკვირველია, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ხან ასე უნდა გაამზადო, ხან ისე. გარკვეული წესები არის. ზეთში როდესაც ხარშავ რამეს, ზეთზე თერმული ზემოქმედებით ლიპიდების ზეჟანგები წარმოიქმნება. ლიპიდების ზეჟანგები კანცეროგენია. შებოლილი საჭმელი ზოგიერთს გვიყვარს, მეც მიყვარს, მაგრამ ესეც კანცეროგენია. ზედმეტად შემწვარი, აი, ქერქი რომ არის კარტოფილის ძალიან შემწვარი, ესეც კანცეროგენია. მომზადების წესი მნიშვნელოვანია. ყველაზე უკეთესი საჭმელი უმი საჭმელია, ასევე ორთქლზე დამზადებული და მოხარშული. პატარა ნიუანსები არის მნიშვნელოვანი.

ბავშვების ხელები - Sputnik საქართველო
აუტიზმის „ჯადოსნური აბები“ არ არსებობს – „მირაკულუმის“ პატარა გამარჯვებები და დიდი გეგმები

გაითვალისწინეთ, მარილის მოხმარებისას ზომიერების დაცვა აუცილებელია. ზოგიერთი ძალიან ჭარბად აყრის მარილს. ვინც ამას შეეჩვევა, მერე გემრიელად ეჩვენება. ყველაფერი შეჩვევაზეა. არის ერთი ძალიან საინტერესო ეპიდემიოლოგიური მონაცემი. ჩრდილოეთ და სამხრეთ იაპონიაში შეადარეს არტერიული წნევის და სისხლჩაქცევების მაჩვენებლები. ორივე ანომალია 4-5-ჯერ უფრო ხშირია ჩრდილოეთში. ისინი ბევრ გაყინულ და დამარილებულ თევზს მიირთმევენ. მარილი პირველ რიგში ზემოქმედებს წნევაზე.

არის მეორე მომენტიც – შაქარი. შაქარი საერთოდ არ არის ბუნებრივი საკვები. მარილს და შაქარს აქვს ერთი უპირატესობა, საჭმლის შენახვისთვის გამოდგება. თუ ფაღარათი აქვს დიდს ან მოზრდილს, ამ დროს მარილები იკარგება და მარილიანი საკვები უნდა მიირთვას. თუ ბავშვი არ ჭამს, დღეში ერთხელ ჭამს, ​ჰიპოგლიკემია დაემართა, იქ სწრაფად საჭიროა შაქრიანი საკვები. ისე შაქარი იწვევს სიმსუქნეს, კბილების გაფუჭებას, დიაბეტს. ეს არის რისკ-ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს.

გაციება - Sputnik საქართველო
„ტემპერატურის დროს ცივი წყლით დაზელვა არ შეიძლება“ – როგორ მოვუაროთ ბავშვს ავადმყოფობისას

- როგორ უნდა მივხვდეთ, სწორად ვიკვებებით თუ არა?

- არის ძალიან მარტივი დასკვნა. ​სწორად ვიკვებებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი წონა წესრიგშია, თუ არ გვაქვს საკვებთან დაკავშირებული დაავადებები, ანემია, ავიტამინოზი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, თუ არ გვაქვს ნაოჭიანობა, კანის ფერის ცვლილება, თმის მტვრევადობა. გუნება-განწყობა თუ კარგია, ე.ი. სწორად ვიკვებებით. ჩვილ ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია წონის მატების მრუდი.

სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ხშირად ვამბობ, რომ ჯანმრთელობა შესანიშნავი რამ არის, მაგრამ მთავარი სამიზნე ცხოვრებაში ჯანმრთელობა არ არის. ჯანმრთელობა არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენი თავის რეალიზაცია მაქსიმალურად მოვახდინოთ.​ საკვების მიღებაში საკრალური ელემენტებიც არის. გაგახსენებთ: საიდუმლო სერობა, ტრაპეზი, ახლობლებთან ურთიერთობა, შეხვედრა, ერთად პურის გატეხვა. საკვების მომზადება სიყვარულის გამოვლინებაც არის. თუ მეუღლე ცდილობს გემრიელი კერძი გაგიკეთოს, გასიამოვნოს, ესეც ხომ სიყვარულის გამოვლინებაა. საკვები, კარგი კვება მარტო ჯანმრთელობა კი არ არის, ეს არის გრძნობები.

 

ყველა ახალი ამბავი
0