გულის შეტევა

ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს

447
(განახლებულია 19:35 14.01.2021)
მოახლოებული მიოკარდიუმის ინფარქტის ამოცნობა შესაძლებელია პირის ღრუსთან დაკავშირებული სიმპტომებით

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, განუცხადა ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა გამოცემა Express-ს.

მან განმარტა, რომ ამ ტიპის ნადები შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისგან და სისხლში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც არტერიებში გროვდება. ეს ცხიმოვანი ნალექი, რომელიც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი, არის გულის დაავადებებისა და გულის შეტევების  მკვებავი გარემო და ასევე მათი მახასიათებელი.

გარდა ამისა, პროფესორი განმარტავს, რომ თუ ადამიანი პირში უჩვეულო მჟავე გემოს შეამჩნევს, ეს შეიძლება სიგნალიც კი იყოს.

გარდა ამისა, ღრძილების დაავადებამ ან პაროდონტიტმა შეიძლება გულის დაავადება გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუში არსებული „ცუდი“ ბაქტერიების გროვა შეიძლება სისხლნაკადში მოხვდეს.

„პირი სავსეა როგორც კარგი, ისე ცუდი ბაქტერიებით. ცუდი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისხლძარღვების ანთება გამოიწვიოს, რასაც შედეგად შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოჰყვეს“, — ამბობს პროფესორი.

ადამ ტეილორის აღნიშნავს, რომ გულის შეტევის სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს ტკივილი ყბაში, რომელიც შეიძლება კბილის ძლიერ ტკივილად მივიჩნიოთ.

მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

447
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
ექიმი ბავშვს სინჯავს

თირკმელკენჭოვანი დაავადება პატარა ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ იშვიათი დაავადება

44
(განახლებულია 18:22 26.01.2021)
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს თირკმელკენჭოვანი დაავადება აწუხებს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს თირკმელებში კენჭები უჩნდებათ, მაგრამ ამას გვიან ადგენენ ხოლმე, წერს პედიატრთა ასოციაცია (BVKJ).

სპეციალისტების თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ დროს სიმპტომები უმეტესწილად არასპეციფიკურია: პატარა ბავშვებში მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ხოლო შედარებით მოზრდილებში — ტკვილები ზურგისა და გვერდის არეებში, რაც, როგორც წესი, არ არის თირკმელებში კენჭების არსებობის სიმპტომები.

გამომწვევი მიზეზები

პედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, თირკმელკენჭოვანი დაავადება — ნეფროლიტიაზი, ძირითადად ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ბავშვებში იჩენს თავს. ასე რომ, თუ ოჯახის  რომელიმე წევრს ეს პრობლემა აქვს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით, რისკის ჯგუფში ძირითადად ახალშობილობის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.

სპეციალისტების თქმით,თირკმელკენჭოვანი დაავადება ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს:

  • ორგანიზმში მჟავა–ტუტოვანმა დისბალანსმა;
  • არასაკმარისი რაოდენობით წლის სმამა;
  • მოზარდობის პერიოდში ჰორმონალურმა დარღვევებმა;
  • ურინას მახასიათებლის შეცვლამ;
  • ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინ В–ს ჭარბმა რაოდენობამ;
  • А–ვიტამინის ნაკლებობამ.

გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაწლავების ანთებითი დაავადებები თუ შარდსადენი გზების ინფექციები (უფრო ხშირად) ასევე შეიძლება გახდეს თირკმელებში კენჭების წარმოქმნისხელშემწყობი.

სიმპტომები

როგორ შეიძლება დავადგინოთ, რომ პატარას თირკმლის ტკივილი ა აწუხებს:

  • ბავშვი, ცდილობს რა, თავი დააღწიოს ტკივილს, გამუდმებით წრიალებს საწოლში და გვერდს იცვლის, შფოთავს;
  • სხეულის ტემპერატურა აწეული აქვს;
  • შარდში შეინიშნება სისხლი;
  • ტკივილი თავს იჩენს არა მარტო წელის, არამედ საზარდულის არეში, მუცელსა და ასევე სასქესო ორგანოში;
  • ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ვეგეტატიური დარღვევებიც გულისრევის, პირღებინებს, ძლიერი ოფლდენის სახით.

გახსოვდეთ: 1–დან 3 წლამდე ასაკის ბავშებში ტკივილები თირკმელკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილები შეიძლება არც აღინიშნებოდეს, ან ძალიან სუსტად იყოს გამოხატული.

მკურნალობა

ექიმები თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას თავდაპირველად ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ კენჭი თავისით „გაქრეს“, რისთვისაც ბავშვს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას უნიშნავენ.

აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება სამკურნალო პრეპარატები.

თუ მეთოდები არასაკმარისი გამოდგა, მაშინ კენჭს   ულტრაბგერითი ზემოქმედებით ან ქირურგიული ოპერაციის გზით აშორებენ.

რეციდივის პროფილაქტიკა

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თირკმელკენჭოვანი დაავადება დაუდასტურდა, ექიმები რეციდივის (გამეორება) თავიდან ასარიდებლად პატარის კვებისას შემდეგი რეკომენდაციების დაცვას გვირჩევენ:

ბალანსირებულად კვებეთ ბავშვი ხშირად და მცირე ულუფებით;

უარი თქვით მარილსა და ცხარე სანელებლებზე;

გააძლიერეთ სითხის მიღების რეჟიმი — საჭირო ნორმა დაადგინეთ ექიმთან.

გახსოვდეთ: თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია და ამას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს!
44
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
Пандемия коронавируса COVID 19 - реаниматологи во Франции

ექიმი კატეგორიულად გაფრთხილებთ: აუცილებლად გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება, თუ...

81
(განახლებულია 21:12 26.01.2021)
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც არტერიული წნევის მატება ლამის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული და ამიტომ სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც არტერიული წნევის მატების გამო პაციენტები სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, აცხადებს კარდიოლოგი სერგეი ივანოვი.

მისი თქმით, არსებობს პირობები, როდესაც ექიმის დახმარება წნევის პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაუდებლად აუცილებელია.

კარდილოგის განმარტებით, სასწრაფო უნდა გამოიძახოთ, თუ მედიკამენტების მიღებიდან საათ-ნახევრის გასვლის შემდეგაც კი წნევა კი არ მცირდება, არამედ, პირიქით, მისი გაზრდის ტენდენცია შეინიშნება.

„ამ სიტუაციაში საჭიროა სწრაფი ჩარევა და არტერიული წნევის შესამცირებლად უფრო აგრესიული თერაპია“, — აღნიშნავს ივანოვი.

გარდა ამისა, ექიმი მოგიწოდებთ, გამოიძახოთ სამედიცინო დახმარება, თუ გულის არეში ტკივილი მედიკამენტების მიღებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში არ გაქრება.

  • „ამ დროს ყოველთვის არის ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზე, ამიტომაც მოქმედებს „ოქროს ნახევარი საათის“ წესი“, — აღნიშნავს ის.

ექიმი გაფრთხილებთ, რომ ლოდინის ზედმეტი ოცდაათი წუთი მნიშვნელოვნად გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

 

81
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
 Georgian Water and Power-ის (GWP) თანამშრომელი

GWP: თანამშრომლების გაფიცვა წყალმომარაგებაზე არ აისახება

0
სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კომპანიის თანამშრომლებმა კომპანიის ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power–ის (GWP) განცხადებით, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, იუწყება პირველი არხი.

წყალგამანაწილებელი კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ჰყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.

GWP–ის დაახლოებით ოცამდე თანამშრომელმა კომპანიის სასარგებლოდ შედგენილი ხელშეკრულების პირობების გადახედვა, კუთვნილ შვებულებაზე ნებართვის მიღება და ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

„ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიაში ამავე დროს ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

კომპანიის განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად.

თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება >>

დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართული იყო პროფკავშირის წარმომადგენელიც, რომელიც GWP–ის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავდა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 26-27 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში ათასობით აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდა.

 

0