სანტექნიკოსის ბრძნული რჩევა: რატომ უნდა ჩაასხათ ნიჟარაში მზესუმზირის ზეთი

© Pixabay / KrysMantovaniსამზარეულო
სამზარეულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუფთა ნიჟარა სამზარეულოს „ვიტრინაა“, ამიტომ მას სათანადოდ ზრუნვა სჭირდება, რომ ყოველთვის პრიალა და სურნელოვანი იყოს.

თუ მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, ვერ უმკლავდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უსიამოვნო სუნი ნიჟარიდან, სცადეთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური გზა.

მაცივარი - Sputnik საქართველო
ვითხოვთ დიასახლისების ყურადღებას: მაცივარი ყველა პროდუქტს არ უხდება

ამ პროგრესულ მეთოდს განსაკუთრებით მათ ვურჩევთ მათ, ვინც სახლს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტოვებს.

როდესაც სახლს, მაგალითად, აგარაკს, დიდი ხნის განმავლობაში ვტოვებთ, წყალი და საკვების ნარჩენები სიფონში რჩება. დროთა განმავლობაში წყალი ორთქლდება და ნარჩენები დაშლას იწყებს, ამიტომ სახლში უსიამოვნო სუნი დგება.

რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში? ჩაასხით ჭიქა მზესუმზირის ზეთი ნიჟარაში. ის არ გამოშრება და ხელს შეუშლის წყლის აორთქლებას სიფონში. შესაბამისად, ნარჩენები არ გაიხრწნება და სუნი არ დადგება. როდესაც დაბრუნდებით, უბრალოდ რამდენიმე ლიტრი ცხელი წყალი ჩაასხით ნიჟარაში, რომ სიფონი კარგად ჩაირეცხოს.

როგორ დავიცვათ ნიჟარის სისუფთავე

ნადების, ლაქების, ცხიმების მოსაშორებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, სითხე და მცენარეული ზეთი.

პატარა მზარეული - Sputnik საქართველო
უებარი ხერხები გაფუჭებული კერძის გამოსასწორებლად

პირველ რიგში, ნიჟარა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით საგულდაგულოდ გარეცხეთ, რომელიც ცხიმის კვალსა და ნარჩენებს მოაცილებს მას. შემდეგ აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ ზეთით და საფუძვლიანად მოუსვით ნიჟარას. ის არა მარტო მოაცილებს ჭუჭყსა და ნარჩენებს, არამედ ხელს შეუშლის არასასიამოვნო ლაქების წარმოქმნას მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

გაჭედილი ნიჟარის გასაწმენდად ძალიან ეფექტურია სპირტიანი ძმარი. თქვენ მხოლოდ უნდა ჩაასხათ ნიჟარის მილში ის, დაელოდოთ 20 წუთი და ჩარეცხოთ თბილი წყლით.

კოკა-კოლასაც შეუძლია გაუმკლავდეს გაჭდვის პრობლემას. ჩაასხით ნიჟარაში დაახლოებით ნახევარი ლიტრი კოკა-კოლა და დატოვეთ 10-15 წუთი. შეგიძლიათ მილში დამატებით ერთი სადილის კოვზითთ სოდაც ჩაყაროთ.

ყველა ახალი ამბავი
0