ტკივილი მუცლის არეში

როგორ დავადგინოთ, გვაქვს თუ არა ნაწლავებში „შლაკები?“ ექიმის პასუხი

134
(განახლებულია 21:12 06.01.2021)
„შლაკები“ – ეს მავნე ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში საკვებიდან და გარემოდან ხვდება და გროვდება მასში.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. თუ ადამიანს ნაწლავებში შლაკები აქვს დაგროვილი, ამის ამოცნობა რამდენიმე ძირითადი ნიშნით შეიძლება, აცხადებს დიეტოლოგი ტამილა არსენიევა.

ექიმის თქმით, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სიგნალია. გარდა ამისა, ნაწლავებში შლაკების დაგროვებაზე შეიძლება მიუთითებდეს ენაზე თეთრი ნადებიც.

„ნაწლავებში პროდუქტების ხრწნა და ლპობა — ეს არის მომატებული ტუტე რეაქცია, რაც ხელს უწყობს ობის ფორმირებას. ის რჩება პირის ღრუშიც, რის შედეგადაც ენაზე მუდმივი თეთრი ნადები ჩნდება“, — ამბობს დიეტოლოგი.

სპეციალისტის თქმით, ნაწლავებში შლაკების დაგროვების თანმხლები ნიშნები ასევე არის ქრონიკული დაღლილობა და ძილის ნაკლებობა.

აღსანიშნავია, რომ „შლაკების“ თეორიას სამეცნიერო საზოგადოების ერთი ნაწილი სკეპტიკურად ეკიდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ორგანიზმის კონკრეტული საშუალებები, რომლებიც „შლაკების“ გამოსადევნად გამოიყენება, შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის.

134
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
ექიმი ბავშვს სინჯავს

თირკმელკენჭოვანი დაავადება პატარა ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ იშვიათი დაავადება

64
(განახლებულია 22:15 26.01.2021)
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს თირკმელკენჭოვანი დაავადება აწუხებს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს თირკმლებში კენჭები უჩნდებათ, მაგრამ ამას გვიან ადგენენ ხოლმე, წერს პედიატრთა ასოციაცია (BVKJ).

სპეციალისტების თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ დროს სიმპტომები უმეტესწილად არასპეციფიკურია: პატარა ბავშვებში მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ხოლო შედარებით მოზრდილებში — ტკივილები ზურგისა და გვერდის არეებში, რაც, როგორც წესი, არ არის თირკმელებში კენჭების არსებობის სიმპტომები.

გამომწვევი მიზეზები

პედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, თირკმელკენჭოვანი დაავადება — ნეფროლიტიაზი ძირითადად ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ბავშვებში იჩენს თავს. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ეს პრობლემა აქვს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით, რისკის ჯგუფში ძირითადად ახალშობილობის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.

სპეციალისტების თქმით, თირკმელკენჭოვანი დაავადება ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს:

  • ორგანიზმში მჟავა–ტუტოვანმა დისბალანსმა;
  • არასაკმარისი რაოდენობით წყლის სმამ;
  • მოზარდობის პერიოდში ჰორმონალურმა დარღვევებმა;
  • ურინას მახასიათებლის შეცვლამ;
  • ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინ В-ს ჭარბმა რაოდენობამ;
  • А–ვიტამინის ნაკლებობამ.

გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაწლავების ანთებითი დაავადებები თუ შარდსადენი გზების ინფექციები (უფრო ხშირად) ასევე შეიძლება გახდეს თირკმლებში კენჭების წარმოქმნის ხელშემწყობი.

სიმპტომები

როგორ შეიძლება დავადგინოთ, რომ პატარას თირკმლის ტკივილი აწუხებს:

  • ბავშვი, ცდილობს რა, თავი დააღწიოს ტკივილს, გამუდმებით წრიალებს საწოლში და გვერდს იცვლის, შფოთავს;
  • სხეულის ტემპერატურა აწეული აქვს;
  • შარდში შეინიშნება სისხლი;
  • ტკივილი თავს იჩენს არა მარტო წელის, არამედ საზარდულის არეში, მუცელსა და სასქესო ორგანოში;
  • ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ვეგეტატიური დარღვევებიც გულისრევის, პირღებინების, ძლიერი ოფლდენის სახით.

გახსოვდეთ: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშებში თირკმელკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილები შეიძლება არც აღინიშნებოდეს, ან ძალიან სუსტად იყოს გამოხატული.

მკურნალობა

ექიმები თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას თავდაპირველად ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ კენჭი თავისით „გაქრეს“, რისთვისაც ბავშვს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას უნიშნავენ.

აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება სამკურნალო პრეპარატები.

თუ მეთოდები არასაკმარისი გამოდგა, მაშინ კენჭს ულტრაბგერითი ზემოქმედებით ან ქირურგიული ოპერაციის გზით აშორებენ.

რეციდივის პროფილაქტიკა

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თირკმელკენჭოვანი დაავადება დაუდასტურდა, ექიმები რეციდივის (გამეორება) თავიდან ასარიდებლად პატარის კვებისას შემდეგი რეკომენდაციების დაცვას გვირჩევენ:

ბალანსირებულად კვებეთ ბავშვი ხშირად და მცირე ულუფებით;

უარი თქვით მარილსა და ცხარე სანელებლებზე;

გააძლიერეთ სითხის მიღების რეჟიმი — საჭირო ნორმა დაადგინეთ ექიმთან.

გახსოვდეთ: თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია და ამას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს!
64
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
Пандемия коронавируса COVID 19 - реаниматологи во Франции

ექიმი კატეგორიულად გაფრთხილებთ: აუცილებლად გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება, თუ...

104
(განახლებულია 21:12 26.01.2021)
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც არტერიული წნევის მატება ლამის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული და ამიტომ სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც არტერიული წნევის მატების გამო პაციენტები სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, აცხადებს კარდიოლოგი სერგეი ივანოვი.

მისი თქმით, არსებობს პირობები, როდესაც ექიმის დახმარება წნევის პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაუდებლად აუცილებელია.

კარდილოგის განმარტებით, სასწრაფო უნდა გამოიძახოთ, თუ მედიკამენტების მიღებიდან საათ-ნახევრის გასვლის შემდეგაც კი წნევა კი არ მცირდება, არამედ, პირიქით, მისი გაზრდის ტენდენცია შეინიშნება.

„ამ სიტუაციაში საჭიროა სწრაფი ჩარევა და არტერიული წნევის შესამცირებლად უფრო აგრესიული თერაპია“, — აღნიშნავს ივანოვი.

გარდა ამისა, ექიმი მოგიწოდებთ, გამოიძახოთ სამედიცინო დახმარება, თუ გულის არეში ტკივილი მედიკამენტების მიღებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში არ გაქრება.

  • „ამ დროს ყოველთვის არის ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზე, ამიტომაც მოქმედებს „ოქროს ნახევარი საათის“ წესი“, — აღნიშნავს ის.

ექიმი გაფრთხილებთ, რომ ლოდინის ზედმეტი ოცდაათი წუთი მნიშვნელოვნად გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

 

104
თემები:
ექიმი გირჩევთ (27)
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

0
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 742 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 340 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 89, კახეთი - 75, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70, შიდა ქართლი - 49, აჭარა - 33, ქვემო ქართლი - 31, გურია - 21, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.081 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 245.527-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.108-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.903 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.842 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.395, იმერეთში - 564, აჭარაში - 214.

670 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 177 პირი. აქედან თბილისში - 134, იმერეთში - 20, აჭარაში- 1.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 347 ადამიანი. მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში, ხოლო 3.714 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 90, ხოლო იმერეთში - 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 17.915 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11.231 პირი, იმერეთში - 1.689, აჭარაში - 887.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0