გთავაზობთ რამდენიმე უბრალო ხერხს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ სამზარეულოში.
• თქვენი გამომცხვარი უფრო ფერადოვანი და მადის აღმძვრელი იქნება, თუ ცომში ცოტაოდენ დაყენებულ შავ ჩაის ჩაურევთ.
• თუ დაგრჩათ პიცა, გააცხელეთ ის არა მიკროტალღურ ღუმელში, არამედ ტაფაზე, ოღონდ დააფარეთ ფოლგა და ცოტაოდენი ადგილი დატოვეთ ჰაერისთვის. თქვენი პიცა ახალივით იქნება.
• მანის ფაფას რომ კურკუშელები არ გაუჩნდეს, საკმარისია ის ოდნავ მოხალოთ და შემდეგ მოამზადოთ.
• ყავის მოხარშვის პროცესში კარაქის მცირე ნაჭერი ჩააგდეთ. ის ყავის გემოს შეამსუბუქებს და ნაღების გემოს მისცემს.
• ხახვი და სტაფილო უფრო მალე მოიშუშება, თუ ტაფაზე დაყრის წინ მას ცოტაოდენ შაქარს მოაყრით.
• თუ მაიონეზის ყიდვა დაგავიწყდათ, შეგიძლიათ მისი შემცვლელი სულ იოლად მოამზადოთ: არაჟანში დაუმატეთ დაფშვნილი კვერცხის გული და ერთი სუფრის კოვზი მდოგვი და – მზადაა.
• მაკარონი და ბრინჯი მომზადებისას ერთმანეთს არ მიეკრობა, თუ დუღილისას ერთ კოვზ მზესუმზირის ან ზეთისხილის ზეთს დაუმატებთ, ხოლო როცა მოიხარშება, ცივ წყალს გადაავლებთ.
• ხორცმა შეწვისას რომ ლამაზი ფერი მიიღოს, სანამ ღუმელში შედებთ, თაფლი ან ბროწეულის წვენი წაუსვით. ასევე შეგიძლიათ მშრალი ღვინო, კონიაკი ან სპირტი წაუსვათ.
• თუ ხორცი მაგარი გეჩვენებათ, ქვაბში ბანანის ქერქი დაუმატეთ — ის მალევე დარბილდება.
• ორცხობილის ფანტელების ნაცვლად სცადეთ დაფქული ნიგოზი: თქვენი კერძი სრულებით ახალ გემოს შეიძენს.
• თუ ვახშმის შემდეგ ცოტაოდენი ღვინო დაგრჩათ, ჩაასხით ის ყინულის ფორმებში და გაყინეთ. შემდეგ მისი გამოყენება შეგიძლიათ ხორციან კერძში, სუპში ან სხვა კერძებში.
• შემწვარი ბადრიჯანი ნაკლებ ცხიმს შეისრუტავს, თუ მას წინასწარ ცოტა ხანს ღუმელში შეწვავთ, შემდეგ კი — ტაფაზე.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, განუცხადა ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა გამოცემა Express-ს.
მან განმარტა, რომ ამ ტიპის ნადები შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისგან და სისხლში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც არტერიებში გროვდება. ეს ცხიმოვანი ნალექი, რომელიც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი, არის გულის დაავადებებისა და გულის შეტევების მკვებავი გარემო და ასევე მათი მახასიათებელი.
გარდა ამისა, პროფესორი განმარტავს, რომ თუ ადამიანი პირში უჩვეულო მჟავე გემოს შეამჩნევს, ეს შეიძლება სიგნალიც კი იყოს.
გარდა ამისა, ღრძილების დაავადებამ ან პაროდონტიტმა შეიძლება გულის დაავადება გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუში არსებული „ცუდი“ ბაქტერიების გროვა შეიძლება სისხლნაკადში მოხვდეს.
„პირი სავსეა როგორც კარგი, ისე ცუდი ბაქტერიებით. ცუდი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისხლძარღვების ანთება გამოიწვიოს, რასაც შედეგად შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოჰყვეს“, — ამბობს პროფესორი.
ადამ ტეილორის აღნიშნავს, რომ გულის შეტევის სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს ტკივილი ყბაში, რომელიც შეიძლება კბილის ძლიერ ტკივილად მივიჩნიოთ.
მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.
თემა საკმაოდ რთულია და სათუთი. ამაზე საუბარი ყველას გვიჭირს, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მშობლებს ამერიკელი ტრენერების რჩევები შევთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.
„ცუდი ბიძია“ შესაძლოა ძალიან ახლობელი, კარგად ნაცნობი ადამიანი გამოდგეს. მოძალადეები ძირითადად ის უფროსები არიან, რომლებსაც ბავშვები იცნობენ და ენდობიან, ვისთანაც კარგი დამოკიდებულების გაფუჭებისა ეშინიათ, ვისაც მათი დაშინება და დაშანტაჟება შეუძლია.
უფროსის მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამოვლენას, მაგალითად, საჩუქრებს, თავსა და ზურგზე ხელის მოფერებით გადასმას.
ქცევისა და ემოციური მდგომარეობის უჩვეულო და მკვეთრმა ცვლილებამ. მაგალითად – დეპრესიამ, აუხსნელმა აგრესიამ, ღამეულმა კოშმარებმა, ცხოველებისადმი სისასტიკემ, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტრავმების მიყენებამ, ცეცხლის წაკიდების მცდელობებმა, მოუსვენრობამ, ქრონიკულმა კუჭის ან თავის ტკივილებმა, სექსუალურმა ქცევებმა და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელმა ლექსიკამ.
იყო შემთხვევა, როდესაც სწორედ ნახატების მეშვეობით „გასცა“ 5 წლის გოგონამ საკუთარი მოძალადე აღმზრდელი – ეკლესიასთან არსებული საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელი.
თუ ისე მოხდა, რომ, ვთქვათ, ოთახში შეხვედით და დაინახეთ, რომ თქვენი შვილი იქ რომელიღაც უფროსთან ერთადაა მარტო და ამის გამო გულის სიღრმეში უსიამო ეჭვი გაგიჩნდათ, ბავშვი კი არ გამოარიდოთ იქაურობას, არამედ მტკიცედ, მოურიდებლად და ტაქტიანად უთხარით უფროსს, რომ შვილს უფროს ადამიანებთან მარტო დარჩენის უფლებას არ აძლევთ!
ამით თქვენ სიგნალს გზავნით, რომ ყურადღებიანი მშობელი ბრძანდებით. თუ ადამიანი ნორმალურია, აუცილებლად გაგიგებთ. თუ თქვენი ეჭვი მცდარი აღმოჩნდა, მაინცდამაინც უხერხულად ნუ იგრძნობთ თავს. ჯობს შეცდეთ და მავანმა იწყინოს კიდეც თქვენი სიტყვები, ვიდრე თქვენს შვილს უბედურება შეემთხვეს და სიცოცხლის ბოლომდე მძიმედ ტრავმირებულმა იცხოვროს.
საქართველოში პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება
ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მსგავსი საშინელება მაინც მოხდა და ბავშვი შეეცდება გიამბოთ ყველაფერი, ეცადეთ, გააკონტროლოთ საკუთარი რეაქცია. მწვავედ რეაგირებამ შესაძლოა ბავშვი კიდევ მეტად დააფრთხოს და დააშინოს.
რაც მთავარზე უმთავრესია — ეს ისაა, რომ კარგად გაიცნოთ საკუთარი შვილი, ხშირად ესაუბროთ გულახდილად და აგრძნობინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს იქნებით.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. პარაგვაის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV" დაარეგისტრირა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.
ვაქცინა დაარეგისტრირეს დაჩქარებული წესით, სახელმწიფოს ტერიტორიაზე დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარების გარეშე. ანალოგიურად დაარეგისტრირეს პრეპარატი არგენტინაში, ბოლივიაში, ვენესუელაში, სერბეთში, ალჟირსა და პალესტინაში.
პარაგვაიში პრეპარატის მიწოდებას უზრუნველყოფენ ფონდის საერთაშორისო პარტნიორები ინდოეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა ქვეყნებში.
ფონდის გენერალური დირექტორის, კირილ დმიტრიევის თქმით, ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანა დაინტერესებულია რუსული ვაქცინით. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს დროს „სპუტნიკV" რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაივლის რეგისტრაციას.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი. ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოება სრულად არის დამტკიცებული, ხოლო მისმა ეფექტურობამ 91,4% შეადგინა.