როგორ  ავირიდოთ ზედმეტი კილოგრამები ახალი წლის პერიოდში - ენდოკრინოლოგის რჩევები

© FB / Nino Chkheidzeსადღესასწაულო სუფრა
სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ,  რომლებიც საქართველოში ტრადიციული ქართული სუფრის გარეშე  წარმოუდგენელია, მოსახლეობის უმეტესობა წონაში მატებას უჩივის.

ნატა პატარაია

როგორ  ავირიდოთ ზედმეტი კილოგრამები ახალი წლის პერიოდში და რატომ არის საჭირო განტვირთვის დღეების მოწყობა კალორიული საკვების მიღების შემდეგ, Sputnik-საქართველოსთან ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი-ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა საუბრობს.

© photo: courtesy of Tinatin Katcharavaექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა
როგორ  ავირიდოთ ზედმეტი კილოგრამები ახალი წლის პერიოდში - ენდოკრინოლოგის რჩევები - Sputnik საქართველო
ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

- ახალი წლის დღესასწაულებზე რას ურჩევდით იმ ადამიანებს ვისაც წონის შესანარჩუნებლად დიეტებზე ყოფნა ხშირად უწევთ?

ხშირად ადამიანები ყოფენ ე.წ  დიეტებს ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგ, რაც თავის მხრივ უკვე შეცდომაა. რადგან თუ ჩვენ ვირჩევთ, ჯანსაღი კვების რეჟიმს,  მაშინ ის უნდა დავიცვათ ახალ წელსაც და ნებისმიერ სხვა დღესასწაულზეც. თუმცა ქართული სუფრა დამეთანხმებით რომ ნამდვილი განსაცდელია. თან საქართველო დღესასწაულების სიმრავლით გამოირჩევა განსაკუთებით იანვრის თვეში.

საახალწლო სუფრა საქართველოში ძალიან მრავალფეროვანია - წესი ხომ ასეთია, დღესასწაულზე უამრავი კერძი უნდა მომზადდეს. სადღესასწაულო კერძების გასინჯვისგან თავის შეკავება შეუძლებელია - ვჭამთ, რასაც ქვია, ბოლო ძალებით! - Sputnik საქართველო
ახალი წელი, როგორც გამოცდა

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ახალ წლებზე დიეტას ნაწილობრივ დაარღვევენ და მხოლოდ ტკბილეულს მიირთმევენ, ძალიან არ მოიმატებენ და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ორგანიზმი მთელი დღე მხოლოდ ტკბილეულზე არ უნდა ვამყოფოთ, დღესასწაულზეც და ნებისმიერ სხვა დროსაც როდესაც გვიჭირს თავშეკავება სუფრაზე სასურველია მივირთვათ მრავალფეროვნად და მცირე ულუფებით ვიდრე მხოლოდ ერთი სახეობის საკვები და დიდი ულუფით განსაკუთრებით კი ტკბილეული. რაც შეეხება კონკრეტულად ახალ წელს  პირველ რიგში 31 ში ღამის 12 საათზე შემოვიფარგლოთ ერთმანეთისთვის სიმბოლური მილოცვით და ღამით ნუ დავაგემოვნებთ საკვებს. უკვე შემდეგ 1 ში და  2 ში ჩვენთვის საყვარელი საახალწლო სუფრის რაციონიდან დღის მანძილზე ჯერად კვებებზე გადავანაწილოთ სხვდასხვა სახეობის საკვები, სასურველია ცომეული და ტკბილეული დღის პირველ ნახევარში დავაგემოვნოთ ( იგულისხმება ერთი ორი ნაჭერი ცომეული და ტკბილეული), ხოლო დღის მეორე ნახევრისთვის დავიტოვოთ ხორციანი საკვები, სალათები და ხილი.

საცივი, გოზინაყი და ინდაური - რა კერძები ექნებათ თბილისელებს საახალწლო სუფრაზე - Sputnik საქართველო
საცივი, გოზინაყი და ინდაური - რა კერძები ექნებათ თბილისელებს საახალწლო სუფრაზე

- რამდენად კალორიულია  ალკოჰოლი?

- ალკოჰოლური სასმელი საკმაოდ კალორიულია, განსაკთრებით ღვინო, რომელიც ყურძნისგან მზადდება არის ნახშირწყლების საბადო. კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლის და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მირთმევა, ამ დროს ძალიან იმატებს მიღებული კალორიების რიცხვი.  ერთადერთი სითხე, რომლის მიღებაც ალკოჰოლთან ერთად  დასაშვებია, არის წყალი.

თამუნა გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
როგორ აღნიშნავენ შობას ევროპაში – სამყარო, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო

- დღესასწაულების შემდეგ რატომ არის საჭირო განტვირთვის დღეების მოწყობა?

- ზოგადად დღესასწაულების შემდეგ რაც მალე დავუბრუნდებით ჯერად, დაბალანსებულ კვებას და მოვიწესრიგებთ ძილის რეჟიმს, მით უფრო ნაკლებად ვიგრძნობთ დღესასწაულებით გამოწვეულ ზედმეტ კილოგრამებს. ამაში კი განტვირთვის დღეები ძალიან დაგვეხმარება და აუცილებელიც კია მათი მოწყობა ისეთი გადატვირთული დღეების შემდეგ, როგორიც არის საქართველოში შობა- ახალი წელი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ მცდარია წარმოდგენა, თითქოს განტვირთვის დღეები მომატებული კილოგრამებს დაგვაკლებინებს. ისინი ჩვენს მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენს, რის შემდეგაც უფრო ილად ვუბრუნდბით ძველ რეჟიმს. რაც შეეხება კვებას, მაგალითად, შეგვიძლია მთელი დღის განმავლობაში მივიღოთ მხოლოდ 500 მლ კეფირი, 0,5 კგ კიტრი და 0,5 კგ ვაშლი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0