ახალი წლის დღეებში, ტრადიციულად, სახლს ვალაგებთ, ვასუფთავებთ, მაგრამ განა ყოველთვის ვაგდებთ იმას, რასაც დიდი ხანია, ყავლი გაუვიდა, წლებია, აღარ გამოგვიყენებია? და მაინც – ესა თუ ის ნივთი ჯიუტად იკავებს ადგილს გარდერობში თუ ჩვენი სახლის ამა თუ იმ თაროზე, რატომღაც ვერ ველევით მას და გვენანება მისი გადაგდება ან სხვისთვის მიცემა.
ხშირად ვეძებთ მიზეზებს, რატომ დაგვიდგა ასეთი უიღბლო ხანა ცხოვრებაში, რატომ მიდის ჩვენი საქმეები უკუღმა და კარგი განწყობაც, შესაბამისად, გაუჩინარდა. ამის პასუხი, შესაძლოა, ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთებში იყოს, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ქაოსი შემოაქვს.
• „მკვდარი" ნივთები
საუბარია სხვადასხვა გამხმარ ყვავილზე, მოკლული ცხოველების ფიტულებზე, შესაძლოა, ნიჟარებზეც კი. თუ გიყვართ ცოცხალი ყვავილები, კარგად მოუარეთ მათ, რომ არ გახმეს, ნიჟარები ხშირად გაწმინდეთ, რათა ცუდ აურასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აიცილოთ.
• ბუნებრივი კატასტროფების ამსახველი სურათები და ფოტოები
საუბარია არა მხოლოდ გლობალურ კატასტროფებზე, არამედ ისეთ სურათებზეც, სადაც გამოსახულია ძლიერი წვიმა, დიდთოვლობა და სხვა, რომლებიც თქვენში დადებით ემოციებს არ აღძრავს.
• უწყვილო ნივთები
თუ შემოგრჩათ ძველი ერთი ცალი თხილამური, ან ერთი კედი, რომელიც ძალიან მოგწონდათ, მაგრამ არ იცით, სადაა მისი მეორე ცალი, სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი.
არომათერაპია და მისი ზეგავლენა ადამიანებზე>>
• გაჩერებული საათი
ეს ძალიან ცუდი ნიშანია, ამიტომ იზრუნეთ, რომ სახლში ყველა საათი მუშაობდეს. თუ მათი შეკეთება უკვე აღარ შეიძლება, გაიტანეთ ისინი სახლიდან და გადააგდეთ.
• გაცვეთილი ცოცხი
ყველაფერი, რითიც სახლს ასუფთავებთ, წესრიგში უნდა იყოს. თუ ცოცხი უკვე გაცვდა, ახლით შეცვალეთ, ამან, შესაძლოა, ფინანსური პრობლემები მოგიტანოთ.
• ფოტოები, რომლებიც თქვენში დადებით ემოციებს არ იწვევს
ყველაფერი, რაც თქვენში ნეგატივს იწვევს, უნდა მოიშოროთ სახლიდან — ეს სრულებით ლოგიკური და სწორი საქციელია.
• წვრილი ნაგავი ჯიბეში, საფულესა თუ ჩანთაში
როგორც ამბობენ, ასეთი წვრილმანებით დიდი პრობლემები იწყება. თუ გსურთ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონიამ დაისადგუროს, ეცადეთ, ყველა ნივთი წესრიგში გქონდეთ.
• ნივთები, რომლებიც სამ წელზე მეტია, აღარ გამოგიყენებიათ
ისინი უმოძრაობის ენერგეტიკას აგროვებს, ამიტომ თქვენ გარშემო განვითარებას აფერხებს. არ ღირს ისეთი ნივთების შენახვა, რომელთა გამოყენებას ნამდვილად არ აპირებთ.
• გატეხილი მინები
ისინი დაცვაში არსებული ხვრელის გარღვევის სიმბოლოა. მიდევნეთ თვალი, რომ ყველა სარკე, ჭურჭელი და სხვა მტვრევადი საგანი მთლიანი იყოს. თუ გაიბზარა ან გატყდა — მოიშორეთ თავიდან!
• ძველი ნივთები
თუ არ შეგიძლიათ ძველი ტანსაცმლის გადაყრა, მაშინ მოწყალების ან ქველმოქმედების სახით გაეცით. არ არის საჭირო, სახლში შეინახოთ ის, რის ჩაცმასაც არ აპირებთ.
შესაძლოა, ზოგიერთი რჩევა სხვა დროსაც გსმენიათ, მაგრამ ყური დაუგდეთ მას? შეიძლება, არც გჯერათ ამის და ცრურწმენა გგონიათ. სცადეთ, მოაშორეთ სახლიდან, ჯიბეებიდან, კარადებიდან ძველი, უსარგებლო ნივთები — იქნებ და „გაჭრას"? თუ არა, დალაგებული სახლი მაინც „შეგრჩებათ".
ერთი რამ კი ნამდვილად ასეა: როცა ჰარმონიულ გარემოში ვცხოვრობთ, ეს ჩვენს განწყობაზე, ფიქრებზე, აზროვნებაზე დადებით მოქმედებს; როცა ქველმოქმედებას ვეწევით, ეს ჩვენს ენერგეტიკაზე დადებითად აისახება; როცა კარგი, კეთილი აზრები მოგვდის თავში, ეს ჩვენს განწყობაზე აისახება პოზიტიურად… ასე რომ, გაიღიმეთ, გადაყარეთ ძველი, გამოუსადეგარი ნივთები და თქვენც გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატივისგან!
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. არსებობს სწრაფი ჩაძინების მარტივი, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, არც ისე სასარგებლო ხერხი, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის ნერვული დაავადებებისა და ნეიროქირურგიის კათედრის დოცენტი მიხაილ პოლუეკტოვი.
მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ძილის წინ ოთხი საათით ადრე რაიმე ტკბილის ჭამა.
„დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ბევრ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, აჩქარებს ჩაძინებას. ასე რომ, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტკბილეული ხელს უწყობს ჩაძინებას, თუმცა სხვა თვალსაზრისით ეს არც ისე სასარგებლოა“, — აღნიშნა ექიმმა.
ადვილად ასათვისებელი, ანუ ჩქარი ნახშირწყლები, ეს მარტივი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ამუშავებს. მათ მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება უბრალო მოლეკულებად დასაშლელად, სისხლში მოსახვედრად და ამით ორგანიზმის საჭირო ენერგიით მოსარაგებლად. ასეთი პროცესების სიჩქარე განისაზღვრება გლიკემიური ინდექსით: რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ორგანიზმი გადამუშავებაზე.
სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს, მაგალითად, ცომეული, ბურღულეული, მოხარშული ბოსტნეული, შემწვარი კარტოფილი, ლაფშა, შაქარი, თაფლი და ა.შ.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ექიმებმა ჩამოთვალეს ხრიკები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სპეციალური დიეტის გარეშე დაიკლოთ წონაში უფრო სწრაფად წერს გამოცემა The Sun–ი.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტ ტამარა უილნერის თქმით, ადამიანის წონაზე ზეგავლენას ახდენს არა მარტო საკვები, არამედ ყველა წვრილმანი ჩვევა. იგი გთავაზობთ 12-კვირიან სპეციალურ პროგრამას, რომელიც გარკვეული წესების ჩვევად ქცევას ითვალისწინებს.
ეს ის მარტივი წესებია, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ შიმშილის, გამომფიტავი დიეტებისა და გამუდმებული ფიზიკური დატვირთვების გარეშე, და რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) პროგრამა Second Nature-ს რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. უძლიერესი ეროვნული ჩემპიონატების მსოფლიო რეიტინგში საქართველომ 75-ე ადგილი დაიკავა. მონაცემები მოჰყავს IFFHS-ს - ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციას.
IFFHS-ს მონაცემები 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 80 ჩემპიონატის მიხედვით მოჰყავს. ჩამონათვალში შევიდა 45 ევროპული პირველობა, სადაც საქართველოს ეროვნული ლიგა მხოლოდ კოსოვოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატებს უსწრებს.
IFFHS-ის შარშანდელ რეიტინგში საქართველოს ჩემპიონატი 51-ე ადგილს იკავებდა, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ლიგის რეგრესმა 24 პოზიცია შეადგინა.
ლიდერთა სამეულში არიან იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ჩემპიონატები. აღსანიშნავია, რომ იტალიის „სერია А“ სიას სათავეში 14 წელიწადში პირველად მოექცა. მანამდე მსოფლიოში ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები დომინირებდნენ.