ვაშლი წონაში დაგაკლებინებთ, თუ სწორ დროს შეჭამთ: დიეტოლოგის რჩევა

გამოწერა
ბრიტანელი დიეტოლოგი განმარტავს, როდის რა სიხშირით უნდა მიირთვათ ვაშლი, თუ გსურთ რომ მან ცხიმების წვას შეუწყოს ხელი

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ერთი ვაშლის ჭამა ყოველი კვების წინ (ყოველდღიურად) წელიწადში ხუთ კილოგრამზე მეტი ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ, წერს გამოცემა The Sun-ი ბრიტანელ დიეტოლოგ რობ ჰობსონზე დაყრდნობით.

ვაშლის ჭამა - Sputnik საქართველო
როდის არის ვაშლის ჭამა ჯანმრთელობისთვის სახიფათო – ექსპერტის რჩევა

დიეტოლოგის თქმით, ვაშლი სამჯერ მეტად ანაყრებს, ვიდრე შოკოლადის ფილა ან ნებისმიერი სხვა მაღალკალორიული ტკბილეულობა.

„ასი გრამი ვაშლი შეიცავს 1,2 გრამ საკვებ ბოჭკოს, რომლის წყალობითაც თავს დანაყრებულად ვგრძნობთ, განსაკუთრებით ჭამის წინ“, — განმარტავს სპეციალისტი.

როგორც ჰობსონი ამბობს, უჯრედისი ასევე ხელს უწყობს ნაწლავებში ბაქტერიების ბალანსის დარეგულირებას, რაც, თავის მხრივ, წონაში კლებას განაპირობებს და ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას აფერხებს.

ძლიერი საწამლავი: მეცნიერები ლაქებიანი ვაშლის ჭამას კრძალავენ>>

 

 

ყველა ახალი ამბავი
0