ბუნებრივი ნაძვისხე

ეს უნდა იცოდეთ! ბუნებრივი ნაძვის ხის საფრთხეები მეცნიერები გვირჩევენ

52
(განახლებულია 21:20 30.12.2020)
მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით დაადგინა, რა საფრთხეებს შეიცავს სახლში ბუნებრივი ნაძვის ხის დადგმა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ბუნებრივი ნაძვის ხე სახლში სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ასეთი დასკვნა მეცნიერთა ჯგუფმა მთელი რიგი კვლევების საფუძველზე გამოიტანა. 

გაირკვა, რომ ნაძვის ხეს შეუძლია ხველების შეტევა გამოიწვიოს და, უფრო მეტიც, ასთმის პროვოცირებაც კი მოახდინოს.

მეცნიერთა თქმით, ბუნებრივ გარემოში გაზრდილ ხეებზე 50-ზე მეტი სახეობის ობის სპორები და მწერები გროვდება, და როდესაც ხე სითბოში ხვდება, ისინი ცოცხლდებიან და „მავნებლობას“ იწყებენ.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ბუნებაში ხეების 70% დასნებოვნებულია მწერებითა და ობის სპორებით.

სწავლულები ამბობენ, რომ თუ ადამიანი საკმარისად ჯანმრთელია, არანაირი პათოლოგია ან თანდაყოლილი დეფექტი არ აქვს, მაშინ მისი იმუნიტეტი თავისუფლად გაუმკლავდება ნაძვის ხის საფრთხეს. მიუხედავად ამისა, ექიმები გვირჩევენ, არ გავაჩეროთ ნაძვის ხე შინ ორ კვირაზე მეტხანს.

52
თემები:
სასარგებლო რჩევები (445)
დედა ძუძუს აჭმევს ბავშვს

​​მიიღოს თუ არა მეძუძურმა დედამ ყავა და როგორ ვიკვებოთ სწორად: სპეციალისტის რჩევები

14
(განახლებულია 11:40 18.01.2021)
რა სარგებლობა მოაქვს ძუძუთი კვებას როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის, როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ყარამან ფაღავამ საჯარო ლექციაზე ისაუბრა.

ამასთან, ფაღავა საუბრობს სწორი კვების მნიშვნელოვაზე და რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი საკვები.

ყარამან ფაღავა
ყარამან ფაღავა

- მინდა საუბარი დავიწყო ბუნებრუვუ კვებით. დღემდე უამრავი ფორმულა და ნარევი იქმნება, მაგრამ ბუნებრივ კვებაზე უკეთესი პატარებისთვის არაფერი არ არსებობს. ადამიანი ცოტა თავკერძა და ეგოსიტიც არის. ქალბატონების საყურადღებოდ ვიტყოდი, რომ ბუნებრივი კვება მარტო ბავშვისთვის არ არის კარგი. დედისთვისაც ძალიან სასარგებლოა. რამხელა მუშტიც აქვს ქალბატონს, დაახლოებით იმხელა საშვილოსნო აქვს. საშვილოსნო ეს არის ქალისთვის მეორე გული. როდესაც დედა შვილს ძუძუს აძლევს, გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი, ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოსაც შეკუმშავს. მოგეხსენებათ, ტონუსში მყოფი საშვილოსნო ეს არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი კრიტერიუმი.

- ბავშვისთვის რატომ არის კარგი ბუნებრივი კვება?

- დედის რძე საუკეთესო საკვები რომ არის მაგაზე აღარფერს ვამბობ. არის მეორე მომენტიც, პატარა ბავშვს დამცველობითი უნარი, მე ვგულისხმობ იმუნოლოგიური რეაქტიულობა შედარებით დაქვეითებული აქვს და დედის მეშვეობით იგი ღებულობს იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს, ინეფერონებს და ეს იცავს მას ინფექციისგან. ამიტომაც არის, რომ ექვს თვემდე ჩვილი ბავშვი როგორც წესი არ ხდება ავად. თუ გარეთ ყივნაში შიშველს გაიყვანთ, ან უცხო ადამიანები სახეზე კოცნიან, შესაძლოა დაემართოს ინფექცია, მაგრამ დედის რძის საშუალებით გადასული დამცველობითი ნივთიერებები შესანიშნავად იცავს ბავშვს ასეთი ინფექციებისგან.

როცა დედა შვილს ძუძუს აძლევს, მათ შორის უხილავი სიმები იქმნება. ეს არის სიმები ურთიერთსიყვარულის, ურთიერთსითბოსი და პატივისცემის. მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა. დედასა და ბავშვს შორის კი ისეთი კავშირებია, რომ რაც არ უნდა მოხდეს დედას და შვილს შორის ამ კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია.

- როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა?

- ერთხელ ჩემმა პაციენტმა მითხრა, შვილოსნობა დასჯა ხომ არ არის, რატომ უნდა ავკრძალო საკვებიო? აბსოლუტურად მართალია. არაფრის აკრძალვა არ გვინდა, ყველაფრის მიღება შეიძლება, ოღონდ საღი აზრიდან გამომდინარე. ერთი აკრძალვა კი არის მაინც, დაუშვებელია მეძუძურმა დედამ მიიღოს ალკოჰოლი. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ნიუანსები. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს მეტეორიზმი, ამ დროს არის საკვები, რომელიც დედამ ნაკლებად უნდა მიიღოს. ეს არის ლობიო, კომბოსტო, შაქარი. მე ამას კი არ გიკრძალავთ, უბრალოდ გეუბნებით, თუ ძალიან შეაწუხებს ბავშვს მეტეორიზმი, ეს პროდუქტები მიიღეთ ნაკლები რაოდნობით. თუ ძალიან შეკრულია მოერიდეთ ბრინჯს. მესამე მომენტია ფაღარათი, ამ დროს დედამ ნაკლებად უნდა მიიღოს ზეთიანი, ქონიანი, კრემიანი საკვები და თქვენ წარმოიდგინეთ შავი ქლიავიც. თუმცა კიდევ ვიმეორებ, თუ ბავშვს ყველაფერი წესრიგში აქვს, შესაძლოა დედამ მიიღოს ყველაფერი.

არის ზოგიერთი საკვები, სითხე, რომელიც ზოგჯერ ბავშვს ცოტათი აღაგზნებს. ეს არის ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა, ზოგჯერ შოკოლადიც კი. მეუღლეების საყურადღებოდ ვამბობ, დედას არაფერს ვუკრძალავთ. მეძუძურმა დედამ რაც არ უნდა მოინდომოს უნდა უშოვნო და მიუტანო. მაგრამ თუ ბავშვი ნამეტანი აღგზნებულია, ნუ დალევს დედა ხუთ ფინჯან ყავას და დალიოს ერთი.  მაგრამ ყველაზე კარგი საზომი არის ბავშვის მდგომარეობა. თუ დალია ერთი, ორი, სამი ფინჯანი და ბავშვი კარგად არის, დედას აქვს უფლება მიიღოს ყავა, თუ ასე ძალიან უყვარს.

- რაც შეეხება მოზარდი ადამიანის კვებას, როგორ უნდა იკვებოს უკვე მოზრდილმა ადამიანმა?

- რასაკვირველია, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ხან ასე უნდა გაამზადო, ხან ისე. გარკვეული წესები არის. ზეთში როდესაც ხარშავ რამეს, ზეთზე თერმული ზემოქმედებით ლიპიდების ზეჟანგები წარმოიქმნება. ლიპიდების ზეჟანგები კანცეროგენია. შებოლილი საჭმელი. ზოგიერთს გვიყვარს, მეც მიყვარს, მაგრამ ესეც კანცეროგენია. ზედმეტად შემწვარი, აი, ქერქი რომ არის კარტოფილის ძალიან შემწვარი, ესეც კანცეროგენია. მომზადების წესი მნიშვნელოვანია. ყველაზე უკეთესი საჭმელი უმი საჭმელია, ასევე ორთქლზე დამზადებული და მოხარშული. პატარა ნიუანსები არის მნიშვნელოვანი.

გაითვალისწინეთ, მარილის მოხმარებისას ზომიერების დაცვა აუცილებელია. ზოგიერთი ძალიან ჭარბად აყრის მარილს. ვინც ამას შეეჩვევა, მერე გემრიელად ეჩვენება. ყველაფერი შეჩვევაზეა. არის ერთი ძალიან საინტერესო ეპიდემიოლოგიური მონაცემი. ჩრდილოეთ და სამხრეთ იაპონიაში შეადარეს არტერიული წნევის სიხშირე და სისხლჩაქცევების მაჩვენებლები. ორივე მათგანი 4-5-ჯერ უფრო ხშირია ჩრდილოეთში. ისინი ბევრ გაყინულ და დამარილებულ თევზს ჭამენ. მარილი, პირველ რიგში, ზემოქმედებს წნევაზე.

არის მეორე მომენტიც- შაქარი. შაქარი საერთოდ არ არის ბუნებრივი საკვები. მარილს და შაქარს აქვს ერთი უპირატესობა, საჭმლის შენახვისთვის გამოდგება. თუ ფაღარათი აქვს დიდს ან მოზრდილს, ამ დროს მარილები იკარგება და მარილიანი საკვები უნდა მიირთვას. თუ ბავშვი არ ჭამს, დღეში ერთხელ ჭამს, ​ჰიპოგლიკემია დაემართა, იქ სწრაფად საჭიროა შაქრიანი საკვები. ისე შაქარი იწვევს სიმსუქნეს, კბილების გაფუჭებას, დიაბეტს. ეს არის რისკ-ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს.

- როგორ უნდა მივხვდეთ, სწორად ვიკვებებით თუ არა?

- არის ძალიან მარტივი დასკვნა. ​სწორად ვიკვებებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი წონა წესრიგშია, თუ არ გვაქვს საკვებთან დაკავშირებული დაავადებები, ანემია, ავიტამინოზი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, თუ არ გვაქვს ნაოჭიანობა, კანის ფერის ცვლილება, თმის მტვრევადობა. გუნება-განწყობა თუ კარგია, ე.ი. სწორად ვიკვებებით. ჩვილ ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია წონის მატების მრუდი.

სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ხშირად ვამბობ, რომ ჯანმრთელობა შესანიშნავი რამ არის, მაგრამ მთავარი სამიზნე ცხოვრებაში ჯანმრთელობა არ არის. ჯანმრთელობა არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენი თავის რეალიზაცია მაქსიმალურად მოვახდინოთ.​ საკვების მიღებაში საკრარული ელემენტებიც არის. გაგახსენებთ: საიდუმლო სერობა, ტრაპეზი, ახლობლებთან ურთიერთობა, შეხვედრა, ერთად პურის გატეხვა. საკვების მომზადება სიყვარულის გამოვლინებაც არის. თუ მეუღლე ცდილობს გემრიელი საჭმელი გაგიკეთოს, გასიამოვნოს, ესეც ხომ სიყვარულის გამოვლინებაა. საკვები, კარგი კვება მარტო ჯანმრთელობა კი არ არის, ეს არის გრძნობები.

 

14
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
გულის შეტევა

ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს

376
(განახლებულია 19:35 14.01.2021)
მოახლოებული მიოკარდიუმის ინფარქტის ამოცნობა შესაძლებელია პირის ღრუსთან დაკავშირებული სიმპტომებით

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, განუცხადა ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა გამოცემა Express-ს.

მან განმარტა, რომ ამ ტიპის ნადები შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისგან და სისხლში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც არტერიებში გროვდება. ეს ცხიმოვანი ნალექი, რომელიც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი, არის გულის დაავადებებისა და გულის შეტევების  მკვებავი გარემო და ასევე მათი მახასიათებელი.

გარდა ამისა, პროფესორი განმარტავს, რომ თუ ადამიანი პირში უჩვეულო მჟავე გემოს შეამჩნევს, ეს შეიძლება სიგნალიც კი იყოს.

გარდა ამისა, ღრძილების დაავადებამ ან პაროდონტიტმა შეიძლება გულის დაავადება გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუში არსებული „ცუდი“ ბაქტერიების გროვა შეიძლება სისხლნაკადში მოხვდეს.

„პირი სავსეა როგორც კარგი, ისე ცუდი ბაქტერიებით. ცუდი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისხლძარღვების ანთება გამოიწვიოს, რასაც შედეგად შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოჰყვეს“, — ამბობს პროფესორი.

ადამ ტეილორის აღნიშნავს, რომ გულის შეტევის სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს ტკივილი ყბაში, რომელიც შეიძლება კბილის ძლიერ ტკივილად მივიჩნიოთ.

მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

376
თემები:
ექიმი გირჩევთ

ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ–ხუთეული

0
(განახლებულია 11:12 18.01.2021)
2020 წლის ბოლოს ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია ქართველი ფეხბურთელების ღირებულება.  
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთეული
© Sputnik / Konstantin Ivanov

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ტოპ–5 ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას.  

გარდ ამისა, Transfermarkt–ი აცხადებს, რომ ავსტრიისა და თურქეთის ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილე ქართველი ფეხბურთელების ფასი გაიზარდა – საბა ლობჟანიძის ფასი, რომელიც „ანკარაგუჯუს“ სახელით ასპარეზობს, 1 მლნ ევროდან 1,7 მლნ ევრომდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა „კონიასპორში“ მოთამაშე ქართველი ნახევარმცველის ლევან შენგელიას ფასი. იგი 400 ათასით „გაძვირდა“ და ახლა 1,8 მლნ ევრო ღირს. შესამჩნევად გაიზარდა ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლუკა ლოჩიშვილის ღირებულებაც: ოქტომბერში მისი „ფასი“ 400 ათას ევროს შეადგენდა, ახლა კი 1 მილიონამდე გაიზარდა.

0