დიეტის შედეგი

დუკანის დიეტა: პლუსები, მინუსები და მენიუს ნიმუში

582
(განახლებულია 17:30 28.12.2020)
დუკანის დიეტა წონაში დაკლების პოპულარული მეთოდია, რომელიც დიეტაში ცილოვანი საკვების უპირატესობაზეა დაფუძნებული.

დუკანის დიეტა: კვების პრინციპი

ეს დიეტა 30 წელზე მეტი ხნის წინ შეიმუშავა ფრანგმა ექიმმა-თერაპევტმა პიერ დუკანმა. მას საფუძვლად უდევს ცილოვანი დიეტა ნახშირწყლების მინიმალური შემცველობით. მათი არარსებობის გამო ორგანიზმი უნდა გადაეწყოს და მიიღოს ენერგია საკუთარი ცხიმოვანი მარაგიდან. რაციონში შემავალი პროტეინების წყალობით დანაყრების შეგრძნება უფრო სწრაფად ჩნდება და შიმშილი არც ისე მწვავედ იგრძნობა.

დუკანის დიეტა რამდენიმე თვე გრძელდება. დიეტის დაწყებამდე სპეციალური კალკულატორის მეშვეობით უნდა გამოითვალოს „სწორი“ წონა. ის დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სიმაღლესა და აღნაგობის თავისებურებებზე. საერთო ჯამში პიერ დუკანის დიეტა 100 პროდუქტის გამოყენების საშუალებას იძლევა.

დიეტა მოიცავს ოთხ ეტაპს:

  • შეტევა;
  • მონაცვლეობა;
  • განმტკიცება;
  • სტაბილიზაცია.

საწყისი ორი ფაზა ხელს უწყობს წონაში კლებას, ხოლო ბოლო ორი — შედეგის განმტკიცებას. ამასთან, უკვე პირველი კვირის განმავლობაში დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) ხარჯზე 2-3 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი.

შეტევის ეტაპი მოიცავს მხოლოდ ცილოვანი საკვების მიღებას. ფაზა, როგორც წესი, გრძელდება ორიდან შვიდ დღემდე. რაციონში ნებადართულია საქონლისა და ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, უცხიმო რძის პროდუქტები და კვერცხი. ასევე მენიუში აუცილებელია 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს შეტანა. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიურად ივარჯიშოთ და დალიოთ 1,5 ლიტრი წყალი.

მონაცვლეობის ფაზა შეიძლება ერთი თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს. ამ ეტაპზე პირველი ფაზის მენიუს ემატება 28 სახის ბოსტნეული: პომიდორი, კიტრი, ჭარხალი, სატაცური, ნიახური, ბროკოლი და ა.შ. სალათების შესაკმაზად შეგიძლიათ ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ. ვარჯიშები დღეში 30 წუთის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს.

გამყარების ფაზა შემუშავებულია იმისთვის, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ ჭარბი წონის მატება. დიეტაში ერთვება ხილი, პური, ყველი და სახამებლის მაღალი შემცველობის პროდუქტები. მიუხედავად ამისა, კვირაში ერთი დღე შეტევის ფაზის შესაბამისად უნდა იკვებოთ. პერიოდულად დასაშვებია დღესასწაულების მოწყობა და კალორიული კერძების დაგემოვნება.

სტაბილიზაციის ფაზა მიზნად ისახავს წონის შენარჩუნებას და არ გულისხმობს მძიმე შეზღუდვებს, თუმცა არსებობს გარკვეული წესები. კვირაში ერთხელ უნდა მოაწყოთ ცილოვანი დღე — სასურველია დაიცვათ მესამე ეტაპის მენიუ. ასევე რაციონში უნდა შედიოდეს შვრიის ქატო, ხოლო ფიზიკურ დატვირთვას ყოველდღიურად 20-30 წუთი უნდა დაუთმოთ.

დუკანის დიეტის ძირითადი წესები ყველა ეტაპისთვის:

  • ლიფტზე უარის თქმა;
  • დიდი რაოდენობით სითხე;
  • ქატოს გამოყენება;
  • სპორტული აქტივობები;
  • შესაძლებელია შაქრის შემცვლელების გამოყენება.

დუკანის დიეტის პლუსები

ეს მეთოდი წონის სწრაფი დაკლებით გახდა ცნობილი მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ბევრი სხვა დიეტისგან განსხვავებით, მას საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ აქვს. პირველ ორ კვირაში კალორიების დათვლა, ასევე შეზღუდვა საკვებსა და მისი მიღების დროში საჭირო არ არის. პლუსებში შედის ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა: სიარული, ფიტნესი, ცურვა და ა.შ. დუკანის ცილოვანი დიეტა შესაფერისია მათთვის, ვისაც არ მოსწონს წონაში კლების მკაცრი მეთოდები.

დუკანის დიეტის მინუსები

სამეცნიერო საზოგადოებაში წონაში კლების ამ მეთოდს ხშირად აკრიტიკებენ ჭარბი ცილების გამო, რამაც შეიძლება თირკმლები დააზიანოს, გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და დიალიზის აუცილებლობა. ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ რაციონი არ არის დაბალანსებული, რის გამოც ორგანიზმში მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი წონის საკმაოდ სწრაფ დაკლებას გულისხმობს, არსებობს „მოშლისა“ და ძველი წონის დაბრუნების დიდი ალბათობა.

„მიკროელემენტებისა და ვიტამინების გამოხატული დეფიციტი იწვევს არა მხოლოდ გარეგნულ, არამედ ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებთან დაკავშირებულ პრობლემებს. შედეგად – ამ ყველაფერმა შეიძლება ჰორმონალური მოშლა გამოიწვიოს“, — აცხადებს დიეტოლოგთა საზოგადოების წევრი ოლგა დეკერი.

დუკანის დიეტის 7 დღის მენიუს ნიმუში

შეტევის ფაზისთვის მხოლოდ ცილებია დასაშვები, ამიტომ დიეტის ნიმუში შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

ორშაბათი: საუზმე — ომლეტი ჩაისთან ან ყავასთან ერთად. სადილი შედგება ქათმის სუპისა და პიტნის ჩაისგან. სამხარზე შეგიძლიათ მიირთვათ უცხიმო ჩიზქეიკები (ყველის ღვეზელები), ხოლო ვახშამზე — ჰაერღუმელში გამომცხვარი სკუმბრია და კეფირი ქატოთი.

სამშაბათი: საუზმე — შვრიის ქატოს ფაფა, ჩაი ან ყავა. სადილზე შეგიძლიათ დაბეგვილი ხორცი ან კოტლეტი მიირთვათ, ხოლო სამხარზე — კეფირი ქატოთი. ვახშამი შედგება ინდაურის ხორცის ფრიკადელისა (გუფთა) და გვირილის ჩაისგან.

ოთხშაბათი: საუზმე — მოხარშული კვერცხი, ჩაი ან ყავა. სადილი: ქათამი ქატოთი, ჩაი. სამხარზე — მოხარშული ზღვის პროდუქტები. ვახშმად — ღუმელში გამომცხვარი ინდაურის ნაჭრები და იოგურტი.

ხუთშაბათი: საუზმე — ტაფამწვარი ხორცით ან ლორით, ფინჯანი ყავა. სადილად შეგიძლიათ მიირთვათ თევზის წვნიანი მოხარშულ კვერცხთან ერთად. სამხარზე — ჰაერღუმელში გამომცხვარი ყველიანი ღვეზელები. ვახშმად შეგიძლიათ მოამზადოთ წითელი თევზის ომლეტი და დალიოთ ქატოიანი კეფირი.

პარასკევი: საუზმე — ქატოს კვერისა და ლორის ბუტერბროდი, ჩაი ან ყავა. სადილი: ღუმელში გამომცხვარი ქათამი და ჯანჯაფილის ჩაი. სამხარზე — ქატოს ბლინები დუკანის რეცეპტის მიხედვით. ვახშამი: თევზის ღვეზელი, მწვანე ჩაი.

შაბათი: საუზმე — ერბოკვერცხი, ჩაი ან ყავა. სადილად — საქონლის ხორცის სტეიკი, ჩაი ლიმონით. სამხარზე შეგიძლიათ მიირთვათ ქატოს კვერები და იოგურტი, ხოლო ვახშამზე — თევზის სალათი და პიტნის ჩაი.

კვირა: საუზმე — ომლეტი გამდნარი ყველით, ჩაი ან ყავა. სადილი: თევზის ასორტი, კეფირი ქატოთი. სამხარზე — ათქვეფილი ცილის დესერტი. ვახშამი — ტომატის სოუსში გამომცხვარი ქათამი.

 

582
თემები:
სასარგებლო რჩევები (447)
მძინარე ქალი

არც ისე სასარგებლო, მაგრამ ეფექტური: ექიმი სწრაფი ჩაძინების მარტივ მეთოდს ასახელებს

266
(განახლებულია 22:11 22.01.2021)
უძილობა კვლავაც რჩება ჩვენი ნერვიული და მოუსვენარი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, თუმცა არსებობს მისი აღმოფხვრის ეფექტური ხერხი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. არსებობს სწრაფი ჩაძინების მარტივი, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, არც ისე სასარგებლო ხერხი, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის ნერვული დაავადებებისა და ნეიროქირურგიის კათედრის დოცენტი მიხაილ პოლუეკტოვი.

მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ძილის წინ ოთხი საათით ადრე რაიმე ტკბილის ჭამა.

„დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ბევრ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, აჩქარებს ჩაძინებას. ასე რომ, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტკბილეული ხელს უწყობს ჩაძინებას, თუმცა სხვა თვალსაზრისით ეს არც ისე სასარგებლოა“, — აღნიშნა ექიმმა.

ადვილად ასათვისებელი, ანუ ჩქარი ნახშირწყლები, ეს მარტივი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ამუშავებს. მათ მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება უბრალო მოლეკულებად დასაშლელად, სისხლში მოსახვედრად და ამით ორგანიზმის საჭირო ენერგიით მოსარაგებლად. ასეთი პროცესების სიჩქარე განისაზღვრება გლიკემიური ინდექსით: რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ორგანიზმი გადამუშავებაზე.

სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს, მაგალითად, ცომეული, ბურღულეული, მოხარშული ბოსტნეული, შემწვარი კარტოფილი, ლაფშა, შაქარი, თაფლი და ა.შ.

 

266
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა ქალი იზომავს წელის გარშემოწერილობას

არც იშიმშილოთ და არც ძალიან დაიტვირთოთ: 12 მარტივი ხრიკი წონაში სწრაფად დასაკლებად

310
(განახლებულია 20:24 22.01.2021)
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტებმა სპეციალური პროგრამა შექმნეს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ და წონასაც ზედმეტი დატვირთვის გარეშე დაგაკლებინებთ 

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ექიმებმა ჩამოთვალეს ხრიკები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სპეციალური დიეტის გარეშე დაიკლოთ წონაში უფრო სწრაფად წერს გამოცემა The Sun–ი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტ ტამარა უილნერის თქმით, ადამიანის წონაზე ზეგავლენას ახდენს არა მარტო საკვები, არამედ ყველა წვრილმანი ჩვევა. იგი გთავაზობთ 12-კვირიან სპეციალურ პროგრამას, რომელიც გარკვეული წესების ჩვევად ქცევას ითვალისწინებს.

ეს ის მარტივი წესებია, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ შიმშილის, გამომფიტავი დიეტებისა და გამუდმებული ფიზიკური დატვირთვების გარეშე, და რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) პროგრამა Second Nature-ს რეკომენდაციები ასე გამოიყურება: 

  • გააზავეთ დღე მოკლე ფიზიკური დატვირთვებით. მაგალითად: კბილების გახეხვის დროს ჩაჯდომებით, ტელევიზორის ყურებისას კედლიდან აწევებით; რამე საქმიანობის დროს ადგილზე სირბილით;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება;
  • არ დალიოთ ყავა დღის მეორე ნახევარში, რათა ღამით უკეთ დაიძინოთ;
  • შეცვალეთ ხილის წვენი და ტკბილი სასმელები წყლით, ჩაით ან რძით;
  • დაიწყეთ ყოველი დილა 10-წუთიანი სეირნობით;
  • ძირითადი კვების დროს ჭამეთ მეტი, რომ მოგვიანებით არ წაიხემსოთ;
  • თუ ტკბილეული გიყვართ, შეცვალეთ რძიანი ან თეთრი შოკოლადი 70%-იანი შავი შოკოლადით;
  • ყოველკვირეულად გასინჯეთ ახალი ბოსტნეული;
  • შეადგინეთ საყიდლების ჩამონათვალი სუპერმარკეტში წასვლამდე, რათა თავიდან აიცილოთ საკვებზე სპონტანური ხარჯები;
  • სთხოვეთ მეგობარს, ისეირნოდ თქვენთან ეთად კვირაში ორჯერ;
  • მოძებნეთ პოზიტიური ემოციების მიღების ალტერნატიული გზები — საკვების გარდა. სცადეთ თავსატეხების ამოხსნა, მეგობართან საუბარი ან სხვა რამ, რაც სიამოვნებას განიჭებთ;
  • ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს გარკვეულ საკვებს. თუ ძალიან გსურთ რაიმეს ჭამა, უარი კი არ თქვათ, უბრალოდ მიირთვით ის აუჩქარებლად.

 

310
თემები:
ექიმი გირჩევთ
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 იანვარი

0
(განახლებულია 12:50 24.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 25 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღეს ადამიანების უმრავლესობას ისეთი განწყობა შეექმნება, რომ სულ უბრალო ცხოვრებისეული მოვლენებისგან უსაზღვრო სიხარულს მიიღებს და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტება. გასეირნება ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ფინჯანი ყავა ან ჩაი მეგობრებთან ერთად, გემრიელი საჭმელი – ეს ყოველივე იმდენ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ, რამდენსაც რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა მოგანიჭებდათ. ამ დღეს არ ღირს სერიოზულ გეგმებზე ფიქრი, რადგან დიდია ალბათობა, სასურველი რეალობად აღიქვათ. სამაგიეროდ, იდეალური დღეა რომანტიკისა და სიყვარულისთვის.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ვერძი: განწყობის ნატამალიც კი არ გაქვთ იმისა, რომ რამე გააანალიზოთ ან დეტალებს ჩაუღმავდეთ. მზად ხართ, გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად მიღოთ და გულისძახილს მიჰყვეთ. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ინტუიციაზე დაყრდნობა დღეს არ ივარგებს. წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდება და მათზე დაფიძნებული გადაწყვეტილება – არასწორი. შესაძლო გართულებებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიიღოთ.

კურო: დღეს ძალიან უნდა იფრთხილოთ, განსაკუთრებით სარისკო და ავანტიურულ პროექტებთან დაკავშირებით. იღბალზე მინდობა არ შეიძლება, არის დამანგრეველი კრახის საფრთხე. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ იღბალი თვითონ ჩაგივარდათ ხელში, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკოთ. გონივრული იქნება დროის მოგება და პროექტის სამომავლოდ გადადება: მალე სიტუაცია ცხადი გახდება და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.

ტყუპი: ისეთი ენთუზიაზმით ხართ სავსე, რომ უკუშედეგი შეიძლება მიიღოთ. იმის ნაცვლად, რომ წინ წახვიდეთ, გულმოდგინე „სწრაფვით, მგნებარებითა და გარღვევებით“ გარშემომყოფები შეიძლება გააღიზიანოთ და ეს ყველა წამოწყებას დაამუხრუჭებს. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, სჯობს, დაზოგოთ ძალები და აქცენტი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე გადაიტანოთ. ხოლო თუ ვითარება თქვენს აქტიურობას მოითხოვს, ეცადეთ, ზედმეტი ენთუზიაზმი და გატაცება არ გამოავლინოთ.

კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები მოდუნებასა და კარგად დასვენებას გირჩევენ. ეს აუცილებელია, რათა აღიდგინოთ ენერგია და სასიცოცხლო ძალები. ერთი კია – ირგვლივ მყოფების გაგების იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ აჯობს, მოქმედების იმიტაციაზე იფიქროთ ისე, რომ არ დააზარალოთ არც საკუთარი თავი და არც სხვები. შესაძლოა, საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ, ზოგიერთი სამომავლოდ გადადოთ. მთავარია, ამან არ დაგამძიმოთ – სულ მალე ამ საქმეებს ახალი შემართებითა და ძალებით შეუდგებით.

ლომი: დღეს კარგი „შეჯანჯღარება“ გჭირდებათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველაფერი სულერთია. სინამდვილეში კი თქვენი ემოციები რუტინამ ჩაახშო და თუ ყოველდღიურ ყოფაში მრავალფეროვნების შეტანას შეძლებთ, ჩამქრალ ენთიაზიაზმს გააცოცხლებთ. დაფიქრიდით, იქნებ ღირს, დროებით გადადოთ საქმეები და ქალაქგარეთ გახვიდეთ დასასვენებლად. ან პირიქით – ახალ პერსპექტიულ პროექტს შეეჭიდოთ, თუნდაც ეს პერსპექტივა ბოლომდე გამოკვეთილი არ იყოს. თქვენი გადასაწყვეტია, ვარსკვლავების აზრით კი დღეს ცოტაოდენი ავანტიურა არ გაწყენდათ.

ქალწული: დღეს ნებისმიერი რამ, რისი მამოძრავებელი ძალაც თქვენ ხართ, შეიძლება ჩავარდეს. და თუმცა ეს ჩავარდნები წვრილმანებს შეეხება, თქვენს ყურადღებას მთლიანად დაიპყრობს და აზროვნების კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს. შედეგად გაგიჭირდებათ კარგი შედეგებით თავის წარმოჩენა. სხვათა შორის, გარშემომყოფები და ხელმძღვანელობაც კი თქვენგან რამე სახის გმირობას არც ელოდება შექმნილი საერთო პრობლემების ფონზე.

სასწორი: ექსპერტები კატეგორიულად არ გიორჩევენ მარტო მოქმედებას. ეს ისეთი დღეა, როდესაც დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ მაინც ცდით, შეიძლება სავალალო შედეგები მიიღოთ. ასე რომ, თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, მოგიწევთ მისი გარჩევა ირგვლივ მყოფებთან, მათი რჩევების მოსმენა, კომპრომისის მოძებნა. მაგრამ შედეგი დახარჯული ძალისხმევის კომპენსირებას მოახდენს. ეს რთული გზა ბევრად ეფექტური აღმოჩნდება.

მორიელი: დღეს ავანტიურაში ჩაბმა კარგ არაფერს მოგიტანთ არც სამუშაო და არც პირად ცხოვრებაში. ყველგან, სადაც ოდნავ მაინც გაქვთ იღბლის იმედი, ჩავარდნა გელოდებათ. იღბალი დღეს თქვენთვის „ისვენებს“. უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, ამისთვის საკმარისი იქნება, რომ არ გარისკოთ და ყველაფერში ნაცადი, კონსერვატიული კურსი შეინარჩუნოთ. შეგიძლიათ მიმდინარე საქმეებს მიხედოთ – არე თუ გვიან, ისიც თქვენი გასაკეთებელია.

მშვილდოსანი: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდეთ – ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეცდომებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. არ არის გამორიცხული, რომ ცხვირწინ ვერ დაინახოთ და შეამჩნიოთ რამე, ან ელემენტარული რამ შეგეშალოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეძლებთ მუშაობას მეწყვილესთან ერთად – მისი კონტროლი შეცდომებისგან დაგიცავთ და უფრო ყურადღებიანი გახდებით.

თხის რქა: დღეს კარგი იქნება, თუ სხვების მონაწილეობით დიდ პროექტებს არ შეეჭიდებით – ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოგივიდეთ. იგივე ეხება ნებისმიერ ერთობლივ წამოწყებას. ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ეს ნიშნავს, რომ ყურადღება იმ პროექტებზე უნდა გადაიტანოთ, სადაცთქვენ ხართ პირადად პასუხისმგებელი და სადაც ვერავინ შეგიშლით ხელს.

მერწყული: დღეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ მოაწყოთ პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია – გარშემომყოფები ამას ძალზე პოზიტიურად შეხვდებიან. გაქვთ განწყობა, რომ ემოციების ენაზე ისაუბროთ და ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც ყველა „ფრიადზე“ გაიგებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს არაა აუცილებელი, მსმენელი ციფრებითა და ფაქტებით დაამძიმოთ. საკმარისია კაშკაშა, გადამდები ემოციები და ადამიანები სიამოვნებით გამოგყვებიან უკან.

თევზები: უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ყველაფერი ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამასთან სიურპრიზები შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნოც. მაგალითად, არაა გამორიცხული სირთულეები ისეთ საქმეებში, რომლებიც უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი გგონიათ. მოკლედ რტომ ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში მოვლენების პულსზე უნდა გეჭიროთ ხელი და მზად იყოთ საქმეებში მოულოდნელობებისთვის.

0