მანდარინის სარგებელი, ზიანი და დასაშვები დღიური რაოდენობა: ექიმები გვირჩევენ

© Pixabay / Olga1205მანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი-დიეტოლოგის რეკომენდაციით, მანდარინი ჭამამდე აუცილებლად უნდა გარეცხოთ თბილ წყალში - ამას თავისი მიზეზები აქვს

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მანდარინი ძალიან სასარგებლო ხილია, მას შეუძლია გააძლიეროს იმუნიტეტი, გამოდევნოს ტოქსინები ორგანიზმიდან და გააუმჯობესოს გუნება-განწყობა, თუმცა იმისათვის, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, გარკვეული ზომის დაცვაა საჭირო, აცხადებენ ექიმები.

„მანდარინის საშუალო დღიური დოზა ოთხი ცალია <...>.  შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ ის, მაგრამ არა დიდი რაოდენობით“, — ამბობს ექიმი დიეტოლოგი თამარა პრუნცევა.

მისი თქმით, მანდარინი ზოგადად სასარგებლო ხილია, თუ არ არსებობს რაიმე უკუჩვენება, ინდივიდუალური აუტანლობა და ალერგიული რეაქციები ციტრუსებზე.

მანდარინი - Sputnik საქართველო
დაიკელით წონაში: მეცნიერები მანდარინის უნიკალურ თვისებას ასახელებენ

იგივე მოსაზრებას იზიარებს ექიმი–დიეტოლოგი ელენა ტიხომიროვაც. მისი თქმით, ზამთარში ადამიანის ორგანიზმს, როგორც წესი, ვიტამინები აკლდება, ამიტომ დაბალკალორიული, თუმცა ვიტამინებით მდიდარი (მათ შორის, C ვიტამინით) მანდარინის მიღება შესანიშნავი გამოსავალია.

ამასთან ექიმის რეკომენდაციით, ჭამამდე მანდარინი აუცილებლად უნდა გაირეცხოს თბილ წყალში, ვინაიდან ის შეიძლება მავნე ნივთიერებებით იყოს დამუშავებული  ხანგრძლივი შენახვის მიზნით.

სპეციალისტი ამბობს, რომ სასარგებლოა არა მარტო მანდარინის რბილობი, არამედ კანიც, ვინაიდან მასში მასში უამრავი ანტიოქსიდანტი შედის. ხოლო თეთრი ბოჭკოები, რომლებიც ციტრუსებს ლებნებად ყოფს, ფლავანოიდ ნობილეტინს შეიცავს, რომელსაც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ>>

ექიმები თანხმდებიან, რომ მანდარინის ზედმეტმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება, მუცლის შებერილობა, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ვინაიდან ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს.

  • ამასთან დიეტოლოგები მანდარინის მიღებას დილიდან საღამოს 5 საათამდე გვირჩევენ, თუმცა გვაფრთხილებენ, რომ მისი უზმოზე ჭამა არ შეიძლება.

მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, მანდარინი მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: გამოაძევებს ტოქსინებს ორგანიზმიდან,  გააძლიერებს იმუნიტეტს და გააუმჯობესებს გუნება-განწყობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0