თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. უმძიმეს დაავადება ლეიკემიას (სისხლის კიბო) ადრეული სიმპტომატიკა ახასიათებს, რომლებსაც ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი, ონკოლოგთა ასოციაციის წევრი რომან ტემნიკოვი.
მეცნიერმა დააკონკრეტა ადრეული საგანგაშო სიგნალები, რომელთა შორისაა: ხშირი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ცუდი მადა, ტემპერატურის უმიზეზოდ მატება, სისუსტე და დაღლილობა, ხშირი ინფექციები, წონაში შესამჩნევი კლება.
პროფესორის თქმით, ეს ის ნიშნებია, რომელთა შემთხვევაში უბრალოდ აუცილებელია ექიმთან მისვლა.
ამასთან ტემნიკოვმა აღნიშნა, რომ ლეიკემიის უფრო გვიან სტადიებზე თავს იჩენს ტაქიკარდია, კანზე ჩნდება სილურჯეები, ჭრილობები ძნელად ხორცდება, აღინიშნება გულის წასვლა, კრუნჩხვები, სახსრებსა და ძვლებში მტვრევის შეგრძნება.
პროფესორის თქმით, სამედიცინო გამოკვლევისას სისხლის ფორმულაში სერიოზულ ცვლილებებსა და პრობლემებზე მიუთითებს მოუმწიფებელი ელემენტების დიდი მოცულობა ერითროციტებისა და თრომბოციტების შემცირებული რაოდენობის ფონზე.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. არსებობს სწრაფი ჩაძინების მარტივი, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, არც ისე სასარგებლო ხერხი, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის ნერვული დაავადებებისა და ნეიროქირურგიის კათედრის დოცენტი მიხაილ პოლუეკტოვი.
მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ძილის წინ ოთხი საათით ადრე რაიმე ტკბილის ჭამა.
„დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ბევრ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, აჩქარებს ჩაძინებას. ასე რომ, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტკბილეული ხელს უწყობს ჩაძინებას, თუმცა სხვა თვალსაზრისით ეს არც ისე სასარგებლოა“, — აღნიშნა ექიმმა.
ადვილად ასათვისებელი, ანუ ჩქარი ნახშირწყლები, ეს მარტივი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ამუშავებს. მათ მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება უბრალო მოლეკულებად დასაშლელად, სისხლში მოსახვედრად და ამით ორგანიზმის საჭირო ენერგიით მოსარაგებლად. ასეთი პროცესების სიჩქარე განისაზღვრება გლიკემიური ინდექსით: რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ორგანიზმი გადამუშავებაზე.
სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს, მაგალითად, ცომეული, ბურღულეული, მოხარშული ბოსტნეული, შემწვარი კარტოფილი, ლაფშა, შაქარი, თაფლი და ა.შ.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ექიმებმა ჩამოთვალეს ხრიკები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სპეციალური დიეტის გარეშე დაიკლოთ წონაში უფრო სწრაფად წერს გამოცემა The Sun–ი.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტ ტამარა უილნერის თქმით, ადამიანის წონაზე ზეგავლენას ახდენს არა მარტო საკვები, არამედ ყველა წვრილმანი ჩვევა. იგი გთავაზობთ 12-კვირიან სპეციალურ პროგრამას, რომელიც გარკვეული წესების ჩვევად ქცევას ითვალისწინებს.
ეს ის მარტივი წესებია, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ შიმშილის, გამომფიტავი დიეტებისა და გამუდმებული ფიზიკური დატვირთვების გარეშე, და რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) პროგრამა Second Nature-ს რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დაახლოებით 10 წლის შემდეგ მსოფლიოში შიდსის ეპიდემია დამარცხდება და საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ეს მოხდება, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, თანამედროვე მედიკამენტების წყალობით, ინფიცირებულთა სისხლში ვირუსი არ რჩება, შესაბამისად, მისი გადადებაც შეუძლებელია.
„დღეს, შიდსით დაავადებულთა სისხლში ვირუსი არაა. ის მხოლოდ უჯრედშია. დაავადებულებს აძლევენ მედიკამენტს, რომელიც ორგანიზმიდან ვირუსს მთლიანად ვერ გამოდევნის, მაგრამ ის სისხლში განულებულია. თუ ვირუსი სისხლში არაა, ის, როგორც გადაცემის წყარო, განეიტრალებულია. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია დამთავრდება და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ეს მოხდება. ამასთან, ჩვენ ცალსახად ვიქნებით პირველი ქვეყანა, სადაც, ერთდროულად, ორი ეპიდემია დასრულდება - შიდსი და C ჰეპატიტი“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველო ლიდერია C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამის რეალიზაციაში, ამას კი შიდსის ეპიდემიაზე გამარჯვება მოჰყვება.
2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 474 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის, 6 326 მამაკაცია და 2 148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა და 1 734 გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსი აივ–ინფექციის შემთხვევების შემცირების მიზეზი გახდა >>
გასულ წელს აივ-მკურნალობა 5 220 პაციენტმა გაიარა, მათ შორის 590 აფხაზეთიდან. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 49,0 % (4150) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 36,6 % (3107) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 12 % (1020) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1,3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით (დედიდან შვილზე); 0,5 % (41) - სისხლის რეციპიენტია.