თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ვეგეტარიანულ დიეტაზე ყოფნისას აუცილებელია რაციონის შევსება სპეციალური ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების კომპლექსით, აცხადებს კვების, ბიოტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ფედერალური კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი დმიტრი ნიკიტიუკი.
„თუ ადამიანი იცავს მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტას, მაშინ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი რაციონის მუდმივად იმით შევსება, რასაც არ იღებს მცენარეული საკვებიდან — ვიტამინომინერალური კომპლექსებით, სპეციალიზებული პროდუქტებით... როცა კვების კანონი ირღვევა, ეს ცუდ შედეგებს იწვევს“, — აღნიშნა აკადემიკოსმა.
მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთად ყოველდღიურად 170-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება მიკროელემენტების უკმარისობა.
მანამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 54 ათასი ვეგეტერიანელის მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ხორცზე უარის მთქმელებს — კალციუმისა და ცილების მცირე რაოდენობის გამო (რაც საკვების სახით უნდა მიეღოთ) — ძვლების სიმყიფე ჰქონდათ გაზრდილი.