ტესტის აღება კორონავირუსზე

რა შეცდომებს ვუშვებთ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებისას: ვირუსოლოგი განმარტავს

169
(განახლებულია 18:31 23.11.2020)
გამოკითხულმა ექიმმა–ვირუსოლოგებმა განმარტეს, რატომ შეიძლება აჩვენოს კორონავირუსის ტესტმა არასწორი პასუხი.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსზე ტესტის ჩაბარების წინ პაციენტები უშვებენ შეცდომებს, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენს ტესტის სწორ პასუხზე, იუწყება rbc ექიმ–ვურუსოლოგებზე დაყრდნობით.

სპეციალისტების თქმით, კორონავირუსზე ტესტის ჩაბარების წინ პაციენტმა, სულ ცოტა, სამი საათის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს სიგარეტის მოწევისგან, არ უნდა გამოისუფთაოს ცხვირი და არ უნდა დალიოს არაფერი.

გარდა ამისა, წესები უნდა დაიცვას ლაბორატორიამაც — სწორად შეარჩიოს ანალიზის აღების დრო და ამასთან დაიცვას პროცედურა.

„თუ ნაცხს ცხვირიდან იღებთ გარკვეული წესების დაუცველად – ლაბორატორიის თანამშრომელი ღრმად არ შედის პაციენტის ცხვირში, ხოლო პაციენტმა მანამდე ცხვირი მოიხოცა ან გამოირეცხა, მაშინ სინჯი არაინფორმაციული იქნება“, — განმარტა ვირუსოლოგმა ტატიანა რომანენკომ.

მისი თქმით, იგივე ითქმის ხახიდან აღებულ ნაცხზეც. ტესტის წინ პაციენტმა არ უნდა ჭამოს და არ უნდა გამოივლოს პირის ღრუ ანტისეპტიკური სავლებით.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, ტესტის შედეგზე გავლენას ახდენს მისი ჩატარების დროც. თუ ადამიანი ახალი ინფიცირებულია, მაშინ მის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება იმდენად მცირე რაოდენობით იყოს, რომ მისი გამოვლენა ვერ მოხერხდეს; ხოლო თუ ინფიცირებიდან დიდი დროა გასული, მაშინ მის ცხვირსა თუ ხახაში ვირუსი ასევე შეიძლება არ გამოვლინდეს, ვინაიდან დაავადების განვითარება ამ დროს უკვე ქვედა სასუნთქ გზებში მიმდინარეობს.

169
თემები:
სასარგებლო რჩევები (445)
ბანანის პური ქიშმიშით და მზესუმზირის მარცვლებით

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან პური წონაში დაკლების მიზნით: გპასუხობთ ცნობილი დიეტოლოგი

162
(განახლებულია 21:32 18.01.2021)
რით არის კარგი პური და ღირს თუ არა მისი რაციონიდან ამოღება წონის დაკლების მიზნით, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ექიმი-დიეტოლოგი ტატიანა რაზუმოვსკაია იძლევა პასუხებს.

პური სხვადასხვაგვარია. მთელმარცვლოვანი პური — ეს არის უჯრედისი, В ჯგუფის ვიტამინები (მაგალითად, B1, B6, რომლებიც ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას განაპირობებს), ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფტორი და სხვა მინერალური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები ძირითადად მარცვლეულის გარსში შედის. ამიტომ ჯანმრთელობისთვის პურის სარგებელი დამოკიდებულია არა იმდენად მარცვალზე, რამდენადაც მისი დაფქვის სახეობაზე.

რაც უფრო წვრილად არის მარცვალი დაფქვილი, მით ნაკლებია მისი ღირებულება. მაგალითად, რაფინირებული ფქვილის პურში 0,05 მილიგრამი რკინაა, ხოლო მთელმარცვლოვან პურში — 4,9 მილიგრამი. განსხვავება ასჯერ მეტია. გამოდის, რომ თუ წვრილად დაფქული ხორბლის მარცვლის პურზე იტყვით უარს, მაშინ ორგანიზმი, დიდი ალბათობით, ვერც კი შეამჩნევს სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვას. აი მთელმარცვლოვან პურზე უარის თქმა კი დიდ სარგებელს არ მოგიტანთ.

წონაში დაიკლებთ, თუ...

პურის კალორიულობა საშუალოდ 250-300 კილოკალორიაა 100 გრამზე. ეს არც ისე ბევრია, თუმცა წვრილად დაფქულ ხორბლის პურს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს — 85-90. შედარებისთვის: რძიანი შოკოლადისა და შოკოლადის „ბატონების“  ინდექსი დაახლოებით 70-ია, ხოლო ჭვავის პურის ინდექსი — 50-40. ზოგადად, 70-ზე ზემოთ რიცხვი მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა, 55-ზე ნაკლები კი — დაბალ მაჩვენებლად.

„როდესაც თეთრ პურს მიირთმევთ, ხდება ინსულინის ძლიერი გამოტყორცნა: სისხლში შაქარი მკვეთრად იზრდება, შემდეგ ისევ მკვეთრად ეცემა და სწრაფად გრძნობთ შიმშილს. ამრიგად, ასტიმულირებს რა მადას, წვრილად დაფქული ხორბლის მარცვლის პური ირიბად მოქმედებს წონაში მატებაზე. თუ დიდხანს ზიხართ და ცოტას მოძრაობთ, უმჯობესია ეს პროდუქტი მენიუდან საერთოდ ამოიღოთ“, — ამბობს დიეტოლოგი.

რაც შეეხება მთელმარცვლოვან პურს, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც შიმშილის შეგრძნებას აქრობს, ის, პირიქით, შეიძლება დიეტაზე მყოფმაც მიირთვას.

ამასთან თუ მთელმარცვლოვან პურს რაციონიდან ამოიღებთ:

გაუარესდება ნერვული სისტემის მდგომარეობა

100 გრამი მთელმარცვლოვანი პური არის ვიტამინ B1-ის ყოველდღიური ნორმის თითქმის ნახევარი (დღე-ღამეში 1,1-1,2 მილიგრამი). თუ ვიტამინი საკმარისი არ არის, ადამიანი ხდება გაღიზიანებული, სწრაფად იღლება და კუნთების სისუსტე უვითარდება.

ამასთან პური შეიცავს უამრავ სხვა ვიტამინს, მაგალითად: PP-ს (ნიაცინი), რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მუშაობაზე, და ასევე ვიტამინ B2-ს, რომლის ნაკლებობაც უძილობის პროვოცირებას იწვევს.

მოგაკლდებათ ენერგია 

„მთელმარცვლოვან პურში არის ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა), რომელიც იმუნიტეტისთვის შეუცვლელია. ის გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, იმაზე, თუ როგორ განახლდება ორგანიზმის უჯრედები და, შედეგად, ენერგიის საერთო დონე“, — ამბობს ტატიანა რაზუმოვსკაია.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რაციონიდან პურის ამოღება, შეცვალეთ ის ნელი ნახშირწყლებით — ხორბლის მაგარი ჯიშების მაკარონით, წიწიბურის, ბრინჯის, ქერის ფაფებით.

ნაწლავები უარესად იმუშავებს

მთელმარცვლოვან პურში ბევრია საკვები ბოჭკო, ამიტომ დიდი რაოდენობით მისმა ჭამამ ​​შეიძლება შებერილობა და მეტეორიზმი გამოიწვიოს. მაგრამ თუ პურს ზომიერად მიირთმევთ (100 გრამ მთელმარცვლოვან პურში დაახლოებით 7,4 გრამი საკვები ბოჭკოა), პირიქით, ეს საჭმლის მონელებაში დაგეხმარებათ.

წვრილად დაფქული მარცვლეულის თეთრი პური კი, პირიქით, შეკრულობას იწვევს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. ხოლო თუ ნაწლავების პრობლემები არსებობს, უმჯობესია მენიუდან ამოიღოთ.

ამასთან, დიეტოლოგის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ: წვრილად დაფქული თეთრი პური — ეს სწრაფი ნახშირწყლებია, რაც ენერგიას უზრუნველყოფს ორგანიზმში. ამიტომ თუ სპორტით ხართ დაკავებული, მაშინ თეთრი პურის პატარა ნაჭერი (რა თქმა უნდა, კარაქის გარეშე) შეგიძლიათ ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე მიირთვათ.

 

162
თემები:
ექიმი გირჩევთ
ცაცხვი

ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები

497
(განახლებულია 17:35 18.01.2021)
ცაცხვს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. ის შეუდარებელია გაციების, მაღალი სიცხის, ბრონქიტის, ანგინისა და სხვა დაავადებების დროს.

ცაცხვი (Tilia) ფოთოლმცვენი ხეა, სიმაღლეში იზრდება 35 მეტრამდე. არსებობს მისი 40-მდე სახეობა.

ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში>>

ცაცხვს ადამიანის ორგანიზმისთვის მრავალი სამკურნალო და სასარგებლო თვისება გააჩნია. მას იყენებენ როგორც არატრადიციულ მედიცინაში, ისე თანამედროვე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.

სამკურნალოდ გამოიყენება ცაცხვის თითქმის ყველა ნაწილი – ქერქი, ფოთლები და ყვავილები, ნაყოფი. ტოტებისა და მერქნისგან ამზადებენ კუპრს. არის ძვირფასმერქნიანი მცენარე.

ხის ქერქი შეიცავს ზეთების მნიშვნელოვან რაოდენობას (8 პროცენტამდე), ასევე ტილიროზიდს, ტრიტერპენოიდებს; ფოთლების შემადგენლობაშია ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ნახშირწყლები. ცაცხვის ყვავილები კი შეიცავს: ეთერზეთებს, საპონინებს, ორგანულ შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, კაროტინს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს.

ბროწეული და მისი სასარგებლო თვისებები>>

ცაცხვი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

ანგინა, ლარინგიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბაქტერიული ინფექციები, შარდმდენი სისტემის ორგანოების პათოლოგიები, პოდაგრა, რევმატიზმი, ნევრალგიური დაავადებები, კრუნჩხვები, გონის დაკარგვა, ციებ-ცხელება, ნაწლავების სპაზმები, კუჭის წყლული, სტომატოლოგიური დაავადებები, დამწვრობა (გარეგანი გამოყენებისთვის), გინეკოლოგიური დაავადებები, ჰემოროი, პროსტატა, გაციება და სიცხის დამწევი საშუალება. ასევე მცენარე გამოიყენება როგორც კოსმეტიკური საშუალება.

რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ცაცხვმა

ცაცხვის ყვავილების მუდმივმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ (მაგალითად, რამდენიმე თვე ზედიზედ) შეიძლება მხედველობაზე იმოქმედოს, თან სწრაფად და მოულოდნელად. გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა მიიღოთ ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში და დღეში 2–3-ჯერ, არ გადააჭარბოთ დოზას.

ცაცხვმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გულის პათოლოგიები, ნერვული დაავადებები, კენჭები შარდის გამომყოფ სისტემაში.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მცენარის ნახარშები არ უნდა შეუთავსოთ ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს. 

ცაცხვის ნაყენის დამზადების წესი:

გთავაზობთ ცაცხვის ნაყენის დამზადების ერთ-ერთ ვარიანტს.

ცაცხვის ყვავილების ეს ნაყენი გამოიყენება ნევრალგიური დაავადებების, გაციების, ხველების, პოდაგრის, რევმატიზმის დროს.

კომში და მისი სასარგებლო თვისებები>>

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, როგორც ჩვეულებრივი ჩაი.

497
ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად

„გილოცავ შვილის დაბადებას!“ - ქეთა თოფურიამ მეორე ბავშვი გააჩინა? - ფოტო

0
(განახლებულია 13:00 19.01.2021)
2 დღეა ქეთა თოფურიას გარშემო ხმაური არ ჩერდება. „ფოლოვერები“ მას მეორე შვილის დაბადებას ულოცავენ. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მეორე შვილის დაბადებას მალავს?

ქეთას მიერ გამოქვეყნებული უახლესი ფოტოს კომენტარებში „ბუმი“ ატყდა. მომღერალს მეორე შვილის დაბადებას მისი „ფოლოვერები“ ულოცავენ. გულშემატკივრების მეორე ნახევარი კი - საპირისპიროს ამტკიცებენ. ახალგაზრდა შემსრულებელი ფეხმძიმობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა. რომ არა თაყვანისმცემლების ეჭვები, ამ დრომდე უცნობი იქნებოდა მისი ცხოვრების ეს სასიამოვნო სიახლე. გულშემატკივრების აქტიურობის შემდეგ, ქეთამ ახალი ვიდეო კლიპით გაუზიარა „ფოლოვერებს“ ფეხმძიმობის შესახებ. მან ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელზეც წამოზრდილი მუცელი კარგად უჩანს.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მომღერალმა აღიარება მალევე მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

ქეთა მეორე შვილს, სავარაუდოდ, თებერვლისკენ გააჩენს. „ფოლოვერების“ აჟიოტაჟი მის უახლეს ფოტოს მოჰყვა, რომელზეც ქეთას წამოზრდილი მუცელი არ უჩანს. მომღერალმა ძველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც შეუდარებლად გამოიყურება. აღნიშნული „სელფი“ ერთ-ერთი კონცერტის პერიოდშია გადაღებული. აქ ქეთა კულისებში ისვენებს, სანამ საკუთარ მსმენელს შეხვდება.

თოფურიას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა აღსავსე. მისი ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. წყვილმა რამდენიმე კვირის წინ მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადა. ქეთას სოციალური ქსელი ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება