ხვრინვასთან ბრძოლა ხალხური მეთოდებით

CC BY 2.0 / TCL8TO7 / Sleepingპირღია ძილი
პირღია ძილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხვრინავი ადამიანი ირგვლივ მყოფებსაც აწუხებს და ხშირ შემთხვევაში ეს რომელიმე დაავადებასაც მიანიშნებს. ხვრინვასთან ბრძოლა ბუნებრივი საშუალებებით საკმაოდ ეფექტურია.

ხვრინვა ძილის დროს რბილი სასისა და ენის კუნთების მოშვების გამო წარმოიშვება. მისი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. პირველ რიგში, ეს ასაკოვანი ადამიანების პრობლემაა — წლების მატებასთან ერთად კუნთები სუსტდება. ასევე ხვრინვა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ძგიდის გამრუდებამ, პოლიპებმა, დარღვეულმა თანკბილვამ, თანდაყოლილმა ცხვირ-ხახის სასუნთქი გზების სივიწროვემ და სხვ. ასევე ხვრინვა სჩვევიათ მსუქან ადამიანებს, რადგან ყელის მიდამოში ცხიმი უგროვდებათ.

ვაშლი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
ვაშლის ძმარი, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში

გარდა იმისა, რომ მხვრინავი ადამიანი ირგვლივ მყოფებს აწუხებს და არ აძინებს, ის ასევე რომელიმე დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხვრინვა გონებრივ უნარებს ასუსტებს. ის ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს ქმნის.

აშშ-ის საპატენტო ბიუროში დარეგისტრირებულია ხვრინვასთან ბრძოლის 186 საშუალება, მათ შორის პიჟამა ზურგზე ჩოგბურთის ბურთით, რაც ზურგზე წოლას ზღუდავს და ადამიანი იძულებულია გვერდზე დაიძინოს, ამ დროს კი, როგორც წესი, ადამიანი აღარ ხვრინავს. ასევე ალიკაპები, მინიატურული ეჟვნები და სხვ. თუმცა, ეს საშუალებები იმდენად არ შველის ხვრინვას, რამდენადაც უძილობას იწვევს.

როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები კანიდან – მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი>>

ხვრინვას თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა საშუალებით მკურნალობენ, მაგრამ მისი შველა ბუნებრივი საშუალებებითაც წარმატებითა და ეფექტურად შეიძლება.

სოდა - Sputnik საქართველო
რა საოცრებებს ახდენს სოდა - ის, რაც აქამდე არ ვიცოდით

ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ხვრინვის მკურნალობა მცენარეული საშუალებებით პრობლემის ყველაზე უსაფრთხო გადაჭრაა. ხალხური მედიცინის გამოყენებით პირდაპირი გავლენის მოხდენა შეიძლება ხვრინვის ხასიათზე.

ხვრინვის მკურნალობა რომ უფრო ეფექტური იყოს, უნდა გაითვალისწინოთ ეს რჩევები:

• არ მიიღოთ ალკოჰოლი და არ მოწიოთ თამბაქო უშუალოდ ძილის წინ, რადგან ისინი აღიზიანებს ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსს და ამით კიდევ უფრო ძლიერდება ხვრინვა;

• ძილის წინ არასასურველია რძის პროდუქტების მიღება — მისგან ლორწოვანი გარსი ფართოვდება და სუნთქვა უფრო ჭირს;

• ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს — ბევრი საკვები ძილის დროს დიაფრაგმას აწვება.

ეს მარტივი ხალხური რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ>>

საშუალებები ხვრინვის საწინააღმდეგოდ

ულბოს, იმავე შამბალილას ხვრინვის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. უნდა ავიღოთ მისი თესლი, დავალბოთ წყალში და შემდეგ გულმოდგინედ დავღეჭოთ. გარდა ამისა, შესაძლებელია დაფქული თესლის გამოყენება – აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ფხვნილი, დაასხით მდუღარე წყალი და დალიეთ ძილის წინ.

გლიცერინი და ვიტამინი Е - ახალგაზრდობისა და სილამაზის გარანტი - Sputnik საქართველო
გლიცერინი და ვიტამინი Е - ახალგაზრდობისა და სილამაზის გარანტი

ამ მცენარის თესლი ასევე სასარგებლოა გულისთვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ევკალიპტის ზეთი ხვრინვის საწინააღმდეგოდ შემდეგნაირად უნდა გამოვიყენოთ: ცხელ წყალში ან არომატულ სანათში დავამატოთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი და ვისუნთქოთ.

ქონდრის ზეთი დავამატოთ ნებისმიერ ჰაერის დამატენიანებელ მოწყობილობას — მშვიდი ღამე გარანტირებულია.

ასევე ეფექტურია, თუ ქონდარს ან ბეგქონდარას ბალახის სახით დავამატებთ ჩაიში.

პიტნის ექსტრაქტი — რეკომენდებულია ბალახეული ჩაის დალევა პიტნით, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს. ექსტრაქტში მენთოლის შემცველობა ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნის და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას, აფართოებს კაპილარებს.

თმის მოვლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო შინაური საშუალებები>>

ქაცვის ზეთი — ყოველდღე, დაძინებამდე 3 საათით ადრე ჩაიწვეთეთ ცხვირის ნესტოებში 2-3 წვეთი. ხვრინვისგან 2-3 კვირაში განიკურნებით.

თეთრ კომბოსტოს თუ ერთი თვე მიიღებთ, ხვრინვას სამუდამოდ დაივიწყებთ. კომბოსტო დაჭერით წვრილად და შეურიეთ თაფლს, ან 1 ჭიქა კომბოსტოს წვენში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი. ეს საშუალება უნდა შეჭამოთ ან დალიოთ უშუალოდ ძილის წინ. შედეგს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მიიღებთ.

ყველა ახალი ამბავი
0