მსუქანი ადამიანები

გახდომის საიდუმლო ცოლ-ქმრისგან, რომლებმაც 10 თვეში ჯამში 90 კგ დაიკლეს: შეადარეთ ფოტოები

227
(განახლებულია 16:48 16.11.2020)
ოჯახურმა წყვილმა, რომელთაგან თითოეული 135 კგ-ზე მეტს იწონიდა, 10 თვეში ჯამში 90 კილოგრამი დაიკლო მკაცრი დიეტებისა და დამქანცველი ვარჯიშების გარეშე.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა ცოლ-ქმარმა, რომლებმაც 10 თვეში ჯამში 90 კილოგრამი დაიკლეს წონაში, პორტალ Today-ს გახდომის მარტივი საიდუმლო გაუმხილეს.  

​ირკვევა, რომ სტეფანი და ბრენდონ ენგბლომები, როლებსაც ჭარბი წონის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, ჯერ კიდევ იანვარში თითოეული 135 კგ-ზე მეტს იწონიდა. გამოიყენეს რა „საიდუმლო რეცეპტურა“, სტეფანიმ გასულ 10 თვეში 53 კგ დაიკლო, ხოლო ბრენდონმა — 36 კგ-ზე მეტი.

ამასთან, წყვილი ამბობს, რომ ასეთი შედეგის მისაღწევად მათ არც დამქანცველი ფიზიკური ვარჯიშები დასჭირვებიათ და არც სასტიკი დიეტების დაცვა. მათ უბრალოდ მცირედ შეცვალეს საკუთარი რაციონი.

„თავიდან შაქრიანი ყავის სმაზე ვთქვი უარი და ის ნაკლებად კალორიული ვარიანტით ჩავანაცვლე. ყავას ძველებურად ვსვამ, მაგრამ ახლა მას ძროხის რძეს ან შაქარს კი აღარ ვუმატებ, არამედ ნუშის რძეს ვურევ“, — ამბობს სტეფანი.

გარდა ამისა, წყვილი კვლავინდებურად მიირთმევს საყვარელ პიცასა და ტაკოს, თუმცა მათი მომზადებისას საქონლის ხორცისა და არაჟნის (მით უმეტეს, მაიონეზის) ნაცვლად, ახლა ინდაურის ხორცსა და ბერძნულ იოგურტს იყენებენ, ყველის რაოდენობა მინიმუმამდე დაჰყავთ, ბოსტნეულისას კი, პირიქით, ზრდიან.

ამას გარდა ირკვევა, რომ ფიზიკური აქტივობის კუთხით წყვილმა „პატარა ნაბიჯების“ სტრატეგიას მიმართა. თავდაპირველად ისინი ყოველდღე გადიოდნენ 1,5 კმ-ს, მერე კი სავარჯიშო დარბაზში დაიწყეს სიარული. თუმცა, როგორც სტეფანი და ბრენდონი ამბობენ, ისინი ტრენაჟორებზე უმარტივეს ვარჯიშებს ასრულებენ.

„არ არის საჭირო თავის ტანჯვა–გამოფიტვა ყოველდღიურად. ზოგჯერ სახლის დალაგება ან ძაღლთან თამაშიც კი საკმარისია. ჩვენ ამას ვარჯიშად ვაფასებთ. ეს უბრალოდ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა“, — აცხადებს სტეფანი.

მანამდე აშშ-ის კარდიოლოგთა ასოციაციის ექპერტებმა დაასახელეს ის ხუთი უმარტივესი ნაბიჯი, რომლებიც ხელს უწყობს წონაში დაკლებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას.

227
თემები:
სასარგებლო რჩევები (361)
სისხლის ანალიზის ჩაბარება

თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ: ექიმები სისხლის კიბოს უჩვეულო ნიშნებს ასახელებენ

168
(განახლებულია 19:02 24.11.2020)
Leukemia Care-ს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ნიშნებზე, რომლებიც, შესაძლოა, ლეიკემიის განვითარებაზე მეტყველებდეს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სისხლის კიბოს გამოვლენა ძნელია, რადგან დაავადების მრავალ სიმპტომს სათანადო ყურადღება არ ექცევა, მაგალითად, ღამის ოფლიანობას, წერს გაზეთი Еxpress ორგანიზაცია Leukemia Care-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

მედიკოსების თქმით, ჭარბი ოფლიანობა და ღამით სიცხის შეგრძნება, ასევე სისუსტე, დაღლილობა, ქოშინი, თავბრუსხვევა და გახშირებული გულისცემა დაავადების გამაფრთხილებელ სიმპტომებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ლეიკემიის შემთხვევაში შეიძლება კანზე მცირე სილურჯეები გაჩნდეს, ცხვირიდან და ღრძილებიდან კი სისხლდენა დაიწყოს.  

ექიმების თქმით, ლეიკემიის სიმპტომები შეიძლება ასაკის მიხედვით განსხვავდებოდეს:

  • 25-დან 64 წლამდე ასაკის დაავადებულებში უფრო ხშირად ვითარდება დაღლილობა, სილურჯეები ან სისხლდენა, განმეორებითი ინფიცირებები, სისუსტის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება, ცხელება და სახსრების ტკივილი;
  • ხოლო 65 წელს გადაცილებული ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან წონის კარგვას ან ლიმფური კვანძების გადიდებას — სხვა სიმპტომებთან ერთად.

გარდა ამისა, Leukemia Care-ს სპეციალისტები ლეიკემიის იშვიათ სიმპტომებსაც ასახელებენ. ესენია: დისკომფორტი კუჭში, პირღებინება, ხელებისა და ფეხების დაბუჟება, კონცენტრაციის დაკარგვა, ძილის პრობლემები, თავის ტკივილები, ზურგის ტკივილები, კანის ქავილი.

ბრძოლა კიბოსთან: ბრიტანელმა მეცნიერებმა უნივერსალური მეთოდი იპოვეს>>

ექიმების თქმით, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტი სიმპტომი აღინიშნება, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა ლეიკემია გამოირიცხოს. ლეიკემიის დიაგნოზი მხოლოს ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ისმება.

168
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ტკივილი მუცლის არეში

თუ მუცლის შებერილობა გაწუხებთ: დიეტოლოგი ასახელებს „მოსარიდებელ“ საკვებს

117
(განახლებულია 17:32 24.11.2020)
ექიმი-დიეტოლოგი ასახელებს მუცლის შებერილობის მიზეზებს და განმარტავს, რომელი საკვები უნდა გამორიცხოთ მენიუდან, ან შეამციროთ მაქსიმალურად.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. არსებობს საკვები, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევს და რომლებიც აუცილებლად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან, თუ ასეთი პრობლემა გაქვთ, აცხადებს დიეტოლოგი ელენა კალენი და „დამნაშავე“ პროდუქტებს ასახელებს.

მისი თქმით, პროდუქტების არჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ მის შემადგენლობას. თუ პროდუქტში ხელოვნური დამატკბობლები (ასპარტამი, სუკრალოზა და სორბიტოლი, რომელთა მონელებაც ძალზე რთულია) შედის, მაშინ მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებები ნამდვილად გაჩნდება. შესაბამისად, ასეთი საკვები აუცილებლად უნდა გამორიცხოთ მენიუდან, ან მაქსიმალურად შეამციროთ.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, მუცლის შებერილობა შეიძლება გამოიწვიოს რძის პროდუქტებმა, ლაქტოზამ, მთელმარცვლოვანმა პროდუქტებმა (რადგან უჯრედისი ხელს უწყობს გაზების წარმოქმნას), ასევე პარკოსნებმა და ოსპმა, რომლებიც ოლიგოსაქარიდებს შეიცავს.

„ზოგი ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში შემავალი სახამებლისა და შაქრისგან ნაწლავებში გაზები გროვდება. ასეთია კომბოსტო (თეთრთავიანი, ბრიუსელის, ყვავილოვანი), სტაფილო, გარგარი, შავი ქლიავი. არ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ თქვენ საყვარელ პროდუქტს? მაშინ შეეცადეთ ორთქლზე მოამზადოთ ისინი“, — წერს საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე ელენა კალენი.

ექიმი გირჩევთ, რომ ფრუქტოზით მდიდარი საკვების ნაცვლად, როგორიცაა ნესვი, მიირთვათ კივი, რომელიც შეიცავს აქტინიდინს, ბუნებრივ ენზიმს, რომელიც ხელს უწყობს ცილების დაშლას და ხელს უშლის შებერილობის განვითარებას.

გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის მკვლელი ნატურალური პროდუქტები დაასახელეს>>

მუცლის შებერილობის არანაკლებ პოპულარული მიზეზებია კონსერვანტები, მარილი და ნატრიუმის გლუტამატი.  

„ჩიფსები, კრეკერები, მზა საუზმეები – ნამდვილი ბომბია, რომელიც მზადაა აფეთქდეს თქვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. არსებობს მხოლოდ ერთი რეცეპტი: გადადით ჯანსაღ კვებაზე. ფასტფუდების ნაცვლად მიირთვით ხორცი, გაზიანი სასმელების ნაცვლად დალიეთ სუფთა წყალი ლიმნით, პიტნით ან კიტრით“, — ამბობს ექიმი–დიეტოლოგი.

 

117
თემები:
სასარგებლო რჩევები (361)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 25 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:26 23.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 25 ნოემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია ნებისმიერი საქმისთვის გეგმაზომიერი მომზადება, საქმიანობაში მტკიცედ მოქმედება, მცირე ფინანსური საქმეებით დაკავება, ჩანაფიქრის განხორციელება, კონტრაქტების დადება, დაწყებულის დასრულება, სულიერი ასპექტისთვის ყურადღების დათმობა.

არარეკომენდებულია ყურადღების მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე გამახვილება.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0