პრეპარატები და თერმომეტრი

არ ჭამოთ, როცა სიცხე გაქვთ: დასახელდა აკრძალული პროდუქტები

6400
(განახლებულია 20:52 04.11.2020)
მანამდე დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ და არ გასუქდეთ.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. არსებობს ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს, აცხადებს დიეტოლოგი ნატალია მაკიენკო.

სპეციალისტის თქმით, პირველ რიგში უარი უნდა ვთქვათ მწარე და „გამახურებელ“ სანელებლებზე, მათ შორის კოჭაზეც (ჯანჯაფილი). აკრძალულია ცხოველური ცილაც (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, მაგალითად, ძუძუთი კვების დროს), ასევე ფეტვი, წითელი ოსპი და ლობიო.

„შავ სიაში“ მოხვდა თერმულად დამუშავებული ისეთი პროსუქტებიც, როგორებიცაა ჭარხალი, ბადრიჯანი, წითელი წიწაკა, სტაფილო და გოგრა. 

გარდა ამისა, მაღალ ტემპერატურაზე არასასურველია რძის პროდუქტების, ქოქოსის ზეთისა და გლუტენის მიღებაც. ეს უკანასკნელი შედის არაერთი პროდუქტის შემადგენლობაში: ქერში, სოიოში, შვრიაში, ჭვავში, ნახევრად მზა ხორცპროდუქტებსა და ძეხვეულში.

მანამდე დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც ძილის წინ არის შესაძლებელი ისე, რომ წონას, ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმას ზიანი არ მიადგეს.

6400
თემები:
სასარგებლო რჩევები (359)
კორონავირუსი

როგორ მოვემზადოთ კორონავირუსთან შესახვედრად: ექიმის რჩევა

90
(განახლებულია 20:09 23.11.2020)
ევგენი კომაროვსკის თქმით, ახლა ექიმები უკვე არა თავად კორონავირუსს, არამედ მის რთულ ფორმას უფრთხიან.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ახლა ექიმებს უკვე არა თავად COVID-19-ის, არამედ მისი მძიმე ფორმებისა ეშინიათ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი და საკუთარ Youtube-არხზე აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ უნდა ავარიდოთ გართულებებს თავი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში და, ზოგადად, როგორ უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი კორონავირუსთან შესახვედრად.

„დაავადდებით თუ არა, ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: შემხვედრი ვირუსის რაოდენობასა და <…> იმაზე, რა მდგომარეობაში იქნება თქვენი ორგანიზმი შეხვედრის მომენტში“, — ამბობს კომაროვსკი.

მისი თქმით, კორონავირუსის პროფილაქტიკის პოპულარული საშუალებები რეალურად კი არ გვიცავს მისგან, არამედ უბრალოდ გართულებების თავიდან აცილებაში გვეხმარება.

„ბევრი თანამედროვე პროტოკოლი ურჩევს ადამიანებს, არ დაუშვან ვიტამინ D-ს, C-სა და თუთიის დეფიციტი ორგანიზმში, <…> ეს ყველაფერი უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ დაავადება უფრო რთულ ფორმაში არ გადავიდეს“, — ამბობს ექიმი.

რაც შეეხება აღნიშნული ვიტამინებისა და თუთიის დოზებს, კომაროვსკის განმარტებით, ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს.

გარდა ამისა, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს დიდი დოზით ვირუსებისგან დაცვაში. მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია მოვერიდოთ ლორწოვანების გამოშრობას.

„უნდა ისუნთქოთ სუფთა, გრილი ჰაერი. ტენიანობის ნორმა 40-60%-ია. მნიშვნელოვანია, არ განიცდიდეთ სითხის ნაკლებობას, უნდა სვათ ნორმალურად. თუ შეგიძლიათ დაიტენიანეთ სასუნთქი გზები მარილის ხსნარებით“, — თქვა ექიმმა.

ამასთან, კომაროვსკის რჩევაა, ჯერ ჰიგრომეტრი (ჰაერის ტენიანობის მზომი) და ჰაერის დამატენიანებელი შევიძინოთ, ვიტამინების მიღებაზე კი მერე ვიფიქროთ.

 

90
თემები:
სასარგებლო რჩევები (359)
სამკურნალო პრეპარატები

როგორც ჩვეულებრივ გრიპს: ცნობილი ექიმი კორონავირუსისთვის ეფექტურ პრეპარატებს ასახელებს

122
(განახლებულია 19:27 23.11.2020)
ცნობილი ექიმი ირწმუნება, რომ COVID-19 თითქმის ყველა შემთხვევაში ისე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული დაავადება.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. პრეპარატები ინტერფერონი და პარაცეტამოლი ჯერჯერობით ერთადერთი ეფექტური საშუალებებია კორონავირუსთან საბრძოლველად, წერს ცნობილი რუსი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი საკუთარ Telegram-არხზე.

ექიმის თქმით, COVID-19-ის შემთხვევათა 90% ისევე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული დაავადება, ამიტომ კორონავირუსის მკურნალობისას უნდა დავეყრდნოთ ჯანმოს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისთვისაა შემუშავებული.

მიასნიკოვის განმარტებით, ინტერფერონების მიღება ნაზალურად (ცხვირში ჩაწვეთებით) შეიძლება, ხოლო დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში ეფექტური იქნება ინტერფერონ–გამას ინექციები. რაც შეეხება პარაცეტამოლს, ის მაღალი ტემპერატურის დასაწევად შეიძლება დაენიშნოს პაციენტს.

ამასთან ექიმი ამბობს, რომ COVID-19-ის შემთხვევაში აუცილებელია ნახევრად მწოლიარე რეჟიმის დაცვა, ბევრი წყლის სმა, მსუბუქი, თუმცა კალორიული საკვების მიღება, ავადმყოფის ოთახის ხშირი განიავება და ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება. დამხმარე საშუალებად სასარგებლო იქნება ვიტამინ D-სა და C-ს, და ასევე თუთიის აბების მიღება.

იწვევს შეუქცევად სიყრუეს: ცნობილი ექიმი სახიფათო მედიკამენტებს ასახელებს>>

გარდა ამისა მიასნიკოვმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ დაუშვებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, რასაც არანაირი დადებითი ეფექტი არ ახლავს. ამასთან ნაკლებად ეფექტურია ანტივირუსული პრეპარატებიც — როგორც ახალი, ისე ძველი. მათი მაქსიმუმი სარგებელი ისაა, რომ დაავადების ხანგრძლივობა შეიძლება ერთი ან ორი დღით შეამოკლონ.  

122
თემები:
სასარგებლო რჩევები (359)
ჯო ბაიდენი

ბაიდენმა ადმინისტრაციის დაკომპლექტება დაიწყო: დასახელდა კანდიდატები საკვანძო პოსტებზე

0
აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან პრინციპული ლიდერობა აღადგინონ

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დაასახელა იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებსაც არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში თავის ადმინისტრაციაში საკვანძო პოსტებზე მოიაზრებს.

ინფორმაცია ბაიდენის გეგმების შესახებ პოლიტიკოსის შტაბის Twitter-აკაუნტზე გამოქვეყნდა.

ასე, მაგალითად, სახელმწიფო მდივნის პოსტი შეიძლება ტონი ბლინკენმა დაიკავოს, გაეროს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა - ლინდა თომას-გრინფილდმა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტი - ჯეიკ სალივანმა. შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელად მოიაზრება ალეხანდრო მაიორკასი, ხოლო ეროვნული დაზვერვის დირექტორად - ავრილ ჰეინსი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შესაძლოა დაიკავოს კლიმატის საკითხებში საგანგებო წარმომადგენლის პოსტი.

განცხადებაში ხაზგასმულია: „აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო ;პოლიტიკას უხელმძღვანელებენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან აღადგინონ პრინციპული ლიდერობა მსოფლიო არენაზე და ღირსეული ლიდერობა ქვეყნის შიგნით“.

2020 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ამჟამად კერ კიდევ გრძელდება ხმების დათვლა და გარჩევები ამ საკითხზე. მედიის შეფასებით, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საჭირო ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა საკმარისი რაოდენობა მოიპოვა და მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუსწრო. დემოკრატმა თავი არჩეულ პრეზიდენტად უკვე გამოაცხადა. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენმა იჩქარა, როდესაც საკუთარ თავს ქვეყნის ახალი ლიდერი უწოდა.

0
თემები:
მსოფლიო დღეს