მამა და შვილი

ვის ეკისრება ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

296
(განახლებულია 18:38 26.10.2020)
ოჯახის წევრის რჩენისა თუ ალიმენტის ხსენებისას უმეტესობა ვფიქრობთ, რომ ის მხოლოდ მშობლის ვალდებულებაა, თუმცა ეს ასე სულაც არაა. ქართული კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც რიგ შემთხვევებში ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება ეკისრებათ.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით ამომწურავად აგიხსნათ, ვის და რა შემთხვევაში ეკისრება ოჯახის წევრის რჩენა და საალიმენტო მოვალეობები.

ქართულ რეალობაში ალიმენტთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე უფრო აქტუალური განქორწინების შემთხვევაშია. თუმცა, ალიმენტი თავისი არსით ნიშნავს, რომ ისაა ხარჯი, რომელსაც პირი, კანონისმიერი საფუძვლით, სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრს/წევრებს.  

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ მიხედვით, იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, ასე გამოიყურება:

- მშობლები: თქვენ მოვალე ხართ არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

- შვილები: მოვალე ხართ იზრუნოთ მშობლებზე და დაეხმაროთ მათ. თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი და შრომისუნარიანი, კანონი გავალდებულებთ არჩინოთ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

- მეუღლეები: ვალდებული ხართ მატერიალურად დაეხმაროთ ერთმანეთს. თუ ასეთ დახმარებაზე უარს ამბობთ, ან სარჩოს მიცემის შესახებ თქვენ შორის შეთანხმება არ არსებობს, მაშინ სასამართლო წესით სარჩოს მიიღებს: ა) შრომისუუნარო მეუღლე, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ) ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.

- დები და ძმები: თუ საკმაო სახსრები გაქვთ, მოვალე ხართ, არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი დები და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისგან. ასეთივე მოვალეობა გეკისრებათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დებისა და ძმების მიმართაც, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ვერ იღებენ სარჩოს თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისგან.

- შვილიშვილი: თუ თქვენ საკმარისი სახსრები გაქვთ, კანონი გავალდებულებთ არჩინოთ თქვენი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ვერ იღებენ სარჩოს თავისი შვილისგან ან ერთმანეთისგან.

- პაპა და ბებია: საკმარისი სახსრების ქონის შემთხვევაში მოვალენი ხართ არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისგან. ასეთივე მოვალეობა გეკისრებათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართაც, რომელიც დახმარებას საჭიროებს და ვერ იღებს მას თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისგან.

- მამინაცვალი და დედინაცვალი: თუ გაქვთ საკმაო სახსრები, ვალდებული ხართ არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება თქვენთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები.

- გერი: თუ გაქვთ საკმაო სახსრები, მოვალე ხართ არჩინოთ თქვენი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე გზრდიდნენ ან გარჩენდნენ.

- პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად: ვალდებული ხართ მისცეთ სარჩო თქვენს ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისგან.

ალბათ ბევრს აინტერესებს, როგორ განისაზღვრება ალიმენტის გადახდის ოდენობა. გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით. ამ დროს სასამართლო ითვალისწინებს ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას.

იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, სასამართლოს უფლება აქვს ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

296
თემები:
სასარგებლო რჩევები (500)
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

71
(განახლებულია 19:14 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის გავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, ჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

71
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალშობილი დედასთან

ჩვილის სწრაფად დაძინების უებარი მეთოდი: იმიტაციის ეფექტი

171
(განახლებულია 17:28 13.04.2021)
იმისათვის, რომ ჩვილმა სწრაფად და უპრობლემოდ დაიძინოს, არც თავად გაღიზიანდეს და არც მშობლები გადაღალოს, ერთ უებარ მეთოდს გთავაზობთ

ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ ბავშვის დაწყნარება და დაძინება.

მათ დასახმარებლად პედიატრის რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც მეტად საჭირო და ეფექტურ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს.

თუმცა მანამდე იმ სავარაუდო მიზეზებს გაგაცნობთ, როს გამოც შესაძლოა არ იძინებდეს ბავშვი.

ესენია:

  • ძილთან დაკავშირებული მკაფიოდ განსაზღვრული რიტუალების არარსებობა;
  • ძილის წინ აქტივობა და ბავშვის ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთვა;
  • ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ყურადღებისა და მზრუნველობის უკმარისობა;
  • ძილისთვის შეუსაბამო ვითარება.

პედიატრის მეთოდი ორი ბოლო პუნქტის სწრაფად განეიტრალება-აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სცადეთ და დარწმუნდებით.

​ამისათვის აიღეთ პირსახოცი, ზომით 120X60 სმ და დაახვიეთ რულონივით;

შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა მხარეზე და შემოახვიეთ რულონი ისე, რომ პირსახოცი ბავშვის ფეხებშუა გატარდეს და ორივე ბოლო კისრისა და თავქვეშ მოექცეს (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები);

ამის მერე უსვით ხელი ბავშვს ზურგზე, რათა თქვენი შეხება იგრძნოს... და ორიოდე წუთში პატარა ფშვინვას ამოუშვებს.

საქმე ისაა, რომ პირსახოცის „ბუდე“ დედის მკერდში ჩახუტების იმიტაციას ქმნის, სადაც პატარა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ „მოწყობილობაში“ ბავშვი სწრაფად იძინებს. 

171
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვაკის პარკი

ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება

0
(განახლებულია 10:39 15.04.2021)
დედაქალაქის მერიისთვის მიუღებელია ვაკის პარკში სასტუმროს აშენება, ამიტომ ინვესტორს მსგავსი ობიექტების არარეკრეაციულ ზონაში აგებას სთავაზობენ.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

სკანდალი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ირგვლივ მერამდენე წელია გრძელდება. ინვესტორმა გიორგი ზაქაიძემ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების უფლება დიდი ხნის წინ მოიპოვა, თუმცა, მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა.

ხმალაძის განცხადებით,  ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილება თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო. ინვესტორს კახა კალაძის უწყებამ ორი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა – სასტუმროს აშენება სხვა ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის მერიისთვის მიყიდვა. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გამონაკლისის წესითაა გაცემული, დღეს ეს მიწის ნაკვეთი 20 მილიონ ლარადაა შეფასებული. მუნიციპალიტეტს უჭირს ამ ოდენობის კომპენსაციის გადახდა, ამიტომაც ვეცდებით ადგილმონაცვლეობის თაობაზე შეთანხმებას მივაღწიოთ... მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არ განხორციელდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, საუბარია 2,8 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც აუდიტორულმა კომპანიამ 20 მლნ ლარად შეაფასა.

 „ბუდაპეშტის“ რთული ბედი

„მწვანე“ აქტივისტები არაერთი წელი იცავდნენ ვაკის პარკს. გარემოსდამცველებმა სასამართლოსაც მიმართეს მას შემდეგ, რაც 2013 წელს მერიამ 8-9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე უვადო ნებართვა გასცა. იმ დროს მერიას მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა.

ვაკის პარკი იკეტება: რას გეგმავს მერია>>>

რაც შეეხება სასამართლოს, სამივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ მერია თავის დროზე კანონის დაცვით მოქმედებდა და ამიტომაც მხარი ინვესტორს დაუჭირეს.

ვიდრე საქმე სასამართლოებში იხილებოდა, მშენებლობა შეჩერებული იყო, მაგრამ როგორც კი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და თბილისის მერიამ სწრაფად მოქმედება დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.

2019 წლის 25 იანვრიდან დღემდე კომპანიამ და თბილისის მერიამ ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

0
თემები:
თბილისის მერია