ფორთოხალი

„ფორთოხლის კანის“ პრობლემა: რომელი პროდუქტები აჩენს ცელულიტს

99
(განახლებულია 20:00 13.10.2020)
ესპანელი დიეტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ცელულიტის გაჩენას ასევე ხელს უწყობდეს კოფეინიც, თუმცა, მისი თქმით, ეს მონაცემები გადამოწმებას საჭიროებს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაივიწყოთ, თუ გლუვ და ჯანმრთელ კანზე ოცნებობთ, ამბობს დიეტოლოგი ნატალია კალვე. მის კომენტარს ესპანური გაზეთი La Vanguardia აქვეყნებს.

დიეტოლოგის თქმით, ასეთი პროდუქტებია თეთრი პური, ფანტელები (хлопья), ძეხვეული, ტკბილი გაზირებული სასმელები და კოფეინის შემცველი პროდუქტები.

ექსპერტის აზრით, მთელი პრობლემა იმ კომპონენტებშია, რომელთაც მათი გადამუშავებისას იყენებენ. მაგალითად, ძეხვში, რომელიც ძლიერ დამუშავებას გადის, დაბალი ხარისხის ცხიმები გამოიყენება, ხოლო ფანტელების წარმოებისთვის  — ბევრი შაქარი და რაფინირებული ფქვილი. რაც შეეხება ტკბილ გაზირებულ სასმელებს, ისინი ცუდად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

ამასთან ნატალია კალვე აღნიშნავს, რომ გამორიცხული არ არის, ცელულიტის გაჩენას ასევე ხელს უწყობდეს კოფეინიც. საქმე ისაა, რომ კოფეინი ორგანიზმში სითხეს აკავებს და ქსოვილთა უჯრედებს ჟანგბადის მიღებაში უშლის ხელს. თუმცა, დიეტოლოგის თქმით, ეს მონაცემები გადამოწმებას საჭიროებს.

ნატალია კალვეს თქმით, საუკეთესო საშუალება ცელულიტის გაჩენის თავიდან ასაცილებლად – ფიზიკური დატვირთვა და ბევრი მოძრაობაა.

 

99
თემები:
სასარგებლო რჩევები (322)
ანჯელინა ჯოლი

რა არის ბიშექტომია: დადებითი და უარყოფითი მხარეები

128
(განახლებულია 17:43 20.10.2020)
ბოლო პერიოდში ბიშექტომია, იგივე ბიშას ბალიშების ამოკვეთა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში. ბიშას ბალიშები ახალშობილ ასაკში ძუძუს  წოვის პროცესში გვეხმარებოდა, თუმცა ზრდასრულ ასაკში დამატებითი ფუნქცია აღარ გააჩნია. ამასთან ის სახეზე დიდ ადგილს იკავებს.

ბიშექტომიას მიმართავენ ქალბატონები, რათა მათი სახის ნაკვთები უფრო გამოიკვეთოს. ამ პროცედურის გაკეთების შემდეგ სახე გამხდარი ჩანს და ნაკვთებიც მეტად იკვეთება.

ამ ოპერაციისთვის არა ერთ ცნობილ ადამიანს მიუმართავს, მათ შორის არიან მოდელი ბელა ჰადიდი, ანჯელინა ჯოლი, ვიქტორია ბექემი, თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი და სხვა. შედეგი საკმაოდ შესამჩნევი და შთამბეჭდავია.

როგორ იცვლება სახის ნაკვთები ოპერაციის შემდეგ

ამ ერთი შეხედვით მარტივ პროცედურას, პატარა ჯადოქრობის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. პროცედურის შემდეგ სახეს მნიშვნელოვნად ეცვლება ფორმა: მცირდება ლოყების ზომა, იკვეთება ყვრიმალები, მცირდება ტუჩებისა და ცხვირის მიდამოებში ნაოჭების რაოდენობა.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა

პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და დაახლოებით 40-60 წუთი გრძელდება. ის დიდ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. სარეაბილიტაციო პერიოდი 3-5 დღეს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში  შეიმჩნევა შეშუპება, ამიტომ სავალდებულოა სპეციალური კომპრესიული ნიღბის ტარება.

ვის უნდა ვანდოთ ოპერაცია

ბიშექტომიის ჩატარება მხოლოდ სტერილულ საოპერაციოში უნდა მოხდეს და არა სტომატოლოგიურ ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში. პროცედურა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს – პლასტიკურმა ან ყბა-სახის ქირურგმა. სპეციალისტი გამოგკითხავთ და დაგინიშნავთ გამოკვლევებს და რაც მთავარია, სწორად შეაფასებს ბიშას ბურთულების სრული თუ ნაწილობრივი ამოკვეთა უნდა მოხდეს და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი.

ვისთვის არის დაუშვებელი ბიშექტომიის ჩატარება

ბიშექტომიის პროცედურის ჩატარება 25 წლამდე არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ ასაკამდე ქსოვილები ფორმას იცვლის და ბიშექტომიის შემთხვევაში, შეიძლება ამ ცვალებადობამ კანის ჩამოწელავა და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.

რა უარყოფითი მხარე აქვს ბიშექტომიას

ქალბატონები, რომლებმაც პროცედურა 10-15 წლის წინ ჩაიტარეს, უფრო დაღლილად გამოიყურებიან. ამის მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომლებიც თან ახლავს დაბერების პროცესს. თუ ნორმალურ პირობებში, დროთა განმავლობაში ეს პროცესი იწვევს ბიშას ბურთულების დეფორმაციას და ლოყების ჩავარდნას, ადრე ჩატარებული ბიშექტომიის და ბიშას ბალიშების ამოკვეთის შემთხვევაში ეს ეფექტი უფრო თვალშისაცემი ხდება.

სანამ ოპერაციას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი

შედეგი შეიძლება დროებითი იყოს, რადგან ეს ინდივიდუალურია და დიდად არის დამოკიდებული სხეულის მასის ცვალებადობაზე. შესაძლოა სახის ახალი ფორმა არ მოგიხდეთ. სახისთვის კი ადრინდელი ფორმის მიცემა საკმაოდ რთულია.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას

გახსოვდეთ, შესაძლოა ყველა ქირურგიულ პროცედურას ახლდეს გართულებები, თუ არ დაიცავთ ექიმის მითითებებს. ბიშექტომიის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს: Სისხლდენა, შეშუპება, ტკივილი სახის არეში, სითხის დაგროვება, ინფექცია და სხვა.

როდის ვიღებთ საბოლოო შედეგს

საბოლოო შედეგი შეიძლება რამდენიმე კვირაში გახდეს შესამჩნევი. ოპერაციით მიღებული შედეგი სამუდამოა, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დეტალურად მიიღეთ ინფორმაცია პლასტიკური ქირურგისგან. შეაფასეთ რისკბი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურებთ!

 

128
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
წნევის გაზომვა

მიირთვით ყოველდღე: დასახელდა ნუგბარი, რომელიც ჰიპერტონიისგან დაგიცავთ

75
(განახლებულია 21:57 20.10.2020)
სპეციალისტების თქმით, ეს პროდუქტი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. შავი შოკოლადის გამოყენება ხელს უწყობს გულისა და ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას, წერს გამოცემა Insider ექსპერტებზე დაყრდნობით.

სპეციალისტების თქმით, შავი შოკოლადი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

გარდა ამისა, ამ ნაერთების წყალობით შოკოლადი ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და აქვეითებს „ცუდისას“. ამ გზით შავი შოკოლადი თრომბებისა და ინსულტების რისკის შემცირებაში ნაწილობრივ მონაწილეობს.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ამ ტკბილეულის მიღება ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლის მიდინების გაზრდასა და ჟანგბადით მისი გაჯერების მომატებას, რითიც ეხმარება ნეიროდეგენერაციული დაავადებების თავიდან აცილებაში.

გარდა ამისა, მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის ყოველდღიურად მიღებამ შეიძლება სასარგებლო გავლენა იქონიოს საერთო კოგნიტურ ფუნქციებზე.

75
თემები:
სასარგებლო რჩევები (322)
ქალი

2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

0
(განახლებულია 18:29 20.10.2020)
2021 წელს არ ღირს მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებსა და მეექვსე გრძნობაზე მინდობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წლის დასაწყისშივე მოქმედებების გეგმის შედგენა და მის მიხედვით მოქმედება.

2021 წელი მარტივი არ იქნება, მაგრამ ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებების შანსს ზრდის.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2021 წელი თეთრი ლითონის ხარის წელი იქნება, რომელიც თებერვლიდან დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მოვემზადოთ „რკინისებრი" წლისთვის და ყურადღება ჯანმრთელობაზე გავამახვილოთ.

ხარი მიზნების თანდათანობით მიღწევის სიმბოლოა და მიმართულია შედეგსა და შრომისმოყვარეობაზე. ასტროლოგები ამბობენ, რომ მიზნების მიღწევა 2021 წელს უნდა მოხდეს ემოციების გარეშე, მშვიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო შედეგი არ დადგება.

ქალი ვერძი

წლის დასაწყისში სახლი უნდა მოაწესრიგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ძველმანების გადაყრა და სისუფთავის დაცვა, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები შეიძლება უარყოფითად იყვნენ განწყობილი, წესრიგი და სისუფთავე კი ამ უარყოფითი განწყობის განეიტრალებას შეუწყობს ხელს. დიდი წარმატება ელოდება მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ან უკვე იპოვა და ახლა გულისა და ხელის შეთავაზებას ელოდება.

ქალი კურო

წლის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება თქვენთვის. შეძლებთ წარმატებების მიღწევას საქმეებში, იპოვით ახალ გატაცებას. გაზაფხულის ბოლოდან კი ერთგვარი უიღბლობის დრო დადგება, რომელსაც, პირველ რიგში, ოპტიმიზმით უნდა ებრძოლოთ. არ ღირს ნეგატიურად განწყობა. ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე და არ დახარჯოთ ბევრი ფული. ეს უარყოფითი პერიოდი მალე გაივლის, შემოდგომაზე ვითარება კვლავ უკეთესობისკენ შემობრუნდება. შვებულების აღების ან სამოგზაუროდ წასვლის დაგეგმვა სწორედ სექტემბერ–ოქტომბრისთვის აჯობებს.

ქალი ტყუპი

ტყუპებს დიდი წარმატებების პერიოდი გელოდებათ სასიყვარულო სფეროში და ზოგადად, ურთიერთობებში. 2021 წელი იღბლიანი ნაცნობობის დროა. ეს იქნება წელიწადი, როცა შეძლებთ გარკვეული ტოქსიკური აზროვნებისგან გათავისუფლებას, რომელიც ბედნიერებაში გიშლით ხელს. ესაა გათავისუფლებისა და პოზიტიური აზრების დრო. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება.

ქალი კირჩხიბი

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკაში კარდინალური ცვლილებების გამო წლის დასაწყისი, თებერვლამდე მაინც, რთული იქნება. ამ პერიოდში სჯობს, ყურადღება გადაიტანოთ საშინაო საქმეებზე, ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე. გაზაფხულის დაწყებიდან წლის ბოლომდე უკვე საჭიროა აქტიურობის რეჟიმზე გადართვა. სამუშაოზე და საქმიანობაში აუცილებელი იქნება მეტი ინიციატივის გამოჩენა.

ქალი ლომი

ლომებმა 2021 წელს სიმშვიდისკენ უნდა აიღოთ გეზი. თითოეული ნერვული დაძაბულობა, გადაღლა უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე, ჯანმრთელობასა და იღბალზე. თქვენ ზოდიაქოს ნიშნებში ერთ–ერთი ყველაზე „უკარება“ ქალების რიცხვში ხართ, თქვენი გულის მოგება ადვილი არ არის, მაგრამ 2021 წელს, სჯობს, ეს დამოკიდებულება ცოტა შეცვალოთ. მამაკაცებს სურთ თქვენთან ურთიერთობების აწყობა, მაგრამ დახურულ კარს თავით არავინ დაუწყებს მტვრევას. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, მთელი წელი სტაბილური და ხელსაყრელი იქნება.

ქალი ქალწული

ქალწულებს დიდი წარმატებები გელოდებათ საქმიანობაში, განსაკუთრებით, თუ თქვენი პროფესია გაყიდვებს უკავშირდება. შემოსავლების გაზრდისთვის მეტი სიმტკიცე და ძალა უნდა გამოიჩინოთ. სიყვარულში ვარსკვლავები არცთუ კეთილგანწყობილი იქნებიან. თუ რამე ძვირადღირებულის ყიდვა გსურთ, სჯობს, ეს წლის დასაწყისში, ასევე აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში გააკეთოთ.

ქალი სასწორი

სასწორებს ასტროლოგები გირჩევენ, მთელი ყურადღება სახლში ბედნიერების მოზიდვაზე გადაიტანოთ. სახლში გამეფებული ენერგეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ აქ უნდა დაისვენოთ, გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. დიდი წარმატება გელოდებათ მარტოხელებს – დიდია ალბათობა იმისა, რომ რომ საყვარელი ადამიანის ძებნა წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს ცივ თვეებში მოსალოდნელი არ არის – ელოდეთ სიყვარულს ზაფხულში.

ქალი მორიელი

მორიელებს ცხოვრებაში სასიამოვნო დაუგეგმავი ცვლილებები გელოდებათ. ვარსკვლავები ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებიან, ხოლო მის შესანარჩუნებლად დროისა და ძალების დახარჯვა მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროს ეხება. ექსპერტები დაჟინებით გირჩევენ, არ გააღვივოთ საყვარელ მამაკაცში დანაშაულისა და სირცხვილი გრძნობა, ასევე არ მოაწყოთ მისი ეჭვიანობის პროვოცირება.

ქალი მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, წელი ყველაზე მთავარი ფინანსური და საქმესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრით დაიწყოთ. აპრილიდან სასიყვარულო თავგადასავლების დრო დადგება. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ექსპერტები მათ ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ საყვარელ ადამიანს, ოჯახს. ყველაზე დიდი წარმატებები ელოდება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე მშვილდოსნებს.

ქალი თხის რქა

2021 წელი თქვენთვის იდეალური დროა სამუშაოს შეცვლის, შემოქმედებითი გარღვევების, ახალი იდეების წამოყენებისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, კარიერული წინსვლისთვის მოქმედება. თქვენ ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნების ჩამონათვალში ხართ, რაც ნიშნავს, რომ ადვილად შეგიძლიათ გადალახოთ დაბრკოლებები გზაზე. 2021 ის წელია, როცა უკან არ უნდა დაიხიოთ და ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. თქვენი დევიზი ამ წელს არის „მხოლოდ წინ!“

ქალი მერწყული

ქალ მერწყულებს ძალიან გაგიმართლებთ სიყვარულში. ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ მიმართულებას, რადგან აქ გამართლება ხან იქნება და ხან – არა. გმართებს სიფრთხილეც – შესაძლებელია მოტყუება, თაღლითობა, რის გამოც დიდი თანხა შეიძლება დაკარგოთ. ძვირადღირებული ნივთების შეძენას ასტროლოგები ზაფხულსა და ზამთრის დასაწყისში გირჩევენ.

ქალი თევზები

თევზებმა ენერგეტიკის მხრივ უნდა იფრთხილოთ, თორემ ძალა და ენერგია არაფრისთვის გეყოფათ. გაზაფხულზე სასიამოვნო სიურპრიზები, იღბლიანობა და პოზიტივი გელოდებათ. ზაფხულში ჯანსაღად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და არ გარისკოთ. შემოდგომასა და ზამთარში კი, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ ცდუნებებს და დიდი დრო დაუთმოთ ეჭვებთან და ნეგატივთან ბრძოლას. 2021 წელს ასევე უნდა შეებრძოლოთ იმპულსურობას. არ ღირს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა.

0