ორსული ქალი მინდორში

რა ეკრძალებათ ორსულ ქალებს: ხალხური ცრურწმენები და მეცნიერული ახსნა

3550
(განახლებულია 12:03 11.10.2020)
იცით, რომ თურმე ყველა იმ ცრურწმენას, რომლებიც ორსულ ქალებს უკავშირდება, მეცნიერული ახსნა-დასაბუთება აქვს?

ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი - არა. 

ქვემოთ იმ ცრურწმენებსა და მინიშნებებს გაგაცნობთ, რომლებიც ორსულ ქალებს უკავშირდება და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.

წაიკითხეთ აქ: ხალხური რწმენა: რატომ არ უნდა იარონ ორსულებმა სასაფლაოზე

ეს იმიტომ, რომ მომავალი დედები, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენის წინ, ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, რათა შვილს, საკუთარი წინდაუხედავობითა და „ურწმუნობით“, რამე არ დაუშავოს.

 

3550
თემები:
ხალხური ცრურწმენები (30)
ანჯელინა ჯოლი

რა არის ბიშექტომია: დადებითი და უარყოფითი მხარეები

146
(განახლებულია 17:43 20.10.2020)
ბოლო პერიოდში ბიშექტომია, იგივე ბიშას ბალიშების ამოკვეთა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში. ბიშას ბალიშები ახალშობილ ასაკში ძუძუს  წოვის პროცესში გვეხმარებოდა, თუმცა ზრდასრულ ასაკში დამატებითი ფუნქცია აღარ გააჩნია. ამასთან ის სახეზე დიდ ადგილს იკავებს.

ბიშექტომიას მიმართავენ ქალბატონები, რათა მათი სახის ნაკვთები უფრო გამოიკვეთოს. ამ პროცედურის გაკეთების შემდეგ სახე გამხდარი ჩანს და ნაკვთებიც მეტად იკვეთება.

ამ ოპერაციისთვის არა ერთ ცნობილ ადამიანს მიუმართავს, მათ შორის არიან მოდელი ბელა ჰადიდი, ანჯელინა ჯოლი, ვიქტორია ბექემი, თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი და სხვა. შედეგი საკმაოდ შესამჩნევი და შთამბეჭდავია.

როგორ იცვლება სახის ნაკვთები ოპერაციის შემდეგ

ამ ერთი შეხედვით მარტივ პროცედურას, პატარა ჯადოქრობის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. პროცედურის შემდეგ სახეს მნიშვნელოვნად ეცვლება ფორმა: მცირდება ლოყების ზომა, იკვეთება ყვრიმალები, მცირდება ტუჩებისა და ცხვირის მიდამოებში ნაოჭების რაოდენობა.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა

პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და დაახლოებით 40-60 წუთი გრძელდება. ის დიდ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. სარეაბილიტაციო პერიოდი 3-5 დღეს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში  შეიმჩნევა შეშუპება, ამიტომ სავალდებულოა სპეციალური კომპრესიული ნიღბის ტარება.

ვის უნდა ვანდოთ ოპერაცია

ბიშექტომიის ჩატარება მხოლოდ სტერილულ საოპერაციოში უნდა მოხდეს და არა სტომატოლოგიურ ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში. პროცედურა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს – პლასტიკურმა ან ყბა-სახის ქირურგმა. სპეციალისტი გამოგკითხავთ და დაგინიშნავთ გამოკვლევებს და რაც მთავარია, სწორად შეაფასებს ბიშას ბურთულების სრული თუ ნაწილობრივი ამოკვეთა უნდა მოხდეს და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი.

ვისთვის არის დაუშვებელი ბიშექტომიის ჩატარება

ბიშექტომიის პროცედურის ჩატარება 25 წლამდე არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ ასაკამდე ქსოვილები ფორმას იცვლის და ბიშექტომიის შემთხვევაში, შეიძლება ამ ცვალებადობამ კანის ჩამოწელავა და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.

რა უარყოფითი მხარე აქვს ბიშექტომიას

ქალბატონები, რომლებმაც პროცედურა 10-15 წლის წინ ჩაიტარეს, უფრო დაღლილად გამოიყურებიან. ამის მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომლებიც თან ახლავს დაბერების პროცესს. თუ ნორმალურ პირობებში, დროთა განმავლობაში ეს პროცესი იწვევს ბიშას ბურთულების დეფორმაციას და ლოყების ჩავარდნას, ადრე ჩატარებული ბიშექტომიის და ბიშას ბალიშების ამოკვეთის შემთხვევაში ეს ეფექტი უფრო თვალშისაცემი ხდება.

სანამ ოპერაციას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი

შედეგი შეიძლება დროებითი იყოს, რადგან ეს ინდივიდუალურია და დიდად არის დამოკიდებული სხეულის მასის ცვალებადობაზე. შესაძლოა სახის ახალი ფორმა არ მოგიხდეთ. სახისთვის კი ადრინდელი ფორმის მიცემა საკმაოდ რთულია.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას

გახსოვდეთ, შესაძლოა ყველა ქირურგიულ პროცედურას ახლდეს გართულებები, თუ არ დაიცავთ ექიმის მითითებებს. ბიშექტომიის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს: Სისხლდენა, შეშუპება, ტკივილი სახის არეში, სითხის დაგროვება, ინფექცია და სხვა.

როდის ვიღებთ საბოლოო შედეგს

საბოლოო შედეგი შეიძლება რამდენიმე კვირაში გახდეს შესამჩნევი. ოპერაციით მიღებული შედეგი სამუდამოა, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დეტალურად მიიღეთ ინფორმაცია პლასტიკური ქირურგისგან. შეაფასეთ რისკბი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურებთ!

 

146
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
წნევის გაზომვა

მიირთვით ყოველდღე: დასახელდა ნუგბარი, რომელიც ჰიპერტონიისგან დაგიცავთ

82
(განახლებულია 21:57 20.10.2020)
სპეციალისტების თქმით, ეს პროდუქტი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. შავი შოკოლადის გამოყენება ხელს უწყობს გულისა და ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას, წერს გამოცემა Insider ექსპერტებზე დაყრდნობით.

სპეციალისტების თქმით, შავი შოკოლადი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

გარდა ამისა, ამ ნაერთების წყალობით შოკოლადი ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და აქვეითებს „ცუდისას“. ამ გზით შავი შოკოლადი თრომბებისა და ინსულტების რისკის შემცირებაში ნაწილობრივ მონაწილეობს.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ამ ტკბილეულის მიღება ხელს უწყობს ტვინისკენ სისხლის მიდინების გაზრდასა და ჟანგბადით მისი გაჯერების მომატებას, რითიც ეხმარება ნეიროდეგენერაციული დაავადებების თავიდან აცილებაში.

გარდა ამისა, მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის ყოველდღიურად მიღებამ შეიძლება სასარგებლო გავლენა იქონიოს საერთო კოგნიტურ ფუნქციებზე.

82
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქუთაისი

ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ

0
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

 

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონ ან მიიღონ ახალი ფართები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი დევნილი  ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

 

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში