ბავშვების ვაქცინაცია გრიპზე

გრიპის სეზონი: ათი წესი და ორი შეხსენება მშობლებს

316
(განახლებულია 21:44 09.10.2020)
ცნობილი პედიატრი მშობლებს 10 უმთავრეს წესს შეახსენებს, რომელთა დაცვაც გარდაუვლად აუცილებელია და სავალდებულოც კი.

სიცივეებმა იძალა და კორონავირუსის საფრთხეს მწვავე რესპირატორული ინფექციებისა და გრიპის სეზონის მოახლოება დაერთო.

ამიტომ, განსაკუთრებით, მშობლების საყურადღებოდ, გთავაზობთ უმაღლესი კატეგორიის პედიატრ ევგენი კომაროვსკის რჩევებს, თუ როგორ აარიდოთ თავი სეზონურ გრიპებსა და რესპირატორულ დაავადებას და იხსნათ შვილები ინფექციებისგან.

საამისოდ სულ ათი მთავარი წესის დაცვა მოგიწევთ:

  • ნაკლები ხალხი — ნაკლები ვირუსი. უფრთხილდით ხალხმრავალ ადგილებს;
  • ღია ცის ქვეშ ვირუსების კონცენტრაცია ათასჯერ ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ დახურულ სივრცესა და შენობაში — იქნება ეს ბინა, საკლასო ოთახი თუ მეტროს ვაგონი. ამიტომ როცა სადმე მიდიხართ, კარგად გაიაზრეთ, აუცილებელია კი თქვენი იქ წასვლა?
  • რაც უფრო ახლოს დგახართ ადამიანთან, მით მეტია ავადმყოფობის გადადების შანსი. ამიტომ დაიკავეთ დისტანცია;

პედიატრ კომაროვსკის პასუხი კითხვაზე, მავნებელია თუ არა კოკა-კოლა ბავშვებისთვის?>>

  • თუ დაინახეთ (ან გაიგონეთ), რომ ადამიანს მწვავე რესპირატორული ინფექციის ნიშნები აქვს, ანუ ახველებს, აცემინებს, ცხვირში გაჭედილია და ა.შ. — მაშინვე მაქსიმალური მანძილით დაშორდით მას;
  • ავადმყოფის ხელები ინფექციის წყაროა. ნუ ჩამოართმევთ ხელს ნურავის. აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახელურზე მოჭიდება გიწევთ;
  • ვირუსის „აკიდების“ ყველაზე მაღალი შანსი იქაა, სადაც ბევრი ბავშვი ან ავადმყოფი იყრის თავს. ამიტომ გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე ბავშვთა კლინიკებში ვიზიტისას;
  • ვირუსის ნაწილაკები მტვრიან, მშრალ, თბილ და დამდგარ ჰაერში რამდენიმე საათის კი არა, რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი ინარჩუნებენ აქტიურობას. ხოლო სუფთა, გრილ, ნოტიო და მოძრავ ჰაერზე წამიერად იღუპებიან. ამიტომ: ნუ დააცხუნებთ! დაატენიანეთ! გაანიავეთ!
  • საცხოვრებელში ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა არის 16–22°С, ტენიანობა — 40–70%. თუ შეგცივდათ, ჩაიცვით;

თუ ბავშვი საკვებით მოიწამლა... დოქტორი კომაროვსკი გვირჩევს>>

  • ხშირად დაიბანეთ ხელები. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, გამოიყენეთ სველი, ჰიგიენური, მადეზინფიცირებელი ხელსახოცი;
  • დაიტენიანეთ სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი. შეისხურეთ ცხვირში მარილწყალზე დამზადებული წვეთები ან აეროზოლები. სიხშირე დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე თქვენს ირგვლივ. ანუ, რაც მეტია ხალხი, მით მეტჯერ ისხურებთ წვეთებსა თუ აეროზოლს. გარდა ამისა, გამოივლეთ პირში ჩვეულებრივი წყალი. მარილის მარტივი ხსნარი თავად შეგიძლიათ დაამზადოთ: 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლ ადუღებულ წყალზე.

გახსოვდეთ:

წამალი, რომელიც მწვავე რესპირატორულ ინფექციებს შეამცირებს, არ არსებობს;

მწვავე რესპირატორულ ინფექციებს ამცირებს სრულფასოვანი კვება, აქტიური ცხოვრება, კარგი ძილი, ღიმილი და კარგი განწყობა!

 

316
თემები:
სასარგებლო რჩევები (328)
Ajos morados

ნიორი - უებარი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების და სხვა დაავადებების დროს

779
(განახლებულია 20:12 27.10.2020)
ვარაუდობენ,  რომ მისი სამშობლო შუა აზიაა, საიდანაც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს საყვარელი პროდუქტი გახდა.

ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ. ეგვიპტის ფარაონების ბრძანებით კი პირამიდების ყველა მშენებლის რაციონში უნდა ყოფილიყო ფიზიკური ძალისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.

მოკლედ, ნივრის ამბავს „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე მოგიყვებათ.

- მიკროსკოპის არარსებობისა და მიკრობიოლოგიის არცოდნის მიუხედავად, შუა საუკუნეში ჩემი კოლეგები თვლიდნენ, რომ ნიორს გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვა შეეძლო და ჭირის ეპიდემიების დროს ინფექციის პროფილქტიკისათვის იყენებდნენ.

მარტო სამკურნალო თვისებები კი არა და შუა საუკუნეების ევროპელი ჯადოქრების მაგიურ პროდუქტებს შორის ნიორიც იყო - ავი თვალისაგან დამცავი ამულეტები და  ათასგვარი კეთილი ჯადო-მისნობა მის გარეშე არ კეთდებოდა.

ლუი პასტერი პირველი იყო, რომელმაც უკვე მიკროსკოპის ერაში დაადასტურა, რომ იქ, სადაც ნივრის ნაჭერი იდო, ბაქტერიები არ იზრდებოდნენ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი ოფიციალურად ითვლება ნივრის მსოფლიო ქალაქად.

ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი
ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი

ეს პატარა ქალაქი ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და სულ რაღაც 7000 ბინადარი ჰყავს. სწორედ აქ მოჰყავთ მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ხარისხის  იისფერი ნიორი Ajos Morados და ყოველ ზაფხულს ნივრის  საერთაშორისო კონგრესსაც ატარებენ.

​ისტორიაზე ბევრი გიამბეთ, ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ეს ჯადოსნური ბოსტნეული ისეთს, რომ ნივრის ქალაქ ლას პედრონერასში ძეგლიც კი დაუდგეს.

ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.

მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია. ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.

შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შემცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.

ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასაც უჯრედების დაშლა სდევს. თან ალიინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან. შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.

ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია. კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომელებიც ხშრად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად  ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით. ნივრის ექსტრაქტი ადგილობრივად გამოყენებისათვის ოდითგან ცნობილია, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება.

უკანასკნელ წლებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა მის კიდევ ერთ ეფექტს ადასტურებს -აღმოჩნდა, რომ ნიორს არტერიული წნევის რეგულირება, თრომბების წარმოქნის თავიდან აცილება და ლიპიდების დარღვევების მოწესრიგებაც შეუძლია. არც ძველი ბერძნების გამოცდილება  ყოფილა აზრსმოკლებული  -ნიორი ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზზეც მოქმედებს.

ექიმები არ გვირჩევენ ნივრის მიღებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს. უკუნაჩვენებია ასევე პანკრეასისა და თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაშიც. გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.

- როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ?

- 9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, სამი წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.

და ბოლოს, ხალხურ მედიცინას ბევრი რეცეპტი აქვს ვირუსული ინფექციებისაგან თავდაცვისათვის.

აი, ერთი მათგანი:

500 გრამ თაფლს დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი და ორი თავი ნივრის წვენი. აურიეთ კარგად. სახალხო მკურნალები ამბობენ, რომ დღეში ერთი სუფრის კოვზი ეს ნარევი  ვირუსულ ინფექციებს აგარიდებთ.

როგორი გემო აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდა შეიძლება.

თქვენი ექიმი ჯანმრთელობას გისურვებთ!

779
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
მამაკაცი ნაბახუსევზე

უცებ მოკეთდებით: ნარკოლოგი ნაბახუსევის ლიკვიდაციის სწრაფ გზებს ასახელებს

124
(განახლებულია 19:58 27.10.2020)
ცნობილი ექიმ-ნარკოლოგი ნაბახუსევის სწრაფი ლიკვიდაციის რამდენიმე მეთოდს ასახელებს, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორად შერჩეული საუზმეა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ექიმ-ნარკოლოგი ალექსეი კაზანცევი ასახელებს მეთოდს, როგორ აღვიდგინოთ ნაბახუსევზე ორგანიზმი სწრაფად.

მისი თქმით, პირველ რიგში, სასურველია კონტრასტული შხაპის მიღება — ხუთწამიანი ინტერვალით ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით გადავლება. ამის შემდეგ საჭიროა ორგანიზმში წყალ-მარილოვანი, ანუ ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

„აუცილებელია მინერალური წყლის მიღება იმისთვის, რომ სისხლის pH-მა ალკალიზაციას მიაღწიოს“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, კაზანცევის თქმით, ნაბახუსევზე ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საუზმე. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ნაკლებად დაბრაწული ომლეტი. ხოლო დღის განმავლობაში კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი ვიტამინებისა და პრეპარატების მიღებაა რეკომენდებული.

ალკოჰოლი და სისხლის ჯგუფები: მეცნიერებმა ყველაზე სუსტები და ყველაზე გამძლეები დაადგინეს>>

„შეგიძლიათ მიიღოთ ქარვისა თუ ლიმონის მჟავაზე დამზადებული პრეპარატები — ეს დააჩქარებს დეტოქსიკაციას“, – განმარტა ნარკოლოგმა.

ზოგადი გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად კი, ექიმის რჩევით, აუცილებელია სუფთა ჰაერზე გასეირნება და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.

 

124
თემები:
სასარგებლო რჩევები (328)
იუსტიციის სახლი, რომელშიც ეროვნული ბანკი მდებარეობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარები გაყიდა

0
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,2237 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 609,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

ოთხშაბათისთვის, 28 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2242 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

 

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა