ხაჭო თასით

დილით თუ საღამოს? ვინ რა დროს უნდა მიირთვას ხაჭო

811
(განახლებულია 17:18 08.10.2020)
ირკვევა, რომ ხაჭო ზრდასრულებმა და ბავშვებმა დღის სხვადასხვა მონაკვეთში უნდა მიირთვან, რათა ამ პროდუქტისგან სრული სარგებელი მიიღონ.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და პოპულარული ფერმენტირებული რძის პროდუქტია. მაგრამ მისი სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რასთან ერთად და როდის მიირთმევთ მას, განუცხადა რადიო Sputnik-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, დიეტოლოგმა მარიატ მუხინამ.

სპეციალისტის თქმით, ხაჭო არის პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით, ცხიმებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, მაკრო- და მიკროელემენტებით. ის სასარგებლოა ყველასთვის – პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც, მაგრამ მათ ხაჭო სხვადასხვაგვარად უნდა მიიღონ.

„ზრდასრულებმა, უმჯობესია, ხაჭო დილით მიირთვან, რადგან ის სითხეს აკავებს. გამონაკლისია მეძუძური დედები. მათ, ისევე, როგორც ბავშვებმა, ხაჭო, რომელიც ზრდისთვის ხელის შემწყობ ცილებს შეიცავს, უმჯობესია საღამოს ჭამონ“, — განმარტა ექიმმა.

როგორც სპეციალისტი ამბობს, იმისთვის, რომ ხაჭო კიდევ უფრო „ჯანმრთელი“ გახდეს, შეგიძლიათ სხვადასხვა დანამატებთან ერთად მიირთვათ. უბრალოდ უნდა მოერიდოთ მარილსა და პილპილს.

„ხაჭო მწვანილით არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, რადგან მას ასევე ემატება ქლოროფილი, მწვანილის ფოლიუმის მჟავა და ახალი ვიტამინები. კენკრასთან კომბინაციაც დადებითია. მაგრამ თუ მას წიწაკით ან მარილით შევაზავებთ, მაშინ ორგანიზმში ჭარბი სითხე შეკავდება. ხაჭო კარგად ეთავსება არაჟანს — ეს აუმჯობესებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების, კალციუმის ათვისებას“, — ამბობს მუხინა.

რაც შეეხება შაქარს, ის ხაჭოსთვის ცუდი დანამატია, ვინაიდან ამ დროს, ზედმეტი კალორიების გარდა, ნახშირწყლოვანი მეტაბოლიზმის დარღვევასაც მივიღებთ.

იმისთვის, რომ დავადგინოთ, ხაჭო ნამდვილია თუ არა, ანუ შეიცავს თუ არა სახამებელს, მას იოდი უნდა დააწვეთოთ. თუ წვეთი გალურჯდება, ეს ნიშნავს, რომ ხაჭო სახამებელს შეიცავს და ხელოვნური, ანუ ფალსიფიცირებულია.  

გარდა ამისა, ექიმის თქმით, ხაჭოს ხარისხი მაღაზიაშივე შეგიძლიათ განსაზღვროთ მარტივად: მას არ უნდა ჰქონდეს მჟავე, მძაფრი სუნი.

811
გზაზე მჯდომი მამაკაცი

ყველასგან განსხვავებული და უმარტივესი ხერხი ფილტვების გასაწმენდად

16
(განახლებულია 19:00 01.08.2021)
იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ თავს ვერ ერევით და უარს ვერ ამბობთ ამ მავნე ჩვევაზე? მაშინ…

რასაც ახლა გირჩევთ, არც რთულია, არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, არც უცნობი და არნახულ-არგაგონილი პროდუქტების ძებნასა და არც დიდ დროს. უბრალოდ, ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ:

•    ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი), რომელსაც საქართველოში ძალიან „დაუმეგობრდნენ“ ბოლო წლებში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჯანჯაფილი ფილტვებს ჭარბი ლორწოსგან წმენდს;

•    ხახვი და ნიორი — ძლიერი ანტისიმსივნური თვისებების მქონე ბოსტნეული, ავთვისებიანი დაავადებების უებარი პროფილაქტიკური საშუალება;

•    კურკუმა —  ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისიმსივნური თვისებების სუნელ–სანელებელი, იყიდება ყველა ჰიპერმარკეტში.

უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფერთან ერთად ფილტვებს სპეციალური ელექსირითაც გაიწმენდთ.

დაგჭირდებათ:

  • 400 გრ ხახვი
  • 1 ლ წყალი
  • 400 გრ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კურკუმა
  • ჯანჯაფილი — დიდი თითის ტოლი ნატეხი.

მომზადება

შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სეროფი, დაამატეთ ოთხ–ოთხად დაჭრილი ხახვი და  ჯანჯაფილის მესამედი. დააცადეთ წამოდუღება და როგორც კი ეს მასა დუღილს დაიწყებს, მაშინვე ჩაამატეთ კურკუმა. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და მანამდე ადუღეთ, სანამ რაოდენობა არ განახევრდება. მერე გაწურეთ და ქილაში გადაიღეთ. ელექსირი მაცივარში უნდა შეინახოთ.

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან>>

მიღების წესი

ელექსირი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ — თითო ჯერზე ორი სუფრის კოვზის ოდენობით: დილით უზმოზე და საღამოს ბოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

16
თემები:
სასარგებლო რჩევები
ხილ-ბოსტნეული

როგორ ჭამთ და როგორ უნდა ჭამდეთ: სასარგებლო პროდუქტები, რომლებსაც არასწორად მიირთმევთ

501
(განახლებულია 15:19 01.08.2021)
იმისათვის, რომ საკვებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელთა ცოდნაც უბრალოდ აუცილებელია

სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოებზე.

501
თემაზე
ათასწლეულის შეთქმულება: რეკლამირებული პრეპარატები, რომლებიც არაფერს კურნავს
რას გვეუბნება სტიკერები: ხილზე დატანილი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია