ტანწერწეტობის მთავარი საიდუმლო და ხუთი მარტივი რჩევა ენდოკრინოლოგისგან

© Pixabay / VViktorკარგი აღნაგობის ქალი
კარგი აღნაგობის ქალი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გსურთ ტანწერწეტი იყოთ და კარგი აღნაგობით არა მარტო ირგვლივ მყოფთ ხიბლავდეთ, არამედ თავადაც კმაყოფილი ბრძანდებოდეთ, სულ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ.
ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
როდის და რომელი ბოსტნეული გარდაიქმნება შხამად: ექიმი-დიეტოლოგი განმარტავს

დიეტოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ალბინა კომისაროვამ „ინსტაგრამზე“ კარგად აღნაგი ადამიანების იმ ჩვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქალებს წონის გაკონტროლებაში დაეხმარება და ზედმეტად არ მოამატებინეს.

თავადაც შესაშური გარეგნობის ექიმის რეკომენდაციები მართლაც მარტივია, რთული შესასრულებელი ნამდვილად არ არის.

როგორც ჩანს, კომისაროვა სწორედ იმ რეკომენდაციებს იცავს, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ. 

  • ტრაპეზის დროს მხოლოდ საკვებზე უნდა კონცენტრირდეთ. ჩართული გაჯეტები და ტელევიზორი კი ყურადღებას ფანტავს და დანაყრებას გვიან იგრძნობთ;
  • მნიშვნელოვანია, რომ მიირთვათ ის, რაც გემრიელია და სასიამოვნო თქვენთვის. ნამცხვრებს არ ვგულისხმობ. არაერთხელ მინახავს, როგორ მიირთმევენ გოგონები ვიღაცის დაწერილი დიეტის თანახმად ისეთ პროდუქტს, რომელიც „საჭიროა“ და არა ისეთს, რაც მათ სურთ. მაგალითად, „ჯანსაღ“, 500 კალორიის შემცველ სმუზი-ბოულს, ნაცვლად სასურველი ბუტერბროდისა, რომლის კალორიულობაც სულ 250-ია;
  • რაციონი უნდა შეიცავდეს უფრო მეტ ხილსა და კენკრას. მათ შორის ბანანს. სწორედ ამით უნდა ჩაანაცვლოთ ტკბილეული ან შემთხვევითი წახემსება;
  • აუცილებელია იმოძრაოთ მეტი, კიბეებზე ფეხით იაროთ, ისეირნოთ საღამოობით და, უფრო მეტიც, მონაწილეობა მიიღოთ სპორტულ ღონისძიებებში;
  • თუმცა კარგი აღნაგობის მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ტანადი ადამიანები ჭამენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შიათ და არა მაშინ, როდესაც გემოს შეგრძნება სურთ. ისწავლეთ უარის თქმა ჭამაზე მაშინ, როცა არ გშიათ, თუნდაც ამას თავგამოდებით გაიძულებდნენ მასპინძლები.
ყველა ახალი ამბავი
0