ექვსი ხილი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს

CC0 / Pixabay / საზამთროს წვენი
საზამთროს წვენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუნებაში არსებობს საკვების სახეობები, რომლებიც გამორჩეულად ეხმარება კანს ახალგაზრდობისა და სასიამოვნო იერსახის შენარჩუნებაში.

შემოგთავაზებეთ ხილის იმ სახეობებს, რომელთა კვების რაციონში დამატებით შესამჩნევად გაიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას.

CC0 / Pixabay / მანგოს ნაჭერი ხელისგულზე
ექვსი ხილი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს - Sputnik საქართველო
მანგოს ნაჭერი ხელისგულზე

მანგო

მანგო შეიცავს A, C, E და K ვიტამინებს, ასევე ბეტა კაროტინს, ფლავონოიდებს, პოლიფენოლებსა და ქსანთოფილს, რაც დადებითად აისახება კანის მდგომარეობაზე. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები და იცავს კანს დნმ-ის დაზიანებისგან. აქვს სამკურნალო თვისებები.

მოამზადეთ შეიქი: ბლენდერში ათქვიფეთ მანგო იოგურტთან ერთად და მიირთვით საუზმეზე.

© photo: Sputnik / pineapplesupplycoანანასი
ექვსი ხილი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს - Sputnik საქართველო
ანანასი

ანანასი

ანანასი ზოგიერთ კულტურაში გამოიყენება როგორც სამკურნალო მცენარე. მისი ნაყოფი შეიცავს ბრომელს, რაც ებრძვის კანის ანთებას და შეშუპებას. სეზონურად ანანასის ხშირად მიღება დაეხმარება თქვენს კანს გახდეს ხავერდოვანი და ნაზი. ანანასი არ მიიღოთ საკვების შემდეგ, მიირთვით კვებიდან ერთი საათის შემდეგ ცალკე კვებად.

CC BY 2.0 / eGuide Travel / Strawberriesმარწყვი
ექვსი ხილი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს - Sputnik საქართველო
მარწყვი

მარწყვი

სეზონზე ყოველდღიურად მწიფე მარყწვს თუ მიირთმევთ, თქვენი სახის კანი ნამდვილად მადლიერი დაგრჩებათ, რადგან მასში შემავალი მჟავა აქტიურად ებრძვის კანის დაზიანებას და ნაოჭებს.

CC0 / Pixabay / ხილის ასორტი
ექვსი ხილი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს - Sputnik საქართველო
ხილის ასორტი

საზამთრო

ბევრისთვის საყვარელი ხილი - საზამთრო ნამდვილი მისწრებაა თქვენი კანისთვის, მით უმეტეს, თუ თქვენი კანი აკნესკენაა მიდრეკილი. საზამთროს 90% წყლისგან შედგება, რაც იდეალურია თქვენი კანის მავნე ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად, ასევე დასატენიანებლად. შეიცავს A, B1, B6 და C ვიტამინებს, უხვი რაოდენობით ლიკოპენს, ფლავონოლს და კაროტინოიდს. ახლა სეზონი ხელს გვიწყობს, ამიტომ ყოველდღიურად დალიეთ საზამთროს წვენი. ასევე მიირთვით საზამთრო მთელი დღის მანძილზე.

© Pixabay / Hansფორთოხალი
ექვსი ხილი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს - Sputnik საქართველო
ფორთოხალი

ფორთოხალი

ფორთოხლის სეზონი ახლოვდება, ამიტომ აქტიურად გამოიყენეთ ის თქვენი კანის სასარგებლოდ. ციტრუსებში შემავალი ვიტამინი C ნამდვილი მისწრებაა სახის კანისთვის. ფორთოხალი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ამცირებს კანის გაღიზიანებას. გეხმარებათ კოლაგენის სინთეზირებაში და ხელს უშლის დნმ-ის დაზიანებას. ყოველდღე მიირთვით ერთი ან ნახევარი ფორთოხალი. დალიეთ ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი. დაუმატეთ ფორთოხლის ნაჭრები სალათებსა და დესერტებს.

CC BY 2.0 / Flickr/ Natasia Causse / Day 45/365 - An apple a day...თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ, ესე იგი, წონაში იმატებთ
ექვსი ხილი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს - Sputnik საქართველო
თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ, ესე იგი, წონაში იმატებთ

ვაშლი

ეს შეუცვლელი ხილი არაერთ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს. მასში მრავალ სასარგებლო ნივთიერებასთან ერთად შედის G ვიტამინი, რაც ძალზე იშვიათია. გაჯერებულია A და C ვიტამინებით, კალციუმით, მაგნიუმითა და კალიუმით, ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ვაშლი საუკეთესო არჩევანია ზამთარში ჯანსაღი სახის კანის შესანარჩუნებლად. აუცილებლად მიირთვით დღეში ერთი ცალი ვაშლი. ასევე დაუმატეთ ვაშლის ნაჭრები სალათებს, ორცხობილებს, დესერტებს და სხვ. ამასთან გაიკეთეთ ნიღაბი: კანის გამოსაცოცხლებლად წაისვით სახეზე გახეხილი ვაშლი, გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0