წყვილი

ეჭვიანობა ახირება თუ დაავადება და ვის უფრო ანგრევს ის ქალსა თუ მამაკაცს

315
(განახლებულია 21:41 28.08.2020)
ეჭვიანებს ხშირად აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილები და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობაც კი. ცნობილია, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე დანაშაულს უფრო მამაკაცები სჩადიან, ვიდრე ქალები.

ეჭვიანობა, პირველ რიგში, დაავადებაა, და მეორე - შეძენილი დაავადება. ეჭვიანობით დაავადებულთა ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, უმეტეს შემთხვევებში, არანაირი შედეგი არ მოაქვს.

ქალის ეჭვიანობას ახირებად და კაპრიზად მივიჩნევთ, მაგრამ ეს მძიმე დაავადებაა. თუ საყვარელი ქალი ველური კატასავით ეჭვიანია, თქვენი ამოცანაა, არა მარტო ისწავლოთ დელიკატურად და ფრთხილად მოექცეთ ავადმყოფს, არამედ თქვენც არ გადაგედოთ ეს დაავადება და ეჭვით სნეული არ შეიქმნათ.

სპეციალისტები, რომლებმაც ეჭვიანობის პრობლემა გამოიკვლიეს, დარწმუნებული არიან, რომ ეჭვიანობა, პირველ რიგში, დაავადებაა, მეორე — შეძენილი დაავადებაა. პათოლოგიური ეჭვიანობა სცილდება ნამდვილ ან წარმოსახვით ღალატზე მწვავე რეაქციის ფარგლებს და ემოციური აღგზნებისადმი ორგანიზმის სუსტ ადაპტაციაზე მეტყველებს. მილანის უნივერსიტეტის დოქტორის, პროფესორ პადმალ დე სილვას მოსაზრებით, ეჭვიანობის პათოლოგიური ფორმა თავისი სიმპტომებით ფსიქოზს ჰგავს. დოქტორი დე სილვა ასევე ამტკიცებს, რომ ეჭვიანობით დაავადებულთა არანაირ ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, უმეტეს შემთხვევებში, არანაირი შედეგი არ მოაქვს.

არიან ადამიანები, რომელთაც ეჭვიანობა საერთოდ არ ახასიათებთ. ასეთი მხოლოდ 3-5 პროცენტია და ამ გადახრის მიზეზი უკიდურესი ემოციური დამუხრუჭებაა. თან, ასეთი „დამუხრუჭებული“ პიროვნებების უმრავლესობა მამაკაცია.

რა დროს ღალატობს ქალი - მამაკაცის სამი საბედისწერო შეცდომა>>

განსხვავებული შეხედულებების მეცნიერები, რომლებიც ეჭვიანობის ბუნებას სწავლობენ, ერთ რამეში თანხმდებიან: ამ გრძნობის ერთგული უფრო ქალები არიან. ცნობილია, რომ ეჭვიანობს ის პარტნიორი, რომელსაც მეორეზე ნაკლები გავლენა აქვს. სტატისტიკით კი, კავშირების უმეტესობაში მამაკაცი დომინირებს.

და თუ მაინც მეგობარ ქალზე ეჭვიანობა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცის ორგანიზმზე ეჭვიანობა ბევრად უფრო დამანგრეველად მოქმედებს, ვიდრე ქალის ორგანიზმზე. ქალი ემოციური არსებაა. იმის მსგავსად, თუ როგორ უხანგრძლივებს სიცოცხლეს მუდმივი მიკროინფარქტები კატას, ემოციური შოკი ქალის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. მამაკაცების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა.

ეჭვიანებს ხშირად აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილები და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობაც კი. ასევე ცნობილია, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე დანაშაულს სამჯერ მეტი მამაკაცი ჩადის, ვიდრე ქალი.

ფსიქოთერაპევტმა ტორონტოდან, დოქტორმა ჯეკ ეიგენლობმა 17-დან 68 წლამდე ასაკის 900-ზე მეტი ქალი გამოკითხა. გამოკითხულთა პრაქტიკულად 98%-ისთვის ეჭვიანობის გრძნობა კარგადაა ნაცნობი.

შემდეგ რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა: „განგიცდიათ თუ არა ეჭვიანობის დროს მოკვლის სურვილი: 1) მოღალატე მამაკაცის; ბ) მისი საყვარლის (მათ შორის, ღალატის უტყუარი დამადასტურებელი ფაქტის არარსებობის შემთხვევაშიც); გ) ორივეს“.

რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ერთგულება?>>

პასუხები ამგვარად გადანაწილდა: გამოკითხულთა 12%-მა სამივე კითხვას უარყოფითად უპასუხა; 34% მეტოქის ფიზიკურ განადგურებაზე სერიოზულად ფიქრობდა; დაახლოებით ამდენივეს (30%) იმქვეყნად თავისი შეყვარებულის გასტუმრება უნდოდა, დანარჩენი 24% კი სიამოვნებით გაუსწორდებოდა მოღალატესაც და მის საყვარელსაც.

ასევე, ზოგიერთი ქალი გამოტყდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მათ თავისი პარტნიორებისთვის სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიუყენებია. ასევე აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების 52%-ის ეჭვიანობის მიზეზი შიშია, რომ მამაკაცმა შეიძლება მიატოვოს სხვა ქალის გულისთვის, ხოლო 22%-ს პოტენციური მეტოქის მხრიდან დამცირების ეშინია.

კითხვაზე, რას ამჯობინებენ, პარტნიორის ფიზიკურ ღალატს თუ სხვა ქალის პლატონურ სიყვარულს, ქალების 89%-მა უპასუხა, რომ ფიზიკურ ღალატს ამჯობინებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პასუხში ქალებმა იშვიათი პრაქტიკულობა და ჯანსაღი აზრი გამოავლინეს, პათოლოგიური ეჭვიანობის ყველა მკვლევარი ერთ რამეში თანხმდება — ეჭვიანობის ბუნება ირაციონალურია.

ეს ნიშნავს, რომ ეჭვიანობით დაავადებულ თქვენს მეგობარ ქალს ეჭვიანობისთვის სულ არ სჭირდება სერიოზული საბაბი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ცოტა დაგამშვიდოთ, ისაა, რომ ეჭვიანობით ნამდვილად დაავადებული ადამიანები ძალიან დიდი იშვიათობაა. უმეტესად ჩვენზე ეჭვიანობენ მაშინ, როდესაც თვითონ ვაძლევთ საბაბს.

ხუთი რჩევა ეჭვიანობის მსხვერპლს

ქალის ეჭვიანობისგან გაწამებულ მამაკაცებს ფსიქოლოგები ხუთ რჩევას აძლევენ:

1. თუ მიხვდით, რომ ეჭვიან ქალს თქვენი თვალთვალის მცდელობა აქვს, შეეცადეთ, რეაქცია არ გქონდეთ. ისე იცხოვრეთ, თითქოს არაფერი ხდება, ნუ მოაწყობთ სკანდალს და რა თქმა უნდა, არ „გაებათ“. ბოლოს და ბოლოს, მას ეს მობეზრდება.

ორი გზა განშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა თუ თვითგვემა>>

2. ნუ დაიწყებთ ახსნას, თავის მართლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ნევრასთენიკად გადაქცევის საშიშროება გემუქრებათ, რომელიც იძულებულია, ყოველ წუთს ყველაფერზე თავი იმართლოს.

3. თუ გრძნობთ, რომ ქალი სცენის გამართვას აპირებს, შეეცადეთ, დისკუსია სხვა კალაპოტში გადაიყვანოთ. თუ არ გამოგივათ, უბრალოდ, შეწყვიტეთ საუბარი და გადით ოთახიდან.

4. თუ თქვენს მცდელობას, მოაგვაროთ ურთიერთობები, შედეგი არ მოჰყვა და ის აგრძელებს ეჭვიანობას (მიცემული საბაბით თუ უსაფუძვლოდ), ერთადერთი გზა გრჩებათ — დაემუქროთ განშორებით (ეს თქვენს გეგმებშიც რომ არ შედიოდეს). მუქარა ეჭვიანს ცოტა აფხიზლებს.

5. დაბოლოს, უნდა გესმოდეთ, რომ ეჭვიანობის გამოხატვა მისი ხასიათის ნაწილია. გიჟურ ეჭვიანობას, როგორც წესი, პროვოცირებას უწევს შიში, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფის გრძნობა და ის, რომ არ არის დარწმუნებული არც საკუთარ თავში და არც პარტნიორში.

ყველაზე ხშირად ეს ემოციურად დამოკიდებულ ქალებს ახასიათებთ. ამიტომ, თუ საკუთარი ბედის ეჭვიან ქალთან დაკავშირება გადაწყვიტეთ, შეეცადეთ, არასდროს მისცეთ ნამდვილად სერიოზული საბაბი სკანდალისთვის, სხვაგვარად ეს, შესაძლოა, მართლა ცუდად დამთავრდეს და ეჭვიანის როლში ყოფნა თქვენ მოგიწიოთ: ქალებს სჩვევიათ საკუთარი პარტნიორების ღალატი, რათა მიყენებული წყენისთვის შური იძიონ.

315
გაზირებული სასმელი

ნამდვილად არის თუ არა გაზიანი სასმელი მავნე ორგანიზმისთვის: რა არის მითი და რა რეალობა

104
(განახლებულია 21:27 24.09.2020)
იშვიათად შეხვდებით ბავშვს, ხშირად ზრდასრულ ადამიანსაც, რომელსაც ლიმონათი, კოკა-კოლა, ფანტა ან სხვა გაზიანი სასმელები არ უყვარს.

ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ გაზიანი სასმელი ვნებს, თუმცა მიზეზი, თუ რატომ არის ის მავნე, არ იცის, ან მცდარი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ალბათ ხშირად გაგიგით „გაზგასული ბორჯომი“, „გაზგასული ლიმონათი“, მითია თუ რელობა ეს ტერმინი და რეალურად რაში მდგომარეობს გაზიანი სასმელის მავნებლობა, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუჭაშვილი საუბრობს.

- ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს სჩადიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითია, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის.

განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე ისაა, რომ გაზიანი სასმელის მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკებს, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს.

არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად, არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები.

104
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
მაღვიძარა

ყველანაირი დიეტა ფუჭია, თუ სწორად არ გძინავთ: მეცნიერები გვირჩევენ

142
(განახლებულია 19:31 24.09.2020)
ირკვევა, რომ წონაში დაკლების მსურველთა ყველა მცდელობა, რაოდენ მკაცრადაც არ უნდა იცავდნენ დიეტას, ფუჭი და ამაო გამოდგება, თუ სწორად არ დაიძინეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლისთვის დედამიწის ყოველი მეხუთე მკვიდრი ჭარბწონიანი იქნება, ასეთია იმ კოლაბორაციის პროგნოზი, რომელიც არაინფექციურ დაავადებათა რისკის ფაქტორებს შეისწავლის.

საქმე მარტო არასწორ კვებასა და მცირე ფიზიკურ აქტივობაში არ ყოფილა. როგორც ერთდროულად რამდენიმე კვლევითი ჯგუფი აღნიშნავს, ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.

2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა, გააანალიზეს რა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც ნაკლები ეძინათ, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

მსგავსი შედეგები მიიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთ-ნახევარი საათი ეძინათ, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვა-ნახევარი საათი ისვენებდა. ორივე ჯგუფი სპეციალური სისტემით შემცირებული ნორმის კალორიებით იკვებებოდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგების აზრით, დასვენების დღეებში გამოძინება არაა შედეგის მომცემი. მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ. ყველა მათგანი მკაცრ დიეტას იცავდა, ზოგმა მათგანმა სამუშაო დღეებში საწოლში რვა საათზე ნაკლები გაატარა, ხოლო შაბათ-კვირას — უფრო მეტი.

რვა კვირის შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილემ დაახლოებით ერთი და იგივე წონა დაკარგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონა ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.

ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარები გამოუძინებლობის გამო წონის მატებას მადაზე გავლენის მქონე ჰორმონების მოქმედებას უკავშირებენ. ძილის დეფიციტიან 12 ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეში გრელინის დონე გაიზარდა, ხოლო ლეპტინისა — შემცირდა. პირველი მათგანი ზრდის მადას (მას ასევე უწოდებენ შიმშილის ჰორმონს), მეორე კი, პირიქით, პასუხისმგებელია დანაყრების (სიმაძღრის) შეგრძნებაზე. ამ ჰორმონების ვარირებით შეიძლება დადგინდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნორმალურზე ნაკლები სძინავთ, ხშირად ჭარბი წონით იტანჯებიან.

იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს ლეპტინის დონეს.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.

142
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
მოალერსე წყვილი

ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ვის გაუმართლებს სასიყვარულო ასპარეზზე ოქტომბერში

0
(განახლებულია 11:53 24.09.2020)
ზოდიაქოს ზოგიერთი თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის შემოდგომის შუა პერიოდი ძალზე ხელსაყრელი იქნება სიყვარულის თვალსაზრისით

ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება საბედისწერო შეხვედრა, რომელიც მათ დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. ისინი სიყვარულის „მორევში“ ჩაიძირებიან.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

კურო

კუროები ოქტომბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. დიდი ხანია, ასეთ სიყვარულს ეძებთ და ამ თვეში მიაღწევთ საწადელს – თქვენს გულში რომანტიკული გრძნობებისა და ემოციების ქარცეცხლი დატრიალდება. კუროების ცხოვრებაში ასეთი შეხვედრები ხშირად არ ხდება – მეორე ნახევარს თვითონ სამყარო გამოგიგზავნით, თქვენ კი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სასწორი

ოქტომბერში სასწორის ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ინტუიციას გულდასმით უნდა მოუსმინოთ. სწორედ ის მიგანიშნებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ კი თქვენი გადასაწყვეტი იქნება – მოიპოვოთ ბედნიერება, თუ მარტო დარჩეთ. სასწორებისთვის ეს შეხვედრა საბედისწერო იქნება, ამიტომ დიდხანს ფიქრი არ ღირს.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

მერწყული

მერწყულები ხშირად იძირებით საკუთარ ფიქრებში. ამ დროს კი ნამდვილად ღირს, აქეთ–იქით გაიხედოთ. ამ შემთხვევაში დაინახავთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სულაც არაა შორს, არამედ გვერდით დგას. ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ახლო გარემოცვიდან იყოს. შესაძლოა, ის არ გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან, მაგრამ სწორედ მას უწერია, თქვენი ბედი გახდეს. თუ ასტროლოგების რჩევებს გაითვალისწინებთ, ოქტომბერში საოცარი ბედნიერება გელოდებათ.

0