განმარტოება

თუ მამაკაცს სახლში თავისი კუთხე არა აქვს...

1501
(განახლებულია 19:24 20.08.2020)
თუ მამაკაცს სახლში თავისი ტერიტორია არა აქვს, მაშინ სახლში არ იქნება მამაკაცი. მამაკაცი, რომლის ინტერესები საწოლქვეშაა დამალული, არასდროს იგრძნობს თავს თავდაჯერებულად ქალთან ურთიერთობებში.

მამაკაცს სჭირდება ადგილი სახლში, ეზოში, ავტოფარეხში, სადმე, სადაც ის თავს „შეაფარებს“, გაექცევა ქალის გაუთავებელ ბუზღუნსა და საყვედურებს, ან, უბრალოდ, თავის ფიქრებს მოაწესრიგებს. ეს ყველა მამაკაცისთვის აუცილებელია.

ნამდვილ მამაკაცებსაც აქვთ უფლება, რომ...>>

და თუ ასეთი ადგილი კაცს არა აქვს და მისი ტერიტორია საწოლის ქვეშ ადგილით შემოიფარგლება, ის ვერასდროს იგრძნობს თავს სრულფასოვან მამაკაცად და ვერასდროს იქნება თავდაჯერებული ქალთან ურთიერთობისას.

ამიტომ:

  • აუცილებელია, რომ ბავშვს თავიდანვე მისცეთ საცხოვრებელ ფართში გარკვეული ადგილი „საკუთრებაში“, იქნება ეს პატარა კარადა, ტუმბო თუ თარო ან უჯრა. ბავშვის გაზრდასთან ერთად გააფართოეთ ტერიტორიაც, სადაც ის თავს ამ ადგილის პატრონად იგრძნობს;
  • გაჯეტთან ერთად მიეცით ბიჭუნას სამუშაო იარაღები, დაე, მამიკოსთან ერთად ისწავლოს, მაგალითად, შეღებვა, ხის მოჭრა, მიწის ამოთხრა და ა.შ.
  • ინსტრუმენტების მეშვეობით მან უნდა შეძლოს გატეხილი ნივთის შეკეთება. ეს მის ფსიქიკას აჩვევს იმას, რომ გადაწყვიტოს პრობლემები და არა იფიქროს მასზე.
  • ზრდასრულ მამაკაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახლში ინსტრუმენტები: ცული, ჩაქუჩი, ლურსმნები, ბრტყელტუჩა, სახრახნისი, ბურღი, იზოლენტი და სხვ.;
  • თუ თქვენი მამაკაცის ნივთებს „ხარახურას“ უწოდებთ, ის სიყვარულზე სულ უფრო ნაკლებად დაგელაპარაკებათ;
  • არასდროს ეცადოთ თქვენი „წესრიგი დაამყაროთ“ მამაკაცის „სათამაშოებში“. ჯერ ნებართვა ითხოვეთ. მას იქ თავისი „მოწესრიგებული არეულობა“ აქვს;
  • გაითვალისწინეთ, რომ თუ ქალი პატივს არ სცემს მამაკაცის უფლებას თავის „ხარახურაზე“ სახლში, მაშინ ის პატივს არ სცემს მამაკაცს;
  • იდეალური ვარიანტია, თუ მამაკაცს თავისი ავტოფარეხი აქვს და იქ დააგროვებს თავის სხვადასხვა ინსტუმენტს;
  • თუ მამაკაცი ძალიან დიდ დროს ატარებს ავტოფარეხში, ეს ორი მიზეზით ხდება: ან ქალის „ტვინის ბურღვას“ გაურბის, ან იქ, უბრალოდ, ძალებს იკრებს და ფიქრებს იწესრიგებს (არის კიდევ მესამე ვარიანტი – ქეიფობს, მაგრამ ეს უკვე სხვა მსჯელობის საგანია).

რას ითხოვს ნამდვილი მამაკაცი ქალისგან?>>

გახსოვდეთ, რომ მამაკაცმა არასდროს უნდა დამალოს თავისი ინტერესები საწოლქვეშ – რა ასაკშიც არ უნდა იყოს, რა სეზონიც არ უნდა იდგეს და რა ეკონომიკური სიტუაციაც არ უნდა იყოს.

1501
თემები:
სასარგებლო რჩევები (370)
კარტოფილი

როდის არის კარტოფილი სასარგებლო და როდის საზიანო? განმარტავს ექიმი–დიეტოლოგი

99
(განახლებულია 21:23 02.12.2020)
ექიმი ამსხვრევს დამკვიდრებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კარტოფილი წონაში მატებას უწყობს ხელს და ამბობს, რომ ამის მტკიცება მთლად მართებული არ არის.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კარტოფილი არის „მეორე პური“, რომელიც, სწორად მომზადების შემთხვევაში, გავლენას არ ახდენს წონის მატებაზე, აცხადებს ექიმი–დიეტოლოგი ტატიანა რაზუმოვსკაია.  

ექიმის თქმით, გავრცელებული მოსაზრება, რომ კარტოფილი წონის სწრაფ მატებას უწყობს ხელს, მთლად მართებული არ არის: მოხარშული კარტოფილის კალორიულობა 100 გრამზე (ასეთია საშუალო ზომის კარტოფილის წონა) დაახლოებით 80-110 კილოკალორიაა. ამავე დროს კარტოფილში ცოტაა უხეში ბოჭკო, არ იწვევს მუცლის შებერვასა და შეშუპებას.

სხვა შემთხვევაა კარტოფილი ფრი (დაახლოებით 280 კკალ), რომელიც ზიანს აყენებს სხეულის ფორმებს და ზრდის II ტიპის დიაბეტის რისკს. ამასთან, იკარგება სასარგებლო ნივთიერებების 60 პროცენტი. ხოლო როცა კარტოფილს კანიანად ხარშავთ ან აცხობთ, სასარგებლო ნივთიერებების 10-15 პროცენტი „ორთქლდება“.

„ვინც წონაში იკლებს, არ უნდა მიირთვას კარტოფილი ხორცთან ან სალასთან ერთად. ასეთი პროდუქტები ერთად ნელა მუშავდება. რა თქმა უნდა, ერთჯერადად ასეთი კერძის ჭამა შეიძლება, მაგრამ ძირითად რაციონს არ უნდა წარმოადგენდეს“, — განმარტა დიეტოლოგმა.

რისთვის რომელი

გარდა ამისა, რაზუმოვსკაია გვირჩევს, რომელი კერძისთვის რა სახეობის კარტოფილია გამოსადეგი. მისი თქმით, სუპებისა და სალათების მოსამზადებლად მუქკანიანი კარტოფილია უმჯობესი — ის არ ჩაიხარშება მდუღარე წყალში, შესაწვავად ყვითელი ან ვარდისფერი ბოლქვები გამოიყენეთ — მომწარო გემო არ ექნება, ხოლო პიურეს მოსამზადებლად საუკეთესოა თეთრი კარტოფილი — ის უფრო რბილია და კარგად იხარშება.

გულისა და წნევისთვის

კარტოფილში ბევრია კალიუმი — 378 მილიგრამი 100 გრამზე, ის ორგანიზმს ზედმეტი წყლის, ნატრიუმისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. თუ ორგანიზმს კალიუმი არ ჰყოფნის, შეიძლება კუნთების კრუნჩხვები და გულის რიტმის დარღვევები განვითარდეს.

კარტოფილში კალიუმთან ერთად მაგნიუმის მაღალი შემცველობა პოზიტიურად მოქმედებს არტერიულ წნევაზე: ამცირებს მას, რაც სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. თუმცა, თვითონ კარტოფილი წნევას არ შეამცირებს და ვერ შეცვლის ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

ამაგრებს ძვლებს

კარტოფილი არის ფოსფორის წყარო (100 გრამზე 50-60 მილიგრამი), რომელზეც დამოკიდებულია ნახშირწყლების ცვლა. ჩონჩხის ქსოვილები წარმოიქმნება ფოსფორმჟავას მარილებისგან. ფოსფორის ნაკლებობამ ბავშვებში შეიძლება რაქიტი გამოიწვიოს.

ვირუსის საწინააღმდეგოდ და კბილებისთვის

გარდა ამისა, კარტოფილი შეიცავს უამრავ C ვიტამინს: 13 მილიგრამი 100 გრამზე. ის აძლიერებს სისხლძარღვებს — ვენებიდან კაპილარებამდე, კბილებს კალციუმს აწვდის, ეხმარება ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში.

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ კარტოფილი

  • კარტოფილი უნდა იყოს მთლიანი და მშრალი. ბოლქვს არ უნდა ჰქონდეს ღივები — ისინი ტოქსიკური ნივთიერების — სოლანინის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც ხანგრძლივი და არასწორი შენახვის დროს ჩნდება ბოლქვში.
  • რაც შეხება მწვანე ლაქებს, თუ ის ორ სანტიმეტრზე მეტი არ არის, მაშინ ეს ნორმის ფარგლებს არ სცდება. თუმცა მწვანე ზედაპირი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიჭრას.
  • თუ კარტოფილს მუქი ყავისფერი ლაქები აქვს, ე.ი. ის დაავადებულია და სწრაფად გაფუჭდება.
  • კარტოფილის შენახვის საუკეთესო ტემპერატურაა ორიდან ხუთ გრადუსამდე.
  • თუ გსურთ, რომ კარტოფილი სწრაფად არ გაღივდეს, ჩადეთ მასთან ერთად ორი–სამი ღერი მშრალი პიტნა, ეს ხელს შეუწყობს პროცესის გარკვეული დროით შენელებას.
99
თემები:
სასარგებლო რჩევები (370)
ქალი იზომავს წელის გარშემოწერილობას

წონაში დაკლება და ტკბილი ძილი გსურთ? მაშინ არ მიირთვათ ძილის წინ ეს პროდუქტები

104
(განახლებულია 17:55 02.12.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რომელი პროდუქტები უშლის ხელს ღრმა და მომასვენებელ ძილს, და რა აჩენს მაძღრისად ჭამის სურვილს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლის ღრმა ძილსა და წონაში კლებას, თუ მათ ძილის წინ მიიღებთ, აცხადებს დიეტოლოგი ელენა კალენი.

სპეციალისტის თქმით, პირველ რიგში, უარი უნდა თქვათ ხორცზე (განსაკუთრებით, შემწვარზე), პომიდორზე, ბადრიჯანზე, კონსერვირებულ პროდუქტებზე, მწნილებზე, დამარილებულ თევზზე, ავოკადოზე, ცხარე და ობიან ყველზე. ჩამოთვლილი პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ამინომჟავა თირამინს, რომელიც სტრესის ჰორმონად, ნორადრენალინად გარდაიქმნება.

„როდესაც ამ პროდუქტებს მივირთმევთ, ხშირად თავს აღგზნებულად ვგრძნობთ. ამიტომ შეიძლება უძილობა აღმოცენდეს, დილით კი ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, თითქოს მთელი ღამის განმავლობაში ვიღაცისგან გარბოდით. და რა შედეგი მოჰყვება? ვიღვიძებთ დაღლილები და ჩვეულებრივზე მეტს ვჭამთ, რაც წონის მატებას იწვევს“, — განმარტავს ელენა კალენი საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე.

მისი თქმით, საღამოს მენიუდან ასევე უნდა გამოირიცხოს ნიახური. მართალია, ის ძალზე სასარგებლოა წონაში დასაკლებად, მაგრამ ძილის წინ მისი ჭამა არ ღირს — ისევე, როგორც სხვა შარდმდენი პროდუქტებისა.

„ნიახური საკმაოდ ძლიერი დიურეტიკია. მოგიწევთ ტუალეტში ღამით სიარული, რაც ასევე დაარღვევს თქვენს ტკბილ ძილს“, — განმარტა დიეტოლოგმა.

ნიგვზიანი და ცხიმიანი საკვები ასევე უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. მათში უამრავი სახამებელი და შაქარია, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას დიდ დატვირთვას უქმნის.

„თანაც, საღამოს მიღებული ცხიმიანი საკვები დიდხანს მუშავდება და შეიძლება ხელი შეუშალოს არა მარტო ძილს, არამედ წონაში კლებასაც“, — აღნიშნა ექსპერტმა.

გარდა ამისა, ძილის წინ არასასურველია ახალი ხილისა და კენკრის, პარკოსნებისა და სოკოს ჭამა, ვინაიდან, დიეტოლოგის თქმით, ეს პროდუქტები შეიცავს ნელა გადამუშავებად უჯრედისს. მას შეუძლია გამოიწვიოს მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი, რაც ხელს შეუშლის ძილს, „დილით კი გაღიზიანებული გაიღვიძებთ ჩვეულებრივზე მეტის ჭამის სურვილით“.

 

104
თემები:
სასარგებლო რჩევები (370)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 3 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 14:08 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 3 დეკემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

ესაა სენტიმენტური გრძნობების, ემოციური მერყეობის დღე, მგრძნობირობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

რეკომენდებულია მშვიდი მუშაობა, მარტივი ფინანსური საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისა და ნათქვამის მიმართ ყურადღებით ყოფნა, ადამიანებთან ურთიერთობებში მოქნილობა და არასტადარტული დამოკიდებულება, ნიუანსებისადმი ყურადღება, ინდივიდუალური და არა გუნდური მუშაობა.

არარეკომენდებულია რთულ პროექტებზე შეჭიდება, მოლაპარაკებების წარმოება, ზედმეტი აქტიურობა, დინების წინააღმდეგ წასვლა, სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა და მის წინადადებაზე დათანხმება.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

0