როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა: მიზეზები და ბრძოლის წესები

© photo: Pixabay / Engin_Akyurtხვეული თმა
ხვეული თმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცირე რაოდენობით თმის ცვენა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა როცა ეს ინტენსიურ სახეს იძენს, ძალიან შემაწუხებელი ხდება და დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული.

დღე-ღამეში 20-50 თმის ღერის დაკარგვა ბუნებრივ პროცესად მიიჩნევა და ამაში საგანგაშო არაფერია. მაგრამ თუ დანაკარგი არსებულ ნორმას აჭარბებს, საჭიროა პრობლემას დაეთმოს მეტი ყურადღება.

თმის ცვენა სხვადასხვა გარემოებით არის განპირობებული. გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რაც იწვევს თმის ცვენას და შემოგთავაზებთ პრობლემასთან ბრძოლის მეთოდებს.

რა იწვევს თმის ცვენას

თმის ცვენას ყველა ასაკში თავისი თავისებურებები გააჩნია. მაგალითად, 30 წლამდე ასაკში თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნა. ეს შეიძლება იყოს სქესობრივი მომწიფება და სქესობრივი დიფერენცირება 18-23 წლის ასაკში. ასევე ფეხმძიმობა და ფეხმძიმობის შემდგომი პერიოდი, სტრესული სიტუაციები, ქრონიკული დაღლილობა. ახალგაზრდა ასაკში თმის ცვენის ერთი-ერთი მიზეზი არის სილამაზის ძიებაში ჩატარებული ექსპერიმენტები. მაგალითად, თმის ქიმიური შეღებვა, არასწორად გაკეთებული ქიმიური დახვევა, ფენის არასწორი გამოყენება და ა.შ.

მოსკოვის მარათონი 2015 - Sputnik საქართველო
მშვიდობით, სიქაჩლევ: მეცნიერებმა გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებას მიაგნეს

აღნიშნული მიზეზებით გამოწვეული თმის ცვენის შეჩერება და დაკარგული თმის აღდგენა გაცილებით მარტივია. მაგრამ არსებობს უფრო მძიმე შემთხვევებიც, რაც სპეციალისტების დახმარებას მოითხოვს. ასეთი შემთხვევაა, როცა თმის ცვენა გამოწვეულია მედიკამენტების ზედმეტი დოზირებით, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარებით, ანტიდეპრესანტების, ნეიროლეპტიკების მიღებით, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებით და ა.შ.

40 წლის ასაკის ზემოთ თმის ცვენა ქალების 40 პროცენტს აწუხებს. ამ ასაკიდან თმა ხდება სუსტი და მეტი სიხშირით ცვივა. თმის ცვენას ასევე ახშირებს სხვადასხვა სახის ვირუსული და ასაკობრივი დაავადებები.

ეს რაც შეეხება ასაკობრივ თმის ცვენას. თუმცა გამოვყოფთ იმ მიზეზებს, რაც ყველა ასაკში განაპირობებს თმის ცვენას.

· გენეტიკური მიდრეკილება.

· ჰორმონალური დისბალანსი.

· რკინის ნაკლებობა, ანემია.

· ვიტამინ B12-ის ნაკლებობა.

· წონის კლება.

· სტრესი.

როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა - Sputnik საქართველო
თმის მოვლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო შინაური საშუალებები

· სამედიცინო პრეპარატები.

· ინფექციები და კანის დაავადებები.

· ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა.

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას

თმის ცვენა, რა თქმა უნდა, ერთდროულად არ ხდება და ეს ხანგრძლივი პროცესია. ის დაახლოებით სამ თვეში ხდება შესამჩნევი. თუ სამი თვის შემდეგაც ამჩნევთ, რომ თმა ისევ გცვივათ იგივე ან გაცილებით მეტი რაოდენობით, აუცილებლად ეწვიეთ ტრიქოლოგს, რათა დაადგინოთ მიზეზი. ნებისმიერი პრობლემის დროს ჩვენი პირველი და უცვლელი რჩევაა, მიაკითხოთ სპეციალისტს.

როგორ ისმება დიაგნოზი? ექიმის მიერ ხდება ანამნეზის შეკრება – ჩივილები, დაავადების ხანგრძლივობა, მისი მიმდინარეობის ხასიათი, სტრესები, თანმხლები დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, გარკვეული მედიკამენტების მიღება, კვების ხასიათი და სხვ. შემდეგ ხდება პაციენტის გარეგანი, ვიზუალური დათვალიერება. ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევა, კომპიუტერული მიკროსკოპია, თმის სპექტრალური ანალიზი მიკროელემენტებზე და დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი ნიშნავს შესაბამის მკურნალობის კურსს.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი და უწყინარი საშუალებები, რომლებიც სიტუაციის გართულებამდე შეგვიძია გამოვიყენოთ და ასე ვებრძოლოთ თმის ცვენას.

წამწამები - Sputnik საქართველო
ჰორმონალური ფონის დარღვევა და მისი გარეგნული სიმპტომები

· მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რკინითა და ვიტამინებით.

· თმის ყოველდღიური მოვლის საშუალებებიდან შეზღუდეთ თმის ფენის, უთოს, დასახვევი საშუალებების გამოყენება.

· გამოიყენეთ თმის რბილი ჯაგრისი.

· მოარიდეთ თმა სიცივესა და მზის პირდაპირ სხივებს.

· პერიოდულად დაიმასაჟეთ თავის კანი ბუნებრივი მკვებავებით, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა და უჯრედები გამდიდრდეს ჟანგბადით.

· შეიზილეთ ჟოჟობას ზეთი, რომელიც მდიდარია Е და В ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია სოკოვანი და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ჟოჟობას ზეთი ასევე არის თმის ზრდის მასტიმულირებელი ეფექტური საშუალება. შეიზილეთ ზეთი თავის კანის დაზიანებულ არეებში.

· მიიღეთ ჩაი, რომელიც თმის ზრდას ასტიმულირებს. ასეთია პიტნის ჩაი, როზმარინი, ჭინჭარი და ა.შ.

· თუ თმის ცვენა სტრესით არის განპირობებული, აუცილებელია ჯანსაღი კვება, დასვენება, მოწესრიგებული ძილი, განტვირთვა.

აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომელიც ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

კეფირისა და დარიჩინის ნიღაბი – ნახევარ ჭიქა კეფირს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1-2 სუფრის კოვზი დარიჩინი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზავი სუფთა და ოდნავ ნოტიო თმაზე. შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ჩამობანა შეიძლება შამპუნის გარეშე. ნიღაბი გამოიყენება კვირაში ერთხელ ორი თვის განმავლობაში.

გოგრა - Sputnik საქართველო
გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი

ოხრახუშის ლოსიონი – 20 გრამ ოხრახუშს დაასხით 200 მლ წყალი, კარგად დაახურეთ და გააჩერეთ სიბნელეში 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. გააკეთეთ დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში.

ალოეს ნიღაბი – გააჩერეთ ალოეს ფოთლები მაცივარში 10-12 დღის განმავლობაში, შემდეგ გამოუღეთ წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში. შეგიძლიათ არ ჩამოიბანოთ.

ამჟავებული რძის ნიღაბი – თბილი ამჟავებული რძე შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით ან ქუდით და მეტი სითბოსთვის შემოიხვიეთ ხაოიანი პირსახოცი. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ ლიმონის წვენით გაზავებული თბილი წყლით (შამპუნის გამოყენება არ არის რეკომენდებული).

ნიორი და ხახვი – გახეხეთ ხახვი და გამოწურეთ წვენი. დაიდეთ თავის კანზე და დაახლოებით 15 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნით.

აიღეთ რამდენიმე კბილი ნიორი, დააქუცმაცეთ, დაუმატეთ ცოტა ქოქოსის ზეთი და ადუღეთ რამდენიმე წუთი. როცა გაგრილდება, მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ თავის კანში. წარმატებული შედეგის მისაღწევად გააკეთეთ ეს კვირაში 2-3-ჯერ.

გაითვალისწინეთ, ეს ნიღბები წარმოადგენს არა ძირითად სამკურნალო, არამედ დამხმარე საშუალებებს თმის ცვენის შესაჩერებლად.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0