შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი

თუ ხორცის შეძენას აპირებთ: როგორ ამოვიცნოთ ჯანსაღი პროდუქცია

1022
(განახლებულია 19:24 08.08.2020)
იმისათვის, რომ ხორცის ყველა სიკეთით ვისარგებლოთ და, პირიქით, საზიანო არ აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია ვიცოდეთ ის ოქროს წესები, რაც მისი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ.

ხორცი რთული ქსოვილოვანი კომპლექსია, რომლის შემადგენლობაში შედის კუნთოვანი, შემაერთებელი, ცხიმოვანი, ძვლოვანი და ნერვული ქსოვილები, აგრეთვე ხრტილები, მყესები, იოგები, სისხლი და ლიმფური კვანძები.

სწორედ ქსოვილების აგებულება, მათი ურთიერთშეფარდება და ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს ხორცის, როგორც ადამიანის კვებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ფერს, სუნს, გემოს, არომატსა და სხვა თვისებებს, ასევე მის ბიოლოგიურ და კვებით ღირებულებას.

ჯანსაღი ხორცის შერჩევის წესებს momxmarebeli.ge გვთავაზობს.

ხორცის შერჩევის წესები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ როგორი ხორცის შეძენას გეგმავთ – ახალდაკლულს (ე.წ. ორთქლოვანს), გაციებულს თუ გაყინულს.

ვიდრე უშუალოდ წესებზე გადავიდოდეთ, უნდა იცოდეთ, რომ საქონლის ხორცით ადამიანზე უამრავი დაავადება გადადის, მათ შორის ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, ციმბირის წყლული, ჯილეხი, თურქული და ხორცის სისხლსა და ქსოვილში არსებული პარაზიტები. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, შეიძინეთ ისეთი ხორცი, რომელმაც ვეტერინარული შემოწმება გაიარა.

ნუ გარისკავთ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე!

და, კიდევ, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ საკუთარი სიკვდილით დაღუპული საქონლის ხორცი, რადგან, გარდა იმისა, რომ დიდია დაავადების რისკი, ხორცი არაა სისხლისგან დაცლილი და ძალიან მალე ფუჭდება.

როგორ ამოვიცნოთ საკუთარი სიკდილით დაღუპული საქონლის ხორცი:

  • აქვს ჩალურჯებული ადგილები;
  • ხორცზე რაიმე საგნის დაჭერისას წარმოქმნილი ორმო სისხლით ივსება – ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ პირუტყვი დაკვლის დროს სისხლისგან არ დაიცალა.

როგორ შევარჩიოთ გაუყინავი ხორცი

გაუყინავი ხორცი შეიძლება იყოს ახალდაკლული, ან მომწიფებული. ახალდაკლული ხორცი რბილი, ნაზი და წვნიანია. დაკვლიდან 4 საათში ის უხეშდება. შედეთ ის მაცივარში (არა საყინულეში!), 1-2 დღეში ის მომწიფდება და დარბილდება. მაღაზიებშიც სწორედ მომწიფებული ხორცი იყიდება.

გაუყინავი ხორცი საღია, თუ ყველა ეს თვისება გააჩნია:

  • ხორცის ზედაპირი მშრალია, ანუ ქაღალდის ხელსახოცი ხორცზე დადებით არ სველდება;
  • ხორცი დრეკადი და ელასტიურია;
  • თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიქმნას ღრმული, რომელიც მალევე უნდა გასწორდეს;
  • ხორცს აქვს ხორცის ამ სახეობისათვის დამახასიათებელი სუნი;
  • ხორცის ახალი განაჭერი ზედაპირი სველია, მაგრამ არა წებოვანი;
  • ფერი განაჭერზე უნდა იყოს: საქონლის ხორცზე – ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე, ხბოს ხორცზე – ბაცი ვარდისფერი, ღორის ხორცზე – ღია ვარდისფერიდან წითლამდე, ცხვრის ხორცზე – წითლიდან შინდისფრამდე;
  • ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი. საქონლის ქონს აქვს თეთრი, ჩალისფერი ან მოყვითალო შეფერილობა. ღორის ქონი რბილია, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი ან თეთრი. ცხვრის ქონი კი თეთრი და მკვრივია;
  • მყესები უნდა იყოს ელასტიური და მკვრივი, სახსრების ზედაპირი – თეთრი და მბზინვარე.

პირველ რიგში იცოდეთ, რომ გაყინვა ხორცის ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბაზარზე გაყინულ და შემდეგ გამლღვალ ხორცს ახალ ხორცად ასაღებენ. იმისთვის, რომ არ მოტყუვდეთ, დაიმახსოვრეთ:

  • ახალი ხორცისგან განსხვავებით, განაყინი ხორცი სველია. თუ დააკვირდებით, ხორცის ქვეშ მოვარდისფრო სითხის პატარა გუბურასაც აღმოაჩენთ – გამლღვალ ხორცს სითხე სულ გასდის;
  • განაყინი ხორცი ელასტიური არ არის. მასზე თითის დაჭერით წარმოქმნილი ორმო დიდხანს არ ივსება;

გაუყინავი ხორცი გაფუჭებულია, თუ შეიმჩნევა ჩამოთვლილიდან რომელიმე:

  • აქვს წებოვანი ზედაპირი;
  • ხორცის ნაჭერზე ხელის დაჭერისას წარმოქმნილი ორმო არ ივსება;
  • კუნთოვანი ქსოვილი ადვილად სცილდება ძვალს;
  • ხორცი ძალიან მუქი ფერისაა და ქონს მოყვითალო ელფერი დაკრავს;
  • აქვს არასასიამოვნო სუნი (სამწუხაროდ, გამყიდველები ახერხებენ ამ სუნის მოსპობას ქიმიური დამუშავებით).

    გაყინული ხორცის შერჩევა

თუ გაყინული ხორცის შეძენას აპირებთ, შეიძინეთ იგი სწორედ გაყინულ და არა გამდნარ მდგომარეობაში, რადგან განაყინი და გამლღვალი ხორცი ძალიან მალე ფუჭდება.

რამდენჯერმე გამლღვალი და ხელახლა გაყინული ხორცის ამოსაცნობად ასეთ  ხერხს გთავაზობთ:

დაადეთ თითი გადანაჭერზე ნახევარი ან ერთი წუთით, თუ ხორცი ფერს არ შეიცვლის ე.ი. ის რამდენჯერმე იყო გამლღვალი და გაყინული. ერთხელ გაყინული ხორცი ამგვარი შეთბობითაც კი ფერს იცვლის, წარმოიქმნება მკვეთრი წითელი შეფერილობა.

თუ ხორცი ან შესაფუთი მასალა ვარდისფერი ყინულის კრისტალებით არის დაფარული, ეს ხორცი რამდენჯერმე იყო გამლღვალი და გაყინული.

კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ხორცი ძალიან სასარგებლოა, მისმა არასწორმა არჩევამ შეიძლება უფრო დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პროდუქტმა.

1022
ბროკოლი

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები

56
(განახლებულია 14:22 21.09.2020)
ბროკოლი ეფექტურია კიბოს, დიაბეტის, შეკრულობისა და სხვა დაავადებების დროს, მაგრამ მისი მომზადებისა და მიღების დროს გასათვალისწინებელია რეკომენდაციები, რათა ამ ძალზე სასარგებლო პროდუქტისგან უკუშედეგები არ მივიღოთ

ბროკოლი (ლათ.Brassica oleracea ან Brassica sylvestris) კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა. იტალიური სიტყვა broccoli ითარგმნება, როგორც კომბოსტოს აყვავებული ყლორტი.

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო იტალიაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო. მცენარის შესახებ პირველი ცნობები საფრანგეთში მე-16 საუკუნით თარიღდება, აშშ-ში კი ბროკოლი მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში „გაიცნეს“.

ბროკოლის კალორიულობა და შემადგენლობა

ბროკოლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე არის 28 კკალორია. მოხარშულში - 35 კკალორია. გაყინულის - 23 კკალორია.

ბროკოლი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ნაცარს, წყალს. ვიტამინებს: А (კომბოსტოს სახეობებს შორის ამ ვიტამინის შემცველობით „რეკორდსმენია“),С, В1, В2, В5, В6, РР, Е, К; უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, გოგირდს, ფოლიუმის მჟავას, ბეტა-კაროტინს.

ბროკოლი კალციუმის შემადგენლობით ტოლს არ უდებს რძეს – 100 გრამ მოხარშულ კომბოსტოში არის 180 მილიგრამი კალციუი მაშინ, როცა 100 გრამ რძეში მისი რაოდენობა 120 მილიგრამია; შეიცავს რკინის დღიური ნორმის 10%–ს (ნორმაა 18 მილიგრამი, ბროლოლი შეიცავს 1,8 მილიგრამს); შეიცავს С–ვიტამინის თითქმის 100% დღიურ ნორმას – 89,2 მილიგრამი, დღიური ნორმაა 90 მილიგრამი დღეში.

ბროკოლის სასარგებლო თვისებები

ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა.

ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ

ბროკოლიდან გამოყვეს ანეტოლ-ტრიტიონი, რომელიც ამცირებს სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს დაავადებების შემთხვევებს.

იმის შესახებ, რომ ბროკოლი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ, ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. ჯონ ჰოპკინსის კოლეჯის მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მცენარე შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც კლავს კუჭის ზოგიერთი სახეობის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს, აბრკოლებს კუჭის კიბოს განვითარებას.

არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები>>

უფრო მეტიც, სულფორაფანი იმ ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება. ახლა მეცნიერები ცდილობენ  ამ ქიმიურ ნივთიერებაზე დაყრდნობით პრეპარატი შექმნან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ოპტიმალურად შეითვისებს.

ბროკოლის სხვა სასარგებლო თვისებები

ბროკოლს აქვს არა მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ასევე ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეფექტურია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, არის დამამშვიდებელი, გამხსნელი და ნაღვლმდენი საშუალება.

ბროკოლი ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აფერხებს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში.

ბროკოლის სისტემატური გამოყენება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ნაადრევ სიბერეს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები.

ბროკოლი მდიდარია უჯრედისით (ნედლი პროდუქტის 100 გრამზე 2,6 გრამი). ის წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს მის მუშაობას. აქვს გამხსენლი ეფექტი და მისი რეგულარული მიღებით შესაძლებელია ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლება.

ასევე, კომბოსტოს ეს სახეობა ასტიმულირებს ნაღვლის გამოდევნას, აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.

ბროკოლი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შეუცვლელი პროდუქტია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მის შემცველობაში არსებული სულფორაფანი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს, ასევე ასტაბილურებს შაქრის დონეს.

ვიტამინი В1 არეგულირებს ნერვული სისტემის საქმიანობას. ამ ვიტამინის უკმარისობა კი აუარესებს ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ ბროკოლი აუცილებელია იმ ადამიანების რაციონში, ვისაც აქვს ნერვული აშლილობები, არიან ზედმეტად გაღიზიანებული და აქვთ ცუდი მეხსიერება.

ბროკოლი შესანიშნავი პროდუქტია დასუსტებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისა და ასაკოვანი ხალხისთვის.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:

ბროკოლის მიღება შეიძლება ნედლი, მოხარშული, ორთქლზე დამზადებული და შემწვარი სახით. მას ასევე იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს სუპებში, სოუსებში, ომლეტებში, ბოსტნეულის გარნირებში.

ბროკოლი აუცილებლად უნდა კარგად გაირეცხოს - წყლის ჭავლით, რადგან მასში, შესაძლოა, მწერები იყვნენ დაბუდებული.

არარეკომენდებულია: ბროკოლის დამზადება მიკროტალღურ ღუმელში, გაყინულის გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა, თბილ ადგილას შენახვა.

საჭმელად იყენებენ როგორც ყვავილედს, ისე ღეროს. ღერო უნდა გათალოთ კანისგან, და კანგაცლილი შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ სუპში ან სხვა კერძში.

ბოლოკი – სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე>>

ბროკოლის მოხარშვის წესი: ბროკოლი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან წყალში და ხარშეთ 5-7 წუთი. თუ გაყინული იყო, ხარშვის დრო 10-12 წუთამდე გაზარდეთ. მოხარშვის მერე გადაავლეთ ცივი წყალი, რადგან მასზე მაღალი ტემპერატურა კვლავ განაგრძობს გავლენას.

ორთქლზე მომზადებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორ მდგომარეობაში გინდათ მისი მიღება - თუ ხრაშუნა გსურთ, ორთქლზე მოამზადეთ 5-7 წუთი, თუ ისეთი, პირში რომ დნებოდეს - 12-15 წუთი.

შეგიძლიათ ასევე ბროკოლის ბლანშირება, ღუმელში გამოცხობა, და ნედლი სახით მიღება (სხვადასხვა სალათში).

ბროკოლს აქვს უკუჩვენებებიც

გაითვალისწინეთ: მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს.

როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა, არ შეწვათ ის ბევრი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე.

56
თემები:
სასარგებლო რჩევები
მკერდი

რა იწვევს მკერდის ტკივილს: ხუთი მიზეზი

74
(განახლებულია 11:22 21.09.2020)
სარძევე ჯირკვლის ტკივილი ანუ მასტალგია  – სარძევე ჯირკვლის ფიზიოლოგიური შეშუპებაა. ზოგჯერ მკერდის ტკივილის მიზეზის ახსნა ვერ ხერხდება. ის შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ფაქტორით გამოწვეული, რომლის დადგენა და პრევენცია აუცილებელია.

 

გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რამაც შესაძლოა მკერდის ტკივილი გამოიწვიოს. თუმცა, როგორი ტკივილიც არ უნდა გქონდეთ, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევა.

მასტოპათია

ერთ-ერთი გავრცელებული ტკივილი გახლავთ მასტოპათიით გამოწვეული ტკივილი. საწყის ეტაპზე ქალი მკერდის ტკივილს მენსტრუაციის დაწყების წინ განიცდის, რის შემდეგაც ტკივილი ინტენსიური და ხანგრლივი ხდება. მამოლოგთან ვიზიტი და საფუძვლიანი კვლევა დაგეხმარებათ, აიცილოთ გართულება და კვანძების წარმოქმნა მკერდში.

ფეხმძიმობა

შეშუპებული მკერდი, მომატებული მგრძნობელობა და ტკივილი მკერდის არეში ფეხმძიმობის პირველი სიმპტომია. რაც უფრო მეტ ესტროგენს გამოიმუშვებს ქალის ორგანიზმი, მით სწრაფად იზრდება მკერდი. ეს  პროცესი კი შესაძლოა მტკივნეული იყოს. უმჯობესია, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს გაესინჯოთ.

ფიზიკური დატვირთვა

ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის შემდეგ შესაძლოა  მკერდში ტკივილი იგრძნოთ, ამიტომ ვარჯიშის დროს აუცილებლად ჩაიცვით სპორტული ბიუსჰალტერი. კუნთები სარძევე ჯირკვლების ქვეშაა განლაგებული, ამიტომაც გრძნობთ დისკომფორტს მკერდის არეში. თუ ვარჯიშის შემდეგ დისკომფორტი და ტკივილი იგრძენით ცოტა ხანი შეწყვიტეთ ვარჯიში. ხოლო თუ ტკივილი გახშირდა აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ბიუსტჰალტერი

ქალების უმეტესობას მისთვის შეუფერებელი, არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი აცვია. სასურველია, თქვენი ზომის და თქვენზე იდეალურად მორგებული, ბუნებრივი ქსოვილის ბიუსტჰალტერი გეცვათ. არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი იწვევს ზურგის ტკივილს, კუნთების დაჭიმულობას და შესაძლოა, თავის ტკივილის მიზეზიც გახდეს.

კონტრაცეპტივები

ნებისმიერ ჰორმონალურ პრეპარტს შეუძლია მკერდში ტკივილი გამოიწვიოს. როგორც წესი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები დიდი რაოდენობით შეიცავს ჰორმონებს. მაგრამ მათ არც ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტები ჩამოუვარდება. დროთა განმავლობაში, უკუჩვენების ეფექტი იკლებს, მაგრამ ექიმს ტკივილის შესახებ მაინც უნდა მოუყვეთ.

 

74
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვერის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა

0
(განახლებულია 14:59 21.09.2020)
ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში  ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  ქართველი რეჟისორის ნანა ჯორჯაძის ფილმ „ბოცვერის თათის“ (Кроличья лапа) ოპერატორმა მიხეილ კვირიკაძემ რუსეთის კინოსა და თეატრის XVIII ფესტივალზე „ამურის შემოდგომა“  საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ჯილდო მოიპოვა, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე.

ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში  ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება. 

ტრადიციულად „ამურის შემოდგომის“ ფარგლებში გაიმართა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, თეატრალური სპექტაკლების კონკურსებიი, ასევე მასტერ-კლასები და შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და გამოფენები.

ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები იყვნენ რუსი კინემატოგრაფისტები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები, მხატვრები და ა.შ.

ანა ჯორჯაძის ფილმი „ბოცვერის თათი“ სამი ქვეყნის კოპროდუქციაა – რუსეთის, ბელგიისა და ფინეთის. ფილმში როლებს ასრულებენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი.

ფილმში მოქმედება ხდება 1990-იან წლებში, ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში. მთავარი პერსონაჟები არიან ფრანგი არქიტექტორი ნიკა და საბჭოთა ინტელიგენტი ალია, რომელთა შეხვედრა მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

0
თემები:
ქართული კინო