იზოლაცია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები: სპეციალისტი გვირჩევს

CC0 / Pixabay / სათამაშო მეოედანი
სათამაშო მეოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მათი მშობლები თვითიზოლაციის პირობებში – ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი ციალა ჩაგანავა.

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ყველა სფერო, განათლების სისტემაც დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. 2019-2020 სასწავლო წელი 2020 წლის 1 აპრილიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. ეს იყო მოულოდნელი გამოწვევა სასწავლო პროცესში, ამ სიტუაციამ მოსწავლეებში, მასწავლებლებში და მშობლებში გარკვეული შფოთვა გამოიწვია. ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ სკოლაში, ურთიერთობდნენ თანატოლებთან, იღებდნენ განათლებას, ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო წრეებში თუ სპორტულ ღონისძიებებში, უეცრად აღმოჩნდნენ ჩაკეტილ სივრცეში, შეზღუდულ გარემოში. შესაბამისად, მათი კომუნიკაციის საშუალება თანატოლებთან აღმოჩნდა მხოლოდ დისტანციური ურთიერთობები ინტერნეტ-სივრცეში ან სატელეფონო კომუნიკაცია.

სხვადასხვა სახის სირთულეებთან გამკლავება, რაც გარკვეულ სტრესთან და შფოთვასთან არის დაკავშირებული, თითოეულ ჩვენგანს გვიწევს. მოგეხსენებათ, ეს სირთულეები არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც შეეხო. ბავშვებისთვის თანატოლებთან ურთიერთობა, მათთან თამაში და კომუნიკაცია სრულყოფილი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მაგრამ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე – სსსმ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე – შშმ მოსწავლეები, ვისთვისაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში მონაწილეობა თანატოლებთან ერთად.

ფეისბუქის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
ბულინგი ინტერნეტში, ანუ რა შესაძლო საფრთხის წინაშე დგას თქვენი შვილი

მოგეხსენებათ, ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად, რაც ფაქტიურად შეუძლებელი გახდა პანდემიის პირობებში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სსსმ მოსწავლეები ჩაერთვნენ ონლაინ სწავლებაში, პედაგოგები, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები (სპეც მასწავლებელი/ფსიქოლოგი) და მშობლები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა სსსმ მოსწავლეები არ ჩამორჩენოდნენ ინდივიდუალურად შედგენილ გეგმას. მშობლებს ორმაგი დატვირთვით მოუწიათ შვილებთან მუშაობა, რათა პედაგოგების მიერ მითითებული დავალებები და სავარჯიშოები შეესრულებინათ სრულად სახლის პირობებში, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ იყო საკმარისი, რადგან ჩანაცვლება იმ ცოცხალი ურთიერთობების, რომლებიც თანატოლებთან ჰქონდათ სასკოლო პროცესში, შეუძლებელია დისტანციური სწავლებით მოხერხდეს სრულყოფილად. 

ასევე გასათვალისწინებელი იყო, რომ ყველა სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა, შესაბამისად, მოსწავლეთა ნაწილი დარჩა დისტანციური სწავლების გარეშე, რამაც კიდევ მეტი სირთულე შექმნა. თვითიზოლაციის პირობებში უმნიშვნელოვანესია მოხდეს ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში, რათა შესაძლებელ იყოს შშმ და სსსმ ბავშვებთან კომპლექსური მუშაობა – საგნის მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ფსიქოლოგის და მშობლის.

 საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ - განსხვავებულები ვართ!“ და ცენტრ Miraculum-ის ერთობლივი პროექტი - Sputnik საქართველო
როგორ ცხოვრობენ იზოლაციაში აუტისტი ბავშვები: ნათესავებისა და სპეციალისტების დახმარება

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი ინტერვენციის პროცესი. პანდემიის პერიოდში მშობლებისთვის შეიქმნა სპეციალური ვიდეორგოლები, სადაც კარგად არის ნაჩვენები სახლის პირობებში როგორ შეიძლება სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განცხორციელება. რა თქმა უნდა, მშობელმა სპეციალისტის რეკომენდაციით უნდა იხელმძღვანელოს ასეთ შემთხვევაში. თუმცა შესაძლებელია ზოგადი რეკომენდაციის სახით გაგიზიაროთ შემდეგი:

· მნიშვნელოვანია შშმ და სსსმ ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხოების და დაცულობის განცდა.

· ზრუნვა და მშობლების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა საგანმანათლებლო–განმავითარებელ აქტივობებში.

· დღის გეგმის შექმნა შვილებთან ერთად.

· მშობლებთან ერთად ბავშვების ჩართულობა გარკვეული სახის რესურსების შექმნაში, რომელიც დაეხმარებათ მათ შემდგომ თამაშის თუ დავალების შესრულების პროცესში.

· ბავშვებს მიეცეთ საშუალება დამოუკიდებლად შეასრულონ ესა თუ ის სავარჯიშოები, პრინციპით: „მარტივიდან–რთულისკენ“.

· მუშაობის პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მშობლის მხარდაჭერა და წახალისება. მშობელმა ხშირად უნდა მიმართოს ხოლმე სიტყვებით: „ყოჩაღ, კარგად გამოგივიდა“, „ყოჩაღ, შენ ეს შეძელი“, ან, თუ არ გამოსდის ბავშვს: „არა უშავს, ივარჯიშებ და შენ ამას შეძლებ“ და ა.შ.

· ვარჯიში უნდა განხორციელდეს ყოველდღე 25-30 წთ.

შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში, ანუ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

საქართველოში განვითარებული ეპიდვითარების ფონზე სრულიად შესაძლებელია ბავშვების გასეირნება სუფთა ჰაერზე, პარკებში. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ჰაერზე გასეირნება მნიშვნელოვნად აუცილებელია სტრესთან გამკლავების თვალსაზრისით, ასევე ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა გარეთ დაეკონტაქტონ თანატოლებს, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების დაცვით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან, შესაბამისად, მშობლების ემოციები მარტივად გადმოდის მათზეც, ამიტომაც მნიშვნელოვანია მშობლებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად ჩაერთონ იმ აქტივობებში, რაც მნიშვნელოვანია მათი შვილების განვითარებისთვის.

დღევნდელ პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია შშმ და სსსმ ბავშვებისთვის უწყვეტი ინტერვენციის ხელშეწყობა, კომპლექსური მუშაობის განხორციელება, განსაკუთრებით მშობლების აქტიური ჩართულობა, რომლებსაც ორმაგი დატვირთვით უწევთ ბავშვებთან მუშაობა, რათა შედარებით სრულყოფილად განახორციელდეს ბავშვებისთვის იმ სერვისების მიწოდება, რომელიც განსაზღვრულია მათი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე კომპლექსურად, სპეციალისტების მიერ.

 

ყველა ახალი ამბავი
0