მოგზაურობა თვითმფრინავით: სანდო და არასანდო რეკომენდაციები

CC0 / Pixabay / თვითმფრინავის სალონი
თვითმფრინავის სალონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ არსებობს ფრენის უსიამოვნებებისგან დაცვის პოპულარული „რეცეპტი“: გაფრენის წინ კარგად დანაყრება, ალკოჰოლის მიღება, ბანანის ჭამა და კევის ღეჭვა. გთავაზობთ მიმოხილვას, რომელი მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თვითმფრინავით მოგზაურობის დროს მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ მხოლოდ პროფესიონალების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მათ თავიდან ააცილებს უსიამოვნებებს ფრენისას, აცხადებენ სპეციალისტები. 

თავის ტკივილი - Sputnik საქართველო
შაკიკის პრობლემა: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს

მათი თქმით, არსებობს რამდენიმე ძალიან გავრცელებული „ხალხური“ რჩევა, რომლებიც საჰაერო მოგზაურობას შეეხება და რომელთაგან ყველა ნამდვილად არ არის სანდო.

ფრენის უსიამოვნებებისგან დაცვის პოპულარული „რეცეპტი“ მოკლედ ასე გამოიყურება: გაფრენის წინ კარგად დანაყრება, ალკოჰოლის მიღება, ბანანის ჭამა და კევის ღეჭვა.

ვნახოთ, რომელი მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს, რომელი უნდა გაითვალისწინოთ, როცა სადმე გაფრენას აპირებთ და რომელი – არა.

ფრენის წინ დანაყრება — მიიჩნევა, რომ დიდ სიმაღლეზე საჭმლის მონელების პროცესი გაძნელებულია. ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება. სიმაღლეზე სხეულის მიერ წყლისა და საკვები ნივთიერებების შეწოვა მცირდება, ცხიმების ათვისება ძნელდება და ადამიანებს ხშირად მადა უქვეითდებათ. მაგრამ ეს შეეხება მხოლოდ მთებში ან საჰაერო ბურთით მოგზაურობას — მაქსიმუმ 5 კმ სიმაღლეზე, და არა თვითმფრინავით მგზავრობას, როდესაც დედამიწიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებით საკუთარი წნევის, ჟანგბადისა და ტენიანობის მქონე ჩაკეტილ სივრცეში.

ასე რომ, ფრენის წინ გემრიელ საკვებზე უარის თქმა, მაგალითად, ჰამბურგერზე, ნამდვილად არ არის საჭირო. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკვები არ უნდა შედგებოდეს უჯრედისით მდიდარი პროდუქტებისგან.

მამაკაცი ასხამს შამპანურს  - Sputnik საქართველო
საუკეთესოა „პახმელიაზე“: მეცნიერი აბსოლუტურად მარგებელ პროდუქტს ასახელებს

საქმე ისაა, რომ აფრენის დროს თვითმფრინავში წნევა ეცემა, რაც ჰაერის გაფართოებას იწვევს დაახლოებით 30%-ით (სწორედ ამ მიზეზით „იხშობა“ ყურები). ეს პრობლება არ არის იმ შემთხვევაში, თუ ჰაერს გაფართოებისა და თავისუფლად გასვლის საშუალება აქვს. მაგრამ თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, იწყება მუცლის უსიამოვნო შებერილობა.

სწორედ ამიტომ ფრენის წინ უჯრედისით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის მიღება, რომლებიც ხელს უწყობს გაზების წარმოქმნას, სასურველი არ არის. საუბარია პროდუქტების ფართო სპექტრზე: დაწყებული ბარდითა და ბროკოლით, დასრულებული ბანანითა თუ სიმინდით.  

ამასთან, საჰაერო მოგზაურობის წინ არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ უცხო საკვები შეუმოწმებელ ადგილებში, როგორც უნდა გშიოდეთ. თავი აარიდეთ ნებისმიერ მზა კერძს, რომლებიც შეიძლება არასწორად ინახებოდეს. თუნდაც ეს „გემრიელი გარეგნობის“ ნამცხვრები იყოს. ჯობს მშიერი მშვიდად იჯდეთ თვითმფრინავის სავარძელში, ვიდრე დანაყრებული, ოღონდ უკვე არა სავარძელში, არამედ საპირფარეშოში.

ჩირიფრუტის პროდუქცია - Sputnik საქართველო
ტკბილეულზე უარის თქმა არ შეიძლება: დასახელდა დიეტის დროს დასაშვები ნუგბარი

საღეჭი რეზინი — ერთი მხრივ, კევის ღეჭვისას ნერწყვის უხვი ყლაპვა ნამდვილად უწყობს ხელს „დახშული“ ყურების შეგრძნებისგან გათავისუფლებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დროს ადამიანი ყლაპავს ჭარბი რაოდენობის ჰაერსაც. არადა, როგორც უკვე ვთქვით, თვითმფრინავის აფრენისას წნევა ეცემა და მუცელში ჰაერი ფართოვდება — ანუ, კევის ღეჭვა შესაძლოა ირიბად, მაგრამ მაინც იწვევს მუცლის შებერილობას სიმაღლეზე — და ფრენის სიამოვნებაც ქრება.

გარდა ამისა, საღეჭ რეზინში თითქმის ყოველთვის უმატებენ სორბიტოლს, რომელსაც ასევე შეუძლია გაზების წარმოქმნა.

სპირტიანი სასმელი — ალკოჰოლი გაუწყლოებას, დეჰიდრატაციას იწვევს. ფრენის დროს კი ეს ეფექტი კიდევ მეტად ძლიერდება, რადგან სალონში ყოველთვის ძალიან მშრალი ჰაერია.

ამასთან, ვინც ალკოჰოლს იმ მიზეზით მიირთმევს, რომ ფრენის შიში დათრგუნოს, უნდა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლი სიმაღლეზე კი არ ამშვიდებს ადამიანს, პირიქით, კიდევ მეტად უძლიერებს შიშს. ფრენის დროს ნერვების დამშვიდებაში კი დიდი რაოდენობით წყალი ან წვენი დაგეხმარებათ.  

ყავა და ჩაი ბორტზე — აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რაც თავად ბორტგამცილებლების ნათქვამიდანაა ცნობილი: წყლის ავზები თვითმფრინავში წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე იწმინდება. დასკვნები თავად გააკეთეთ.   

 

ყველა ახალი ამბავი
0