როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ და როგორ დავხვდეთ კორონავირუსს მზადყოფნაში

© Pixabay / silviaritaჯანმრთელი საკვები
ჯანმრთელი საკვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. საქართველოში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს 50 წლის მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

16 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

როგორ დავუხვდეთ ვირუსებს, მათ შორის COVID-19-ს მზადყოფნაში? – კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმება ამ დღეებში. რა უნდა გავაკეთოთ? – ამ კითხვას „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე პასუხობს.

კრიალოსანა - Sputnik საქართველო
კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები

– პასუხი ჩვენს იმუნურ სისტემას აქვს – ის ძლიერი უნდა იყოს. იმუნური სისტემის უჯრედები და დაცვის სხვა ფაქტორები წარმოადგენს ჩვენს დამცველ გვარდიას ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის წინააღმდეგ.

* თუ თქვენ მწეველი ხართ, შეწყვიტეთ ან მინიმუმამდე დაიყვანეთ თამბაქოს მოხმარება – ის ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის მხრივ გართულებათა განვითარებას, ამცირებს ორგანიზმში C ვიტამინის დონეს, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო რეაქციების წარმართვისთვის.

* შეწყვიტეთ ალკოჰოლის ხშირი გამოყენება

* საკვებ რაციონში შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული. ეს ვიტამინებითა და აუცილებელი მინერალური ნივთიერებებით სავსე პროდუქტებია, ყველა ამ ნივთიერებას თავისი როლი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.

ხილის წვენი და ვიტამინები - Sputnik საქართველო
ასკორბინოთერაპია კიბოს წინააღმდეგ: აღმოჩენილია C  ვიტამინის ახალი თვისებები

* თუ კვება არაბალანსირებულია, თქვენი ექიმის რჩევით მიიღეთ შესაბამისი საკვები დანამატები.

* აკონტროლეთ წონა.

* თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ის – მაღალი არტერიული წნევა გართულებათა ერთ-ერთი განმაპირობებელია.

* აუცილებელია სრულფასოვანი ძილი – ღამის ძილის დროს ორგანიზმში ის ნივთიერებები გამომუშავდება, რაც აუცილებელია მიკრობების დასამარცხებლად.

* ივარჯიშეთ – რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს სასიცოცხლო ძალებს და კარგ განწყობასაც შეგიქმნით.

შავი მოცხარი - Sputnik საქართველო
შავი მოცხარი და მისი სასარგებლო თვისებები

* აკონტროლეთ სტრესის დონე – სტრესის ჰორმონების ზეგავლენით ანთებითი პროცესების გააქტიურება ხდება. მცირდება იმუნურ რეაქციებში მონაწილე უჯრედების რიცხვი.

* და, ბოლოს, დაიცავით ჰიგიენის წესები – დაიბანეთ ხელები ხშირად, საჭიროებისას გამოიყენეთ ალკოჰოლისშემცველი დეზინფექტანტები, გაწმინდეთ საოფისე მაგიდები, მობილური ტელეფონები, ნივთები, რასაც ხშირად ეხებით, თავი აარიდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და აუცილებლად დარჩით შინ, თუ ავად ხართ.

ჯანმრთელობას გისურებთ!

ყველა ახალი ამბავი
0